სამშაბათი, 23.04.2024, 14:37
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » ალფრედ ჰიჩკოკი.
16:10
ალფრედ ჰიჩკოკი.

ხმოვანი ფილმები .

1926 წლის დეკემბერში ჰიჩკოკი დაქორწინდა ალმა რევილზე, რომელმაც კათოლიციზმი მიიღო. 1928 წელს მათ შეეძინათ ქალიშვილი - პატრისია. ალმა სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ჰიჩკოკთან ერთად და იყო მისი მრჩეველი.

ხმოვანი ფილმის დამკვიდრებამ ბევრი რეჟისორი საკუთარი კარიერის დასასრულამდე მიიყვანა. ჰიჩკოკი კი ახალი ტექნიკის პოტენციალს ცდიდა. ”შანტაჟი” (1929) თავიდან ჩაფიქრებული იყო როგორ მუნჯი ფილმიკინოპროდიუსერების ნებართვით ჰიჩკოკმა აახმოვანა ფილმი. ”შანტაჟი” პირველი ინგლისური ხმოვანი ფილმი იყო და დიდი წარმატება ხვდა წილად. მოხვეჭილი პოპულარობის წყალობით ჰიჩკოკმა დააარსა სტუდია Hitchcock Baker Productions და საკუთარი თავის რეკლამირებას შეუდგა.

საკუთარი სტუდიის დავალებით ჰიჩკოკმა გადაიღო იუნონა და ფარშევანგი (1930), შემდეგ კი ”მკვლელობა!”, სადაც კვლავ დაუბრუნდა საკუთარ თემას. მას მოჰყვა სამი ფილმი, რომელთაგან ჰიჩკოკი მხოლოდ ”მდიდრები და უცნაურებით” დაინტერესდა. ამ ფილმის სცენარში, რომელიც მან მეუღლესთან ერთად დაამუშავა, ჰიჩკოკმა ასახა მისი ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქორწინების გამოცდილება. მისთვის დაძალებულ თრილერში ”ნომერი 17” ჰიჩკოკმა გადაწყვიტა პროტესტი გამოეხატა და დაბნეული, ბრიყვული პაროდია გადაეღო. იუმორსა და დაძაბულობას შორის ქაოსური კავშირის გამო ნომერი 17 დღევანდელი გადასახედიდან ჟანრის მომავალი კლასიკის წინამორბედად მიიჩნევა. ჰიჩკოკის კავშირი სტუდიასთან British International Pictures დასრულდა ექვს წელიწადში, რადგანაც ეს თანამშრომლობა წარმოშობდა მხოლოდ კონფლიქტებს ჰიჩკოკის მისწრაფებებსა და სტუდიის წარმოდგენებს შორის. მან უხალისოდ გადაიღო ფილმი ”ვენის ვალსები”, რომელსაც შეარქვა მიუზიკლი მუსიკის გარეშე.”ვერ ვიტან ამას. მელოდრამა ერთადერთია, რისი გაკეთებაც მართლაც შემიძლია” - ამბობდა ჰიჩკოკი.

ფილმის ”ვალსები ვენიდან” შემდეგ მან გააგრძელა ნაყოფიერი თანამშრომლობა პროდიუსერ მაიკლ ბელკონთან და სტუდიისთვის Gaumont British გადაიღო ”ადამიანი, რომელმაც ზედმეტად ბევრი იცოდა” (1934). სცენარი დაამუშავეს ჰიჩკოკმა, მისმა ცოლმა ალმამ და ჩარლზ ბენეტმა. ფილმი კრიტიკამ და პუბლიკამ ენთუზიაზმით მიიღო. ამ ფილმიდან მოყოლებული ჰიჩკოკი აღარ დაშორებია თრილერის ჟანრს. ის შეგნებულად ცდილობდა გაერთო მაყურებელი, მაგრამ არა პასიურად, არამედ ეკრანიდან ემართა მათი ემოციები და გრძნობები, ამიტომ ცდილობდა ყველა სცენა ზუსტად გაეთვალა მაქსიმალურ ეფექტზე. იუმორით სავსე ფილმი ”39 საფეხური” დღემდე რჩება კომედიური თრილერის ეტალონად. ჰიჩკოკმა დაძაბული სიუჟეტი ამჯობინა ლოგიკასა და მოვლენების თანმიმდევრულობას და მოიგო კიდეც ამით. ფილმი გამაოგნებლად წარმატებული იყო. მას მოჰყვა ”საიდუმლო აგენტი” (1936) და ”საბოტაჟი” (1936).

”საბოტაჟით” დამთავრდა მეორე ფაზა მაიკლ ბელკონთან წარმატებული თანამშრომლობისა. ”ახალგაზრდა და უმანკო” (1937) იყო მომდევნო ვარიაცია უსამართლოდ დევნილის თემისა. მას მოჰყვა ”ქალბატონი იკარგება”. ამ ექვსი ფილმით ჰიჩკოკმა გააძლიერა გადაღების საკუთარი ტექნიკა ბრიტანულ კინოში. მისი სახელი ჰოლივუდამდეიყო გავარდნილი. 1938 წელს მან ხელი მოაწერა კონტრაქტს ჰოლივუდის ერთ-ერთ სტუდიასთან. ჰოლივუდში გადაბარგებამდე კი ინგლისში გადაიღო კოსტუმირებული ფილმი ”ტავერნა ”იამაიკა””, რომელიც პრესამ მძაფრად გააკრიტიკა.


ჰოლივუდში გატარებულ პირველ წლებში ჰიჩკოკი მოულოდნელ დაბრკოლებებს გადააწყდა. პროდიუსერ დევიდ ოლივერ სელზნიკს, რომელთანაც ჰიჩკოკი მუშაობდა, მკაცრი კონტროლი ჰქონდა დამყარებული საკუთარი სტუდიის ფილმებზე და ცდილობდა თავისუფლებისმოყვარული ჰიჩკოკი ლიტერატურული პირველწყაროსთვის არ დაეშორებინა. ამ დაძაბულობის მიუხედავად ”რებეკა” (1940) ბრიტანელი რეჟისორისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ფსიქოლოგიურად ღრმა და ამავდროულად რომანტიკულმა მელოდრამამ ორი ოსკარი მოიპოვა: საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისა და საუკუთესო ფილმის ნომინაციებში.

ევროპაში დაწყებულმა ომმა ჰიჩკოკს მოანდომა დრამის გადაღება ომზე. ”უცხოელი კორესპონდენტრი” (1940) გამოვიდა აპოლიტიკური თრილერი შპიონაჟზე. ფილმის დასკვნითმა მონოლოგმა, რომელის იმ დროისთვის ნეიტრალურ ამერიკაზე იყო გათვლილი, შესანიშნავად იმოქმედა. ფილმის დასრულებისთანავე ინგლისი გერმანიამდაბომბა. ჰიჩკოკი, რომელიც სამშობლოდა ახალწასული იყო მკაცრად გააკრიტიკეს ყოფილმა კოლეგებმა, უპირველესად კი მაიკლ ბელკონმა.

ფილმებში ”ეჭვი” (1941), რომელიც წარმოადგენდა კერი გრანტთან პირველ ერთობლივ ნამუშევარს, და ”დივერსანტი” (1942) ჰიჩკოკი თავისი კლასიკური თემების ერთგული დარჩა. მათ შორის კი გადაიღო მისთვის უჩვეულო და ერთადერთი კომედია ”მისტერ და მისის სმიტები” (1941). მიუხედავად პოზიტიური გამოხმაურებისა, ჰიჩკოკი ფილმით უკმაყოფილო იყო. ის ბევრად კმაყოფილი ჩანდა მომდევნო ნამუშევრით ”ეჭვის ჩრდილი” (1943). ჰიჩკოკის ფილმებს დიდწილად განსაზღვრავდა მისივე ხასიათი. ეს უკანასკნელი ოჯახური მელოდრამა ჰიჩკოკის პერსონალურ ფილმად აღინიშნა: ყველა მთავარ პერსონაჟში აისახა ჰიჩკოკის თავისებურებები და შიშები. გადაღებებისას ლონდონში გარდაიცვალა ჰიჩკოკის დედა, რამაც გააძლიერა ფილმში ავტობიოგრაფიული ტენდენციები.

როგორც ბევრი ბრიტანელი რეჟისორი, ჰიჩკოკს შეჰქონდა საკუთარი წვლილი საომარ პროპაგანდაში და გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმები ფრანგული წინაღმდეგობის მოძრაობის მხარდასაჭერად. პროპაგანდისტული შეფერილობა ჰქონდა მომდევნო ნამუშევრებსაც. თუმცა მისმა მცდელობამ გვერდი აეარა კლიშეებისთვის, მიიყვანა კონტრვერსიამდე: მან გადაიღო პატარა სამაშველო ნავში მოხვედრილი მერყევი ინგლისელები და ამერიკელები ინტელექტუალურად ჩამოყალიბებული ნაცისტის წინააღმდეგ. მიუხედავად მსგავსი სიუჟეტისა, ფორმალისტურად მკაცრი ფსიქოლოგიური თრილერი ”სამაშველო ნავი” (1943) სამ ოსკარზე იყო წარდგენილი: საუკეთესო სცენარი, ოპერატორული ნამუშევარი და რეჟისურა.

ჰიჩკოკის შემოქმედების მნიშვნელოვანი კომპონენტი, ფსიქოლოგია არის მთავარი თემა ფილმში ”მოჯადოებული” (1945), რომელიც დიდი პუზის შემდეგ სელზნიკის სტუდიაში იყო გადაღებული. ეს უკანასკნელი ფსიქოანალიზის თემით მოიხიბლა და ჰიჩკოკს უჩვეულ თავისუფლება მიანიჭა გადაღებების დროს, თუმცა შემდეგ შეამცირა ფილმი დაახლოებით 12 წუთით. წარმატებულმა თანამშრომლობამ ინგრიდ ბერგმანთან მიიყვანა ის ახალ ფილმამდე ”უაზრო დიდება” (1946). დრამამ სასამართლოს შესახებ ”პარადინის საქმე” (1947) მოშალა ჰიჩკოკისა და სელზნიკის კონტრაქტი.

მეორე ჰოლივუდური პერიოდი 

1946 წელს, სელზნიკთან თანამშრომლობის შეწყვეტამდე 2 წლით ადრე ჰიჩკოკმა დააფუძნა კომპანია Transatlantic Pictures, რომლისთვისაც გადაიღო თავისი პირველი ფერადი ფილმი ”თოკი” (1948) მთავარ როლში ჯეიმს სტიუარტით. ”თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ” (1949) იყო ჰიჩკოკისთვის უჩვეულო მელოდრამატული კოსტუმირებული ფილმი. მიუხედავად ვარსკვლავის მონაწილეობისა და ტექნიკური დახვეწილობსა, კომერციულად ეს ფილმი ისეთივე წარუმატებელი არმოჩნდა, როგორც ”თოკი”.

ჰიჩკოკმა გააფორმა შემოსავლიანი კონტრაქტი Warner Bros.-თან ოთხ ფილმზე. აქ მას, როგორც რეჟისორსა და პროდიუსერს, სრული თავისუფლება ჰქონდა მინიჭებული. პირველი ფილმი იყო თრილერი ”სცენის შიში”, სადაც მთავარ როლს მარლენ დიტრიხი ასრულებდა. ფილმში ჰიჩკოკის საყვარელი მოტივი ტრიალებს: უსამართლოდ დევნილი ბოლოს მკვლელი აღმოჩნდება. ფილმს დიდი წარმატება არ ჰქონია. ფილმში ეპიზოდურ როლს ჰიჩკოკის ქალიშვილი პატრისია ასრულებდა.

1950 წლის აპრილში ჰიჩკოკმა დაიწყო კალიფორნიის უნივერსიტეტებში რეგულარული კოლოკვიუმების ჩატარება, რომელთაც მისი აქტუალური ფილმების ჩვენებები ახლდა. ამ ტრადიციას ის 20 წლის მანძილზე აგრძელებდა.

ფილმმა ”უცნობი მატარებელში” (1951) პატრისია ჰაისმიტის რომანის მიხედვით ჰიჩკოკს ხუთწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ მოუტანა საოცარი წარმატება. ამ ფილმით დაიწყო მან ცამეტწლიანი თანამშრომლობა ოპერატორ რობერტ ბარკსთან. 1952 წელს გადაღებული ”მე მოვინანიებ” ჩავარდა კინოგაქირავებაში. ”მკვლელობის შემთხვევაში აკრიფეთ ”მ”” იყო მაშინ ძალიან პოპულარული პიესის ეკრანიზაცია. მთავარი როლის შემსრულებელი გრეის კელი მან კიდევ ორ ფილმში გადაიღო, სანამ ეს უკანასკნელი კინოინდუსტრიას მიატოვებდა.

1950-იანი წლების დასაწყისიდან ტელევიზია მაყურებელთა სახლებში შევიდა. კინოინდუსტრია შეეცადა, არ დაეკარგა მაყურებელი და გამოეყენებინა ტექნიკის სიახლეები. იმავეს აიძულებდა სტუდია Warner Bros. ჰიჩკოკს. ეს უკანასკნელი უკმაყოფილო იყო, რადგანაც მას კამერის გადაადგილების თავისუფლება შეეზღუდა. ჰიჩკოკმა თავი შეზღუდულად იგრძნო და გააფორმა ახალი ხელშეკრულება პარამაუნტთან 1953 წელს. პარამაუნტი ჰიჩკოკს სრულ შემოქმედებით თავისუფლებას პირდებოდა. აქ დაიწყო ჰიჩკოკის წარმატებები ფილმით ”ფანჯარა ეზოს მხარეს” (1954). გრეის კელის გვედრით ფილმში თამაშობდა 

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1117 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები