პარასკევი, 29.03.2024, 03:30
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » ალფრედ ჰიჩკოკი.
16:07
ალფრედ ჰიჩკოკი.
Alfred Hitchcock NYWTSm.jpg

სერ ალფრედ ჰიჩკოკი (Sir Alfred Joseph Hitchcock; დ. 13 აგვისტო1899ლონდონი - 29 აპრილი1980ლოს-ანჟელესი) — უაღრესად გავლენიანი კინორეჟისორი და პროდიუსერი, რომელმაც დასაბამი დაუდო მრავალ ტექნიკას თრილერის ჟანრში. ჰიჩკოკმა დაამკვიდრა სასპენსისა და მაკგაფინის ცნებები. მისი ფილმებისთვის დამახასიათებელია შიში, დანაშაულის გრძნობა, იდენტობის დაკარგვა, დაძაბულობის დაკავშირება იუმორთან; ხშირად იყენებდა უდანაშაულოდ დევნილების თემას.

1939 წელს ის გადასახლდა აშშ-ში და 1955 წლის 20 აპრილს მიიღო აშშ-ს მოქალაქეობა. მისი სამოცწლიანი კარიერის განმავლობაშიმუნჯი კინოს ხანიდან მოყოლებული 53 მეტი ფილმი აქვს გადაღებული.

მის ყველაზე მნიშვნელოვან ფილმებს მიეკუთვნება:

ჰიჩკოკი არამარტო ერთ-ერთი მუდმივად წარმატებული და საზოგადოდ ცნობილი კინორეჟისორი იყო მსოფლიოში, არამედ დღემდე ითვლება თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ გამოჩენილ პიროვნებად.

ალფრედ ჰიჩკოკი დაიბადა 1899 წლის 13 აგვისტოს ბოსტნეულით მოვაჭრე უილიამ ჰიჩკოკისა (1862-1914) და მისი მეუღლის, ემა ჯეინ ველანის (183-1942) ოჯახში ლონდონთან ახლოს. ჰიჩკოკი ყველაზე ახალგაზრდა ვაჟი იყო, მასა და მის დედმამიშვილებს შორის ასაკობრივი სხვაობა შვიდიდან ცხრა წლამდე იყო. ეს გარემოება და კათოლიკური აღზრდა განაპირობებდა ჰიჩკოკის მარტოსულობას ბავშვობაში.1910-1913 წლებში ის დადიოდა წმინდა იგნატიუსის იეზუიტურ სკოლაში.

ერთხელ, ბავშვობაში, უმნიშვნელო გადაცდომის გამო მამამ ის პოლიციის განყოფილებაში მიიყვანა და იქ რამდენიმე საათით დატოვა. ამის შემდეგ ჰიჩკოკს მთელი ცხოვრების მანძილზე ეშინოდა პოლიციელების, მის ბევრ ფილმში ერთ-ერთი თემაა უსაფუძვლო ბრალდების ქვეცნობიერი შიში.

14 წლისამ მიატოვა სკოლა და ესწრებოდა საღამოს კურსებს ლონდონის უნივერსიტეტში, ხოლო მოგვიანებით დადიოდა ინჟინერიისა და ნავიგაციის სკოლაში. ამის შემდეგ შეიტანა საბუთები ლონდონის ხელოვნების აკადემიაში ხელოვნებათმცოდნეობის კურსებზე. თავისუფალი დროის დიდ ნაწილს უთმობდა ქალაქის გეგმებისა და რუკების შესწავლას, დადიოდა თეატრსა და კინოში. ასევე სიამოვნებით ესწრებოდა სასამართლო პროცესებს მკვლელობებზე და დადიოდა სკოტლანდ იარდის შავ მუზეუმში.

1914 წელს მამის სიკვდილმა, რომელთანაც ჰიჩკოკს ახლო ურთიერთობა არ ჰქონია, უფრო დააახლოვა ის დედასთან. 1915 წელს ჰიჩკოკმა დაიწყო მუშაობა როგორც ტექნიკურმა მოსამსახურემ ჰენლის სატელეგრაფო კომპანიაში. მისი ხატვის ნიჭის გამო გადაიყვანეს სარეკლამო განყოფილებაში. მაშინ ჰიჩკოკმა პირველად გამოაქვეყნა მცირე მოთხრობები საწარმოს ჟურნალში ფსევდონიმით „Hitch".

ჰიჩკოკის მოზაიკა ლეიტონსტოუნის სადგურზე.

ამ დროს ჰიჩკოკი დაინტერესდა კინემატოგრაფით1920 წელს მოეწყო ტიტრების დიზაინერად ჰოლივუდის ერთ-ერთი კომპანიის (მომავალი სტუდია პარამაუნტი) ლონდონის ფილიალში. 1921-1922 წლებში მან მინიმუმ 12 ფილს გაუკეთა ტიტრები. ამასთან მუშაობდა დეკორაციებსა და კოსტუმებზე. მასთან მუშაობდა დეკორაციებსა და კოსტუმებზე. მისთვის საინტერესო იყო სცენარებზე მუშაობაც. ორ ფილმზე მუშაობდა ჯორჯ ფიცმორისთან ერთად, რომლის გავლენაც განიცადა. მალე ტიტრების განყოფილების უფროსი გახდა, 1923 წელს კი მიეცა შესაძლებლობა, ბედი ეცადა რეჟისურაში. სეიმორ ჰოკსთან ერთად გადაიღო ფილმი ”ყოველთვის ესაუბრე შენს მეუღლეს” ბოლო სცენები. მის მიერ დამოუკიდებლად გადაღებული ფირი ”ნომერი 13” (სხვა წყაროებით ”მისის პიბოდი”) დაუსრულებელი დარჩა სტუდიის დახურვის გამო.

ჰიჩკოკი სამუშაოდ გადავიდა პროდიუსერ მაიკლ ბელკონთან, რომელიც ინგლისური კინემატოგრაფის სათავეებთან იდგა. 1925 წლამდე ის 5 ფილმში იყო რეჟისორ გრეჰემ კატის ასისტენტი. მათი უკანასკნელი ერთობლივი ფილმი ”პრინცესა და მევიოლინე” გამოვიდა გერმანიაში, ბაბელსბერგის ფილმების სტუდიაში, რომელიც იმ დროს ყველაზე თანამედროვე იყო მსოფლიოში. ჰიჩკოკი აქვე აკვირდებოდა რეჟისორ ფრიდრიხ ვილჰელმ მურნაუს ”უკანასკნელი ადამიანის” გადაღებებებისას და მისგან აიღო სცენის განათების ზოგიერთი ტექნიკა.

925 წელს ჰიჩკოკი ინგლისში დაბრუნდა საკუთარი ფილმის გადასაღებად. პროექტმა ის კვლავ გერმანიაში წაიყვანა. მხოლოდ სტუდია ”ბაიერნის ფილმი” აღმოჩნდა თანახმა ახალგაზრდა დებიუტანტ რეჟისორთან თანამშრომლობაზე. დანიშნულის, ალმა რევილის ასისტენტობით ჰიჩკოკმა გადაიღო თავისი პირველი ფილმი ”სიამოვნების ბაღი”. ბელკონი კმაყოფილი იყო ჰიჩკოკის ამბიციური მუშაობით და მასვე ანდო შემდეგი გერმანულ-ინგლისური პროდუქცია: ”მთის არწივი”, რომელიც იმავე წელს ტიროლშიგადაიღო. არცერთი ფილმი ინგლისში არ გამოქვეყნებულა, რადგან ინგლისელი დამფინანსებელი ვულფი, განსხვავებით ბელკონისგან, არ იყო აღფრთოვანებული ჰიჩკოკის ხაზგასმით ექსპრესიონისტული სტილით.

1926 წელს ჰიჩკოკმა გადაიღო ფილმი ”მდგმური”, სადაც პანსიონის მარტოხელა მცხოვრები ეჭვმიტანილია სერიულ მკვლელობებში. ამ ნაწარმოებით ჰიჩკოკმა იპოვა საკუთარი თემა. მოგვიანებით ჰიჩკოკმა ეს ფილმი საკუთარ ჭეშმარიტ პირველ ფილმად მონათლა. ფილმის წარმატებამ გზა გაუხსნა პირველი ორი ფილმის გამოქვეყნებასაც. სამივე ფილმი ერთად გამოვიდა კინოეკრანებზე 1927 წელს და ეს იქცა ჰიჩკოკის, როგორც კინორეჟისორის, კარიერის დასაწყისად.

ბელკონის სტუდიაში Gainsborough Pictures ჰიჩკოკმა კიდევ ორი მელოდრამა გადაიღო: ”მსუბუქი ყოფაქცევა” და ”მცდარ გზაზე”. ფილმებს წარმატება არ ელოდათ. ჰიჩკოკმა გადაწყიტა, ეთანამშრომლა ახალ სტუდიასთან British International Pictures და პროდიუსერ ჯონ მაქსველთან. აქ გადაიღო მან პირველი ფილმი საკუთარი სცენარით ”რინგი”, რომელიც პრესამ პოზიტიურად შეაფასა. მიუხედავად იმისა, რომ შემდეგი სამი ფილმი (”ფერმერის ცოლი”, ”შამპანი” და ”კაცი კუნძულ მენიდან”) უმნიშვნელო იყო, ჰიჩკოკმა მოკლე დროში მოიპოვა სახელი: ახალგაზრდა ინგლისური კინოინდუსტრია, რომელიც ცდილობდა აღმატებოდა ამერიკულს, მზად იყო მიეღო ამომავალი ვარსკვლავი რეჟისორი.




კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1047 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები