პარასკევი, 29.03.2024, 08:29
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » უილიამ შექსპირი.
15:45
უილიამ შექსპირი.
First Folio.jpg
უილიამ შექსპირი (დ. 23 აპრილი1564 — გ. 23 აპრილი1616), ინგლისელი დრამატურგი და პოეტი, მიჩნეულია მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ წარმომადგენლად.

ულიამ შექსპირი მონათლეს უორიკის საგრაფოში მდებარე სტრეტფორდ-ონ-ეივონის ეკლესიაში 1564 წლის 26 აპრილს, რაც იმას მოწმობს, რომ იგი, სავარაუდოდ, ორი-სამი დღით ადრე დაიბადა. უილიამ შექსპირი დაიბადა წარმატებული მეხელთათმანის ჯონ შექსპირისა და სნიტერფილდელი ფერმერის რ. არდენის ქალიშვილის მერის ოჯახში. ჯონ შექსპირი უილიამის დაბადებიდან რამდენიმე ხანში ქალაქის მერი გახდა. 1576 წელს ჯონ შექსპირი რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რის გამოც ვერ შეძლო ნიჭიერი შვილის უნივერსიტეტში გაგზავნა. თუმცა, შექსპირის ნაწარმოებების გაანალიზებისას ვხვდებით, რომ მას ჰქონდა მიღებული საფუძვლიანი საშუალო განათლება მაინც, სავარაუდოდ, სტრეტფორდში.

1582 წელს 18 წლის ასაკში, შექსპირმა ცოლად შეირთო რვა წლით უფროსი ქალი ენ ჰეთუეი, რომელიც ამ დროს უკვე ორსულად იყო. უილიამსა და მის ცოლს ჰყავდა სამი შვილი: სუზანა და ტყუპები ჯუდითი და ჰამნეტი, რომელიც 11 წლის ასაკში გარდაიცვალა.

შექსპირის ლიტერატურული კარიერა გრძელდებოდა დაახლოებით 20 წელიწადს 1592 წლიდან 1612 წლამდე და დაემთხვა ორი მონარქის, ჯერ ელიზაბეთ I-ისა (1558-1603), ხოლო შემდეგ — ჯეიმზ I-ის (1603-1625) ხანას. ამ პერიოდში მან შექმნა ორი ეპიკური პოემა, უამრავი სონეტა და 37 პიესა.


1592 წლიდან შექსპირი მოღვაწეობდა ლონდონის თეატრის დასში. სწორედ ამ პერიოდში დაუპირისპირდა მას მისი მეგობარი დრამატურგი რობერტ გრინი, რომელიც დევნიდა შექსპირს იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა მიღებული უმაღლესი განათლება.ჰენრი ჩეტლის მიერ გამოცემულ კრებულში იგი თავს დაესხა უილიამს, ჩეტლის შემდგომ ბოდიშის მოხდა მოუწია თავდასხმაში უნებლიე მონაწილეობისთვის.

1593-94 წლებში ეპიდემიის გამო ლონდონის თეატრები დაიხურა, შექსპირმა ყურადღების კონცენტრირება გააკეთა მის პოეზიაზე. ამ დროს მას პატრონაჟს უწევდა მისი მეგობარი, საუთჰემტონის გრაფი. როდესაც ეპიდემიამ ჩაიარა, შექსპირი შეუერთდა "ლორდ კამერჰერის მსახურების" თეატრალურ დასს, სადაც იგი მსახიობიც იყო და დრამატურგიც. მომდევნო წლებში უილიამი ქმნის, უმეტეს წილად, კომედიებსა და ისტორიული ჟანრის ნაწარმოებებს. 1595 წელს შექსპირმა შექმნა ყველასათვის ცნობილი ტრაგედია "რომეო და ჯულიეტა". ეს ადრინდელი შედევრები, განსაკუთრებით კი, "ამაო გარჯა სიყვარულისას" და "ზაფხულის ღამის სიზმარი" გალექსილია ნათელ, ახალგაზრდულ სტილში და წარმოადგენს რითმული პოეზიის უდავო ნიმუშს. რაც შეეხება "ვენეციელ ვაჭარს", იგი უფრო გვიან პერიოდშია შექმნილი და მეტად სევდიან კომედიას წარმოადგენს (არ არის აუცილებელი კომედია იყოს სასაცილო. მთავარი ისაა, რომ დასსასრული იყოს ბედნიერი და არა ტრაგიკული).

ამ პერიოდშივე შექსპირი ქმნის"ჰენრი IV"-ის ორ პიესას, რომელიც ფოლსტაფის სევდანარევი, მაგრამ მაინც გულღია, სისხლსავსე რენესანსული იუმორითა და თვითირონიით არის სავსე. ამ პიესებმა ისე გააოცეს დედოფალი ელიზაბეთ I, რომ მან შექსპირს შეუკვეთა კიდევ ერთი ფოლსტაფური პიესა, შემდგომში ცნობილი, როგორც "უინძორელი მხიარული ქალები".

უილიამ შექსპირის ყველაზე ცნობილი ტრაგედიებია: "ჰამლეტი", "ოტელო", "მეფე ლირი", "მაკბეტი" და "ანტონიუსი და კლეოპატრა". ამ ტრაგედიებში ყველაზე ღრმად აისახა შექსპირის ჰუმანისტური მსოფლაღქმა, ადამიანის ძალისა და ინტელექტუალური შესაძლებლობისადმი რწმენა.

თავის უკვდავ ტრაგედიებში შექსპირმა მიაღწია ე.წ. "თეთრი ლექსის" სტილის განუმეორებელ პოეტურ წარმატებას, ამასთანავე ნაწარმოებები სავსე იყო თავისუფლებით. შემდგომი პერიოდის შედევრებს — "ზამთრის სიზმარი" და "ქარიშხალი" — აშკარად აჩნიათ გვიანი რენესანსის კრიზისის ნიშნები. მწვავე კონფლიქტების მოგვარების კომპრომისული გზები ჩნდება. ამგვარ შემრიგებლურ ნოტაზე დაასრულა უილიამ შექსპირმა თავისი ბრწყინვალე კარიერა.

ჯონ შექსპირის სახლი სტრეტფორდ-ონ-ეივონიზე.

1599 წელს, როდესაც "ლორდ კამერჰერის მსახურების" თეატრალური დასი გადავიდა "გლობუსის" ცნობილ თეატრში, შექსპირი თეატრის მეათედი აქციების მფლობელი გახდა. აქციონერობა მისთვის მეტად წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე პიესების წერა. უილიამ შექსპირს თითოეულ პიესაში მხოლოდ 6 ფუნტს უხდიდნენ. 1603 წელს დედოფალი ელიზაბეთი გარდაიცვალა და ტახტზე ავიდა ჯეიმზ I. შექსპირის კომპანია გარდაიქმნა სამეფო დასად და ხშირად მართავდა სპექტაკლებს სამეფო კარზე. ამ დროისათვის უილიამი განთქმული და წარმატებული დრამატურგი ხდება და მშობლიურ ქალაქში უძრავი ქონების შეძენას იწყებს.

დაახლოებით 1610 წლიდან შექსპირი მშობლიურ სტრატფორდს უბრუნდება, თუმცა მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში კონტაქტობს ლონდონის თეატრთან. 1616 წლის 23 აპრილს, სავარაუდოდ, 52 წლისა, უილიამი გარდაიცვალა. ამის შემდეგ, მისმა მეგობრებმა ჯონ ჰემინგმა და ჰენრი კონდელმა შეადგინეს შექსპირის ნაწარმოებების პირველი სრული კრებული, ე.წ. პირველი ფოლიო. გამოცემას დართული აქვს ბენ ჯონსონის ლექსი, რომელშიც უილიამი მოხსენიებულია, როგორც "ეივონის მშვენიერი გედი".

საიდუმლო სამკუთხედი .

1593-94 წლებში შექსპირმა დაწერა ორი დიდი პოემა — "ვენერა და ადონისე" და "ლუკრეციას გაუპატიურება". ორივე ნაწარმოები ავტორმა მიუძღვნა საუთჰემპტონის გრაფს, ახალგაზრდა ჰენრი რიზლის. ასეთი ძღვენი შეიძლება ყოფილიყო უბრალო მადლიერების ნიშანი გრაფის პატრონაჟის სანაცვლოდ, თუმცა მკვლევარების ნაწილი თვლის, რომ ამ ახალგაზრდა ყმაწვილს განსაკუთრებული ადგილი ეკავა შექსსპირის ცხოვრებაში. ეს ახალგაზრდა ყმაწვილი შექსპირის სონეტებში ხშირად მოიხსენიება. ინტერესს იწვევს ასევე უცნობი "შავგვრემანი ქალბატონი". ამგვარად იკვრება საიდუმლო სამკუტხედი: შექსპირი, ახალგაზრდა ყმაწვილი და შავგვრემანი ქალი. თვით შექსპირი ასე ხსნის ამას (ორიგინალში):

Two loves I have of comfort and despiar,

Which like two spirits do suggest me still:

The better angel is a man right fiar,

The worser spirit a woman color'd ill.

To win me soon to hell, my female evil

Tempteth my better angel from my side,

And would corrupt my saint to be a devil,

Wooing his purity wiht her foul pride.

And whether that my angel be turn'd fiend,

Suspect I may, yet not directli tell;

But being both from me, both to each friend,

I guess one angel is another's hell:

Yes this shell I ne'er know, but live in doubt,

Till my bad angel fire my good one out.

355px-HenryWriothesley 1594.jpg

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1304 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები