პარასკევი, 19.04.2024, 00:07
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » ალფრედ ჰიჩკოკი.
16:15
ალფრედ ჰიჩკოკი.

ბესტსელერები.

1957 წელს ჰიჩკოკმა გადაიღო უკანასკნელი ფილმი პარამაუნტისათვის „თავბრუსხვევა". სცენარი ჰიჩკოკისა და სემუელ ტეილორის ერთობლივი ინტენსიური მუშაობის შედეგად შეიქმნა. ფილმი ბევრ ავტობიოგრაფიულ მომენტს შეიცავს. საკუთარი პერსონაჟებიდან მცირე თუ ატარებდა ჰიჩკოკის პერსონის იმდენ თვისებას, რამდენსაც ჯეიმს სტიუარტის მიერ ამ ფილმში განსახიერებული სკოტ ფერგიუსონი. თავდაპირველად ფილმი არც ისე წარმატებული იყო, მაგრამ დღეს ითვლება ჰიჩკოკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნამუშევრად, ისევე როგორც მისი მომდევნო „ჩრდილოეთისკენ, ჩრდილო-დასავლეთის გავლით" (1959). ეს იყო კერი გრანტის უკნანსკნელი როლი ჰიჩკოკის ფილმებში. ჰიჩკოკისა და სცენარის ავტორის, ერნესტ ლემანის მიხედვით, ეს იყო მომდევნო თავგადასავალი უსამართლოდ დევნილისა, რომელიც საკუთარი სიცოცხლისა და რეპუტაციის გადარჩენისათვის იბრძვის. თხრობის ელეგანტურმა სიმსუბუქემ, გავლენა იქონია მომავალში გადაღებულ ბევრ სათავგადასავლო ფილმზე, მათ შორისჯეიმს ბონდის ფილმებზეც.

ჰიჩკოკს ზოგჯერ საშინელებათა ფილმების აპოლოგეტად მიიჩნევენ. მიუხედავად ამისა მის შემოქმედებაში ერთადერთი ასეთი ფილმი იყო „ფსიქო", რომელიც გადაღებული იყო სატელევიზიო ტექნიკითა და მცირე ბიუჯეტით, რადგანაც მსხვილმა სტუდიებმა უარი განაცხადეს ასეთი ფილმის დაფინანსებაზე. შხაპის სცენა, რომელსაც 1 კვირა იღებდნენ, მიეკუთვნება დღემდე ყველაზე ხშირად გაანალიზებულ სცენას. უჩვეულო იყო ასევე ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის სიკვდილი ფილმის პირველ მესამედში. თანამედროვეთა კრიტიკა უხეშად დაესხა ფილმს, მაგრამ პუბლიკას ის ისე მოეწონა, რომ ჰიჩკოკს დიდი კომერციული წარმატება მოუტანა. ფილმმა ჰიჩკოკი მილიონერი გახადა და ამის შემდეგ ის თავად იყო საკუთარი ფილმების პროდიუსერი.

ორი შემდგომი პროექტი ჩავარდა, მათ შორის იმის გამო, რომ უოლტ დისნეიმ „ფსიქოს" რეჟისორს დისნეილენდში გადაღების უფლება არ დართო. 1961 წლის შუაში ჰიჩკოკმა თავისი შემდგომი ფილმის გადაღება დაიწყო. „ჩიტები" (1963) - ფილმი ჰორორის ჟანრში, რომელმაც დრამატურგიისა და ტრიუკების გადაღების ტექნიკის გამო არცთუ უკანასკნელი გავლენა იქონია ამ სტილის ჩამოყალიბებაზე. ფილმმა აიტაცა იმ დროს პოპულარული თემა ადამიანის შეჯახებისა ბუნების აუხსნელ ძალებთან. გერმანელმა კოპოზიტორმა ოსკარ სალამ ფილმში მუსიკის ნაცვლად ცალკეული ელექტრონულად წარმოებული ხმები გამოიყენა. მთავარი როლის შემსრულებელი ტოპი ჰედრენი ჰიჩკოკმა სატელევიზიო რეკლამაში აღმოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ მას კინემატოგრაფიაში გამოცდილება არ ჰქონდა, ჰიჩკოკმა ის შვიდი წლით აიყვანა სამუშაოდ.

„ჩიტების" შემდეგ ჰიჩკოკის შემოქმედებაში ჩავარდნა იყო. 60-იანი წლების შემდეგი სამი ფილმი ვერც კომერციული და ვერც სახელოვნებო თვალსაზრისით ვერ შეედრებოდა წინა ფილმების მიღწევებს. მთავარი როლის შემსრულებელ ტოპი ჰედრენთან არსებული კონფლიქტი ისეთ დაღად დააჩნდა გადაღებებს, რომ ჰიჩკოკს შეგნებულად სურდა შემდეგი ფილმის, „მარნის" (1964) ჩავარდნა. ფილმი დაბნეულ ტრავმატიზებულ ქალზეა და შეიცავს ჰიჩკოკისთვის უჩვეულოდ ბევრ კუსტარულ შეცდომას.

ტოპი ჰარდენი იყო უკანასკნელი "ჰიჩკოკის ქერათმიანთა" შორის, ხოლო „მარნი" იყო ბოლო ფილმი, რომელიც ჰიჩკოკის დიდი ხნის ოპერატორმა, რობერტ ბარკსმა გადაიღო. გადაღებების დასრულებისთანავე გარდაიცვალა ჰიჩკოკის მემონტაჟე ჯორჯ ტომაზინი, რომელთანაც ის ათი წლის მანძილზე თანამშრომობდა. „მარნი" იყო ბოლო 15 წლის მანძილზე პირველი კომერციული და შემოქმედებითი წარუმატებლობა და წარმოადგენდა ჰიჩკოკის კარიერაში შემობრუნების წერტილს.

ბოლო წლები.

ფილმების წარმოება სულ უფრო ძვირი, ხოლო კომერციული წარმატება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდა. სხვადასხვა პროექტები, რომლებიც ჰიჩკოკს იზიდავდა და რომელთაც ის მეტ-ნაკლები ინტენსივობით გეგმავდა, პროდიუსერების შიშის გამო არ ხორციელდებოდა, როგორც, მაგალითად, არ განხორციელდა სახუმარო პიესის, Mary Rose-ის, ეკრანიზაცია. ჰიჩკოკს სურდა, კვლავ გადაეღო კომიკური თრილერი ფილმის ”ჩრდილოეთისაკენ, ჩრდილო-დასავლეთის გავლით” შემდეგ. შორსმიმავალი პროექტი R.R.R.R.,რომელიც ეხებოდა იტალიელი ქურდების ოჯახს ნიუ-იორკში, ჩაიშალა იტალიელ თანამშრომლებთან გადაულახავი ენობრივი და კულტურული ბარიერების გამო.

1965 წლის 7 მარტს ჰიჩკოკმა ”ამერიკულ კინემატოგრაფში შეტანილი ისტორიული წვლილის გამო” მიიღო ”Milestone Award der Producers Guild Of America” - პირველი ჯილდო მიღებულ მრავალ ჯილდოთა შორის.

ნამუშევრით ”ჩამოხეული ფარდა” (1966) ჰიჩკოკი საბოლოოდ დაუბრუნდა შპიონაჟზე ფილმებს, რომლებითაც მოიპოვა წარმატება 30-იანი წლების ინგლისში. ჰიჩკოკის 50-ე ფილმის პრემიერა მარკეტინგული კამპანის ფონზე წარიმართა. ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის გამოც სტუდია Universal-მა ჰიჩკოკის ნების საწინააღმდეგოდ ფილმში პოპულარული მსახიობები - პოლ ნიუმანი და ჯულია ენდრიუსი - ათამაშა. ”ჩამოხეული ფარდა” ჰიჩკოკის ბოლო ფილმებთან (მათ შორის ”მარნისთან”) შედარებით ჩავარდა, ხოლო კრიტიკამ მთლიანად გაანადგურა.

Universal-ი ჰიჩკოკისაგან ითხოვდა თანამედროვეობის შესაბამის თემებს. როცა მისი და ჰოვარდ ფასტის მიერ დეტალურად დამუშავებული სცენარი ქალების ჰომოსექსუალიმკვლელის შესახებ უარყვეს, მან ერთი წლით შეწყვიტა საქმიანობა. 1968 წლის დასაწყისში გადაწყვიტა დიდი პაუზისა და უკანასკნელი წარმატებიდან დიდი ხნის გასვლის შემდგომ ლეონ ურისის რომანი შპიონაჟზე, რომლეზე საავტორო უფლებებიც Universal-ს ნაყიდი ჰქონდა, ფილმად გადაეღო. გადამღები ჯგუფი მთლიანად ევროპელიმსახიობებით დაკომპლექტდა ჰოლივუდის ვარსკვლავების მონაწილეობის გარეშე. ამერიკელი მაყურებლისთვის ნაცნობი სახეები იყვნენ მხოლოდ სატელევიზიო მსახიობი ჯონ ფორსაითი და კანადელი წარმოშობის ჯონ ვერნონი. სცენარის საბოლოო ვარიანტი გადაღებების მიმდინარეობისას ჩამოყალიბდა. ”ტოპაზს” (1969) კრიტიკამ და პუბლიკამ ზურგი შეაქცია, მაგრამ ჰიჩკოკი თავდაჯერებული იყო: ”მე ჯერ კიდევ არ გადამიღია ჩემი უკანასკნელი ფილმი. ტოპაზი ჩემი 51-ე ფილმია, მაგრამ როდის გადავიღებ ჩემს უკანასკნელ ფილმს, ჩემთვის, ჩემი დამფინანსებლებისთვის და ღმერთისთვის ჯერჯერობით უცნობია."

1970 წლის ზაფხულის მიწურულს მან თავისი ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. ამ მიზნით ის თავის სამშობლოს ეწვია, სადაც ამჯერად აღფრთოვანებით მიიღეს. თავდაპირველად სცენარზე მუშაობა და გადასაღები სამუშაოები, რომლებსაც ჰიჩკოკი ისეთი სერიოზულობით მიუდგა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობის გარეშე მიმდინარეობდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ჰიჩკოკის ცომა, ალმამ, მიოკარდიუმის ინფარქტი გადაიტანა, ჰიჩკოკი დაღლილი და უმოქმედო გახდა. მიუხედავად ამისა ”სიგიჟე” (1972), მკაცრი, მწარე და შავი ბრიტანული იუმორით გადაღებული ფილმი, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. მხოლოდ ინგლისში გამოიწვია გაოცება და იმედგაცრუება ლონდონისა და ბრტანული ცხოვრების ანაქრონისტულმა წარმოდგენამ.

უკანასკნელი ფილმი.

1973 წლის გაზაფხულზე ჰიჩკოკმა ახალ ფილმზე მუშაობა დაიწყო. სცენარზე ერნესტ ლემანთან (”ჩრდილოეთისაკენ, ჩრდილო-დასავლეთის გავლით”) ერთად მუსაობდა, მაგრამ მუშაობამ ვერ ჩაიარა გაუგებრობების გარეშე. ჰიჩკოკი შესამჩნევად დაღლილი იყო და თავის ტკივილს ალკოჰოლური სასმელებით ებრძოდა. სცენარის მომზადებას დასჭირდა 2 წელი, ყველაზე მეტი მთელი თავისი კარიერის მანძილზე.

ფილმი ”ოჯახური შეთქმულება” (1976) ერთი შეხედვით სახალისო, მაგრამ ავადმყოფურად აქცენტირებული თრილერი იყო. როგორც ყოველთვის, ჰიჩკოკმა აქცენტი გააკეთა სააზროვნო სასცენო ენაზე. საბოლოოდ, გადაღებები დაძაბულობისა და აზრთა სხვადასხვაობის გარეშე წარიმართა. ჰიჩკოკმა საკუთარი ჯანმრთელობიდან გამომდინარე შესაძლებლობების ფარგლებში დიდი ხნის გამოუვლენელი შთაგონება და სიახლეებისთვის მზადყოფნა აჩვენა. ის გახსნილი იყო მსახიობთა იმპროვიზაციისთვის და გადაღებების დროს ცვლილებები შეჰქონდა მის მიმდინარეობაში. მონტაჟზე მეთვალყურეობა მის თანამშრომლებს დაუთმო, რადგანაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აშკარად გაუარესდა. ამასობაში ალმამ აპოლექსია გადაიტანა.

ოჯახური შეთქმულება” მაყურებელმა უმეტესწილად მეგობრულად. ჰიჩკოკს მის მიმართ გამოხატულმა სიმპათიამ დროებით ძალა და ახალი იდეები შესძინა. 1978 წელს დაწყებული პროექტი ერთი წლის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეწყდა. 1979 წლის მარტში ამერიკის ფილმების ინსტიტუტმა ჰიჩკოოკი მისი შემოქმედების გამო დააჯილდოვა. 2 თვის შემდეგ ჰიჩკოკმა დახურა საკუთარი ბიურო სტუდია Universal-ის ტერიტორიაზე.

1980 წლის 3 იანვარს ჩატარდა მისი რაინდად კურთხევის ცერემონია. 1980 წლის 29 აპრილს ალფრედ ჰიჩკოკი გარდაიცვალა საკუთარ სახლში ლოს-ანჟელესში. მის სხეულსკრემაცია ჩაუტარეს, ხოლო ფერფლი მიმოაბნიეს.

მოტივები .

ჰიჩკოკის ფილმების ძირითად მოტივს არსებობის განადგურების შიში შეადგენს. ეს შიში არ გამომდინარეობს მარტო მკვლელების, განგსტერებისა და შპიონებისაგან, რომლებიც საფრთხეს უქმნიან სამოქალაქო წესრიგს. გარდა ამისა მთავარი გმირები ხშირად ვარდებიან სიტუაციაში, როცა მათ კანონის წარმომადგენლები ემუქრებიან. შიშის ამ მოტივს უკავშირდება ყველა დანაშაული და სასჯელი ჰიჩკოკის კათოლიკური წარმოდგენების თანახმად. მთავარი გმირები გარემოებათა ტყვეობაში მოქცეული ადამიანები არიან, რომლებიც, როგორც წესი, უდანაშუალოდ დევნილები არიან. ისინი ვერ ახერხებენ საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას.

მცდარი ბრალდებები, ასევე მკაფიოდ გამოხატული დამნაშავეობის კომპლექსები ჰიჩკოკის ფილმებში ემუქრება ადამიანის იდენტობას. ტრავმირებული და დევნილი პერსონაჟები იგონებენ ცრუ სახელებს, ან, უცნობი მიზეზების გამო, მიიჩნევიან სრულიად სხვა პიროვნებებად. იდენტობის დაკარგვის მოტივი სხვადასხვა ვარიაციით ჩანს ჰიჩკოკის ფილმებში პირველიდან უკანასკნელის ჩათვლით, განსაკუთრებით მკაფიოდ კი ”თავბრუსხვევაში”.

ხშირად დანაშაული და საშიშროება დაკავშირებულია სექსუალურ ასპექტებთან. ”პარადინის საქმეში” საკმარისია მეუღლისთვის ღალატზე გაფიქრებაც კი, რომ პროტაგონისტის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ ვარდება. ”უაზრო დიდებაში” სექსს, დანაშაულსა და საფრთხეს შორის კავშირი ცენტრალური თემაა. აქ მთავარი პერსონაჟები მეუღლეებივით ურთიერთობენ ერთმანეთთან. შთაბეჭდილებას აძლიერებს უმნიშვნელო ასაკობრივი განსხვავება (4 წელი). . გარდა ამისა, სექსუალურობა ზედმეტად საგრძნობი გამოხატვის ფორმებით დიდ როლს თამაშობს მის შემოქმედებაში. ცენზურის გამო ჰომოსექსუალობა, და ნეკროფილია მხოლოდ მცირედ შესამჩნევად აისახა სცენებში. ასევე ფეტიშიზმი (”შანტაჟი”, ”თავბრუსხვევა”, ”ფსიქო”) და ვუაიერიზმი (”ფანჯარა ეზოს მხარეს”, ”ფსიქო”) ასრულებენ ჰიჩკოკის ფილმებში განსაზღვრულ როლს. ზოგ ფილმში ნაჩვენებია მამაკაცი პერსონაჟების ეროტიკული ურთიერთობა დედებთან (”ფსიქო”, ”ჩიტები”).

ჰიჩკოკისთვის დამახასიათებელი იყო სექსისა და ძალაუფლების დაკავშირება, რაც განსაკუთრებით აშკარაა მკვლელობის სცენებში. ხშირად ირებდა გაუაპატიურებას, ან მის მცდელობას. სამ განუხორციელებელ პროექტში სექსუალურ ძალადობას ან მოძალადეს ცენტრალ

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1521 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები