ხუთშაბათი, 25.04.2024, 02:40
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » ენტონი ჰოპკინსი.
16:22
ენტონი ჰოპკინსი.
Anthony Hopkins-Tuscan Sun Festival.jpg
სერ ენტონი ჰოპკინსი (ინგლ. Anthony Hopkins; დ. 31 დეკემბერი1937) – ვალიელამერიკელი მსახიობი, რომელიც ასრულებს როლებს ფილმებში, თეატრებსა და სატელევიზიო შოუებში. ჰოპკინსი აღიარებულია ერთ-ერთ უდიდეს მსახიობად. იგი ცნობილია კანიბალიზმის მიმდევარი სერიული მკვლელისჰანიბალ ლეკტერის განსახიერებით 1991 წლის ფილმში კრავთა დუმილი, რომლისთვისაც მან მიიღო ამერიკული კინოაკადემიის ოსკარის ჯილდო ნომინაციაში საუკეთესო მამაკაცი მსახიობი. მისი ფილმებიდან აღსანიშნავია ადამიანი სპილოდრაკულაშემოდგომის ლეგენდებიდღის ნარჩენებიზოროს ნიღაბიმსოფლიოს უსწრაფესი ინდიანიგაყინული გულებინიქსონიგადატეხა და სხვ. ჰოპკინსი დაიბადა და გაიზარდა უელსში, ხოლო 2000 წლის 12 აპრილს მიიღო აშშ-ის მოქალაქეობა2003 წელს მას გაუხსნეს ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში. ოსკარის ჯილდოსთან ერთად, ჰოპკინსს მოგებული აქვს შემდეგი პრიზები: სამი ბრიტანული აკადემიის ფილმების ჯილდო, ორი ემიოქროს გლობუსი და სხვა.

ადრეული წლები.

ჰოპკინსი დაიბადა მარგამიშიპორტ ტალბოტიუელსი. მშობლები მურიელ ანი და რიჩარტ არტურ ჰოპკინსი - ხაბაზი. სკოლის პერიოდი ენტონისთვის იყო არანაყოფიერი. ცოტა ხნის შემდეგ იგი მიხვდა, რომ მას ქონდა ნიჭი ხელოვნებაში, როგორიცაა ხატვა,პიანინოზე დაკვრა და ა.შ. 1949 წელს მშობლების დაჟინებული თხოვნით ჩაირიცხა ჯოუნსის დასავლურ მონმაუზის ბიჭების სკოლაში პონტიპულში, უელსი. ჰოპკინსმა ჯოუნსის სკოლაში ისწავლა ხუთი სემესტრი, შემდეგ კი გააგრძელა სწავლა ქოუბრიჯის საშუალო სკოლაში, ქოუბრიჯი, უელსი.

15 წლის ასაკში ჰოპკინსი შეხვდა რიჩარდ ბარტონს. სწორედ მან შთააგონა და ხელი შეუწყობა ჰოპკინს მსახიობობაში. საბოლოოდ,1957 წელს, ჰოპკინსმა დაამთავრა მუსიკისა და დრამის სამეფო ვალიური კოლეჯი,კარდიფში, უელსი. ორწლიანი არმიაშიმსახურობის შემდეგ, იგი გაემგზავრა ლონდონში, სადაც დაიწყო მომზადება დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში.

კარიერა .

1965 წელს, რეპერტუარის შემდეგ, ჰოპკინსი შეამჩნია ლოურენს ოლივიემ, რომელმაც შესთავაზა მას ეროვნული სამეფო თეატრისწევრობა[7]. ჰოპკინსი რა თქმა უნდა დათანხმდა შემოთავაზებას, შემდეგ კი ოლივიერის შემცვლელიც კი გახდა.

მიუხედავად წარმატებისა თეატრში, ჰოპკინსი დაიღალა ერთი და იგივე როლების შესრულებით. მას ჰქონდა ლტოლვა კინომსახიობობისკენ. 1968 წელს მან განასახიერა რიჩარდ I ფილმში ლომი ზამთარში. მასთან ერთად ფილმში თამაშობდნენ პიტერ ო'ტულიქეთრინ ჰეპბერნი და ჯეიმს ბონდის ვარსკვლავი ტიმოტი დალტონი, რომელმაც განასახიერა საფრანგეთის მეფე ფილიპ II.

მიუხედავად თეატრში მიღწეული წარმატებებისა (აღსანიშნავია ეროვნულ თეატრში შესრულებეული ლამბერტ ლე როუქსის როლი დევიდ ჰეირისა და ჰოვარდ ბრენტონის სპეკტაკლში პრავდა, ასევე ენტონის როლი ენტონი და კლეოპატრაში ჯუდი დენჩთანერთად), იგი თანდათან ანებებდა თავს თეატრალურ მსახიობობას და გადადიოდა ტელე და კინო სამყაროში. მისი დებიუტი შედგა1967 წელს ბი-ბი-სის ტელეგადაცემაში – მწერი მის ყურში, სადაც მან ითამაშო მოკლე ეპიზოდში. ჰოპკინსის სატელევიზიო კარიერის პირველი ნაბიჯებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელია პიერ ბეზუხოვის როლი სატელევიზიო სერიალში ომი და მშვიდობა (1972), რომელიც გადაღებულია ლევ ტოლსტოის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ამის შემდეგ მას მოუწია შეგუება დიდ კარიერასთან, მრავალ ოვაციასა და მოგებულ ჯილდოებთან. ჰოპკინს მიანიჭესბრიტანული იმპერიის სარდლის წოდება 1987 წელს, ხოლო 1993 წელს რაინდ-ბაკალავრიის წოდება.[9][10] 1996 წელს ჰოპკინსი დააჯილდოეს საპატიო ამხანაგობისთვისუელსის უნივერსიტეტმალამპეტერი.

ჰოპკინსმა განაცხადა, რომ ველომრბოლელ ბერტ მონროს განსახიერება 2005 წლის ფილმში მსოფლიოს უსწრაფესი ინდიანი იყი ყველაზე სასიამოვნო და ადვილი როლი, რაც მას ოდესმე უთამაშია, რადგან მათ შორის საკმაო მსგავსება მოიძებნებოდა.

2006 წელს ჰოპკინსი გახდა ოქროს გლობუსის სესილ ბ. დემილის ჯილდოს მფლობელი სიცოცხლეში მიღწეული წარმატებებისთვის. 2008 წელს იგი დაჯილდოვდაბრიტანული აკადემიის ფილმების დაჯილდოების ამხანაგობის ჯილდოთი.

ჰოპკინსმა ხელი მოჰკიდა ოდინის განსახიერებისთვის მზადებას ფილმისთვის თორი, რომელიც იქნება მარველის კომიქსის ადაპტაცია და გამოვა 2011 წელს. 2010 წლის 24 თებერვალს გახდა ცნობილი, რომ ჰოპკინსი შეასრულს მთავარ როლს ზებუნებრივ თრილერში რიტუალი. იგი ითამაშებს მღვდელს, რომელიც არის "ეგზორციზმის ექპერტი და მისი მეთოდებიც არ არის აუცილებლად ტრადიციული".

ჰოპკინსის ყველაზე ცნობილი როლია კანიბალიზმის მიმდევარი სერიული მკვლელიჰანიბალ ლეკტერი, ფილმში კრავთა დუმილი, რისთვისაც ჰოპკინსმა მიიღო კინოაკადემიის ჯილდო მამაკაცის საუკეთესო როლისთვის 1992 წელს, ჯუდი ფოსტერთან ერთად, რომელმაც აიღო ჯილდო ქალის საუკეთესო როლისთვის. ფილმი ასევე დაჯილდოვდა ნომინაციებში საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო ადაპტირებული სცენარი. ეს არის ყველაზე მოკლე შესრულება, რომელმაც მიიღო ოსკარი. ჰოპკინსი გამოჩნდა ეკრანზე მხოლოდ 16 წუთის განმავლობაში. მან ხელახლა განასახიერა ლეკტერი ფილმებში ჰანიბალი და 

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1097 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები