პარასკევი, 29.03.2024, 14:48
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » ჯონ ლენონი.
16:03
ჯონ ლენონი.
ლენონი რეპეტიის დროს, სიმღერით "Give Peace a Chance" (მონრეალი, კვებეკი, კანადა, 1969 წ.)
ჯონ ონო ლენონი (დაბადებით ჯონ უინსტონ ლენონი; დ. 9 ოქტომბერი1940 — გ. 8 დეკემბერი1980) — XX საუკუნისინგლისური როკ-ენდ-როლის კერპი, სიმღერების ავტორი და მომღერალი, მსოფლიო აღიარება ჰპოვა როგორც ბითლებისდამფუძნებელმა. მისი და თანაბითლელი პოლ მაკარტნის, როგორც სიმღერათა ავტორების პარტნიორობა უზომო წარმატებით სარგებლობდა 1960-იანი წლების განმავლობაში, პერიოდი როდესაც მათ ბითლების ყველაზე პოპულარული სიმღერები შექმნეს.
ბრიტანელი პოპ–ვარსკვლავი, მომღერალი, პოეტი, კომპოზიტორი, მხატვარი, მწერალი, ჯგუფ „ბითლზის"–ის დამფუძნებელი და წევრი, ჯონ უინსტონ ლენონი, მეორე მსოფლიო ომის დროს, 1940 წლის 9 ოქტომბერს, დიდი ბრიტანეთში, ლივერპულშიდაიბადა. მშობლების დაშორების შემდეგ, 4 წლის ასაკიდან, ჯონი დეიდა მიმისთან გაიზარდა. მამა - ალფრედ ლენონი, სავაჭრო ფლოტის მეზღვაური, არც ბავშვის დაბადებას დასწრებია და არც მის აღზრდაში მიუღია მონაწილეობა. დედა, ჯულია სტენლი, ხელმეორედ გათხოვდა, თუმცა, არ გაუწყვეტია კავშირი ჯონთან და დეიდა მიმისთან.

სახლში მცირე ადგილისა და ერთ მამაკაცთან დამყარებული ურთიერთობის გამო, ჯონის დედამ გააგზავნა შვილი თავის დასთან, მიმი სმიტთან (რომელსაც უბრალოდ მიმის უწოდებდნენ).მთელი ბავშვობა და მოზარდობის ასაკში ლენონი ცხოვრობდადეიდა მიმისთან და მის მეუღლესთან, ჯორჯ სმიტთანლივერპულშიმენდიპსის სახელით ცნობილ სახლში.

მიმისა და ჯორჯს თავად არ ჰყავდათ შვილები და ისინი იდეალურ მშობლებად იქცნენ ჯონისთვის. 1958 წლის 15 ივლისს, როდესაც იგი 17 წლის იყო, დედამისს ქუჩაში დაარტყა მანქანამ. ეს იქცა ერთ-ერთ დიდ ტრავმად ლენონის ცხოვრებაში, რადგანაც იგი ოპტიმისტური ქალი იყო, რომელიც კარგად უგებდა შვილს. სწორედ ამან განამტკიცა მისი ურთიერთობამაკარტნისთან, რომლის დედაც ასევე გარდაიცვალა 1956 წელს, მკერდის კიბოს დიაგნოზით. წლების შემდეგ ლენონმა თავის შვილს დაარქვა ჯულიანი, ხოლო ბითლზში ყოფნისას დაწერა სიმღერა „Julia".

ბანჯოზე და კლავიშზე დაკვრა ჯონს დეიდა მიმიმ ასწავლა. პოპ ვარსკვლავს პირველი გიტარაც დეიდამ უყიდა. მხიარული და ხუმარა ჯონი, სკოლაში დიდი ნიჭით არ გამოირჩეოდა, თუმცა, ხელოვნებისადმი მიდრეკილებას ყოველთვის ამჟღავნებდა. მოზრდილი ჯონი ხშირად თავს გროტესკული ფიგურებისა და ხეიბრების ხატვით ირთობდა. 16 წლის ლენონი როკ-მუსიკოსის,ელვის პრესლის, სცენაზე გამოჩენამ ისე აღაფრთოვანა, რომ გადაწყვიტა პოპ-ჯგუფი შეექმნა, რომელსაც, თავისი სკოლის სახელწოდების მიხედვით, "ქუორიმენი”-ს დაარქმევდა. 1955 წლის 6 ივლისს საეკლესიო დღესასწაულზე მან პოლ მაკარტნი გაიცნო და მალე თავის ჯგუფშიც მიიწვია. მათი კავშირი ყველაზე წარმატებული გამოდგა მუსიკის ისტორიაში.

ჯორჯ ჰარისონი ჯონს პოლ მაკარტნიმ გააცნო. მონახეს დრამერი, სტუარტ სატკლიფიც, და 1960 წელს ჯგუფიც შედგა. ჯგუფს "პიტ ბესტი” დაერქვა. მალე "პიტ ბესტმა” სახელის გამოცვლა გადაწყვიტა. ბენდის ახალი სახელწოდება – "the beatles” მათ ერთ-ერთმა ჯგუფმა, "ჭრიჭინებმა”, შთააგონა. ჯონს უნდა ეხუმრა, რომ 12 წლის ასაკში ხილვა ჰქონდა, სადაც უცხო კაცი გამოეცხადა. სწორედ მის წინასწარმეტყველებას,”დღეიდან თქვენ იქნებით ბეატლეს”, უკვაშირდებოდა ჯგუფის ახალი სახელიც.

1961 წელს "ბითლზი” კევერნ კლუბში, სადაც რეგულარულად მღეროდნენ, ბრაიან ეპსტეინმა შეამჩნია. ჯგუფის ახალმა მენეჯერმა, ეპსტეინმა, მათი ჩანაწერები EMI-ში დააპატენტა. 1962 წელს ბითლზ–მა, ახალ დრამერთან, რინგო სტართან (რიჩარდ სტარკი), ერთად, ჯორჯ მარტინის პორდუსერობით, პირველი სინგლი, "Love me do”, გამოაქვეყნა. სინგლმა ბრიტანულ ჩარტებში მე-17 ადგილი დაიკავა. მომდვნო სინგლმა ლენონის ავტორობით ბითლზს კიდევ უფრო დიდი წარმატება მოუტანა. "Please Please me” ლონდონის ჩარტების ლიდერი გახდა. ბითლზი ყველაზე პოპულარული მეგა-ჰიტებმა: "She loves you” და "I wont to hold your hand”-მა გახადა. 1964 წლის 9 თებერვალს ბითლზი ამერიკელმა საზოგადოებამაც გაიცნო. ედ სულივანის შოუში გამოჩენის შემდეგ, ჯგუფმა შეერთებულ შტატებში დიდი პოპულარობა მოიპოვა. ბრიტანეთში დაბრუნების შემდეგ, მათ პირველი ფილმი, "The hard days night”, გადაიღეს და პირველი მსოფლიო ტურნესთვის დაიწყეს მომზადება.


1965 წელს ბითლზმა ახალი ფილმი, "Help”, გამოაქვეყნა, რამაც ჯგუფის პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა. ივნისში ინგლისის დედოფალმა ბითლზი ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დააჯილდოვა. აგვისტოში ნიუ-იორკის სტადიონზე გამართულ კონცერტს 55,600 ფანი დაესწრო. ინგლისში დაბრუნების შემდეგ, ჯგუფმა ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ალბომი, "Rubber Soul”, ჩაწერა.


1966 წელს ბიტლომანიამ მიმზიდველობა დაკარგა. ჯგუფის წევრები ფილიპინების პრეზიდენტის ოჯახის დამცირებაში დაადანაშაულეს. საზოგადეობის უკმაყოფილება კიდევ უფრო გაზარდა ლენონის ცნობილმა გამოლონდონში დაბრუნებას ექსპერიმენტული სინგლის, "Stroberry Fields Forever”-ის, გამოქვეყნება მოჰყვა, რასაც ყველაზე ძლიერ როკ-ალბომად მიჩნეული "Paper’s lonely Hearts Club Band”-ის გამოსვლაც დაერთო. 1967 წლის 27 აგვისტოს, საძილე ტაბლეტების გადაჭარბებული რაოდენობით მიღების გამო, ბითლზის მენეჯერი, ეპსტეინი, გარდაიცვალა. ჯგუფის ის ისტორიაში დიდი კრიზისი დაიწყო. შემოდგომაზე ჯგუფმა მაკარტნის ხელმძღვანელობით ფილმი, "Magical Mystery Tour”, გადაიღო, თუმცა, წარუმატებლად.

 ამ ფილმს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ფილმის საუნდტრეკებიდან ერთ-ერთი, ჯონ ლენონის "I’m the Walrus”, დღემდე ყველაზე მისტიურ ნამუშევრად ითველბა.რასაც ბითლზი–ის ჩანაწერების კოცონზე დაწვა მოჰყვა. 1966 წლის 29 აგვისტოს ბითლზმა სან-ფრანცისკოში ბოლო კონცერტი გამართა და გასტროლებიც დაასრულა.

კრიზისი მუსიკაში.

ფილმის , "Magical Mystery Tour”-ის, ჩავარდნას ბითლზის ტრანსედენტალური მედიატიაციით დაიტერესება მოჰყვა. ისინი 1968 წელს ორი თვით ინდოეთში გაემგზავრნენ და ინდოელ გურუს, მაჰარიაში მაჰეშ იოგას, დაემოწაფნენ. ისტერიული მასების წინაშე ჯგუფი უკანასკნელად ივლისში, ფილმის, "Yellow Submarine”-ის, პრემიერაზე წარდგა. ნოემბერში ახალმა ალბომმა, "The Beatles”, რომლსაც თეთრ ალბომსაც უწოდებენ, ჯგუფის ახალი მიმართულება გამოააშკარავა.

1962 წლის აგვისტოში ლენონმა სინტია პაუელზე იქორწინა და პირველი ვაჟიც ეყოლა. ბიჭს ჯონის დედის სახელი, ჯულიანი, დაარქვეს. 1968წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა და ლენონმა იაპონელ ავანგარდ არტისტზე, იოკოზე, იქორწინა, რომელიც 1966 წელს ინდიკა გალერეაში გაიცნო. ქორწინებამ ბითლზში არსებული უთანხმოება კიდევ უფრო გაზარდა, რასაც ჯგუფის დანარჩენი წევრების მდუმარე პროტესტი მოჰყვა.1969 წელს ბითლზმა ახალი სინგლი, "The plastic Ono Band, Give Peace a Chance”, გამოაქვეყნა. სინგლი პაციფისტების ჰიმნად იქცა.

1969 წლის სექტემბერში ახალ ალბომზე, "Abbey Road”-ზე, მუშაობის დასრულების შემდეგ, ლენონმა ბითლზი დატოვა. ჯგუფის დაშლის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის დიდ ხანს უცნობი რჩებოდა. 1970 წლის აპრილში, ერთი თვით ადრე "Let it Be”-ის გამოქვეყნებამდე, მაკარტნიმ ბითლზიდან ჯონის წასვლის შესახებ განაცხადა.



კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1116 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები