ოთხშაბათი, 24.04.2024, 06:57
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » მაიკლ ფარადეი.
16:24
მაიკლ ფარადეი.
მაიკლ ფარადეი (Michael Faraday, FRS) (დ. 22 სექტემბერი1791 – გ.25 აგვისტო1867) — ინგლისელი ქიმიკოსი და ფიზიკოსი (ან ნატურფილოსოფოსი, იმდროინდელი ტერმინოლოგიით),
ლონდონელი მჭედლის ჯეიმს ფარადეის ოჯახში 1791 წლის 22 სექტემბერს დაიბადა მესამე შვილი მაიკლ ფარადეი. მომავალში გამოჩენილმა მეცნიერმა დაწყებითი სკოლა ვერ დაამთავრა. ოჯახის დუხჭირი ცხოვრების გამო მაიკლი იძულებული გახდა შეეწყვიტა სწავლა და წიგნების მკინძავის შეგირდი გამხდარიყო. მან ეს ხელობა ბრწყინვალედ აითვისა, მაგრამ წიგნები უფრო მეტად აინტერესებდა ვიდრე მათი კინძვა. ბევრს კითხულობდა, ამავე დროს ხშირად ესწრებოდა საჯარო ლექციებს, რაშიც მას ახალისებდა უფროსი ძმა რობერტი, რომელიც ფულს აძლევდა ლექციებზე შესასვლელი ბილეთებისა.
1812 წელს ფარადეიმ მოისმინა ცნობილი ინგლისელი ფიზიკოსისა და ქიმიკოსის ჰემფრი დევის ლექციების კურსი. დევისა და ფარადეის ურთიერთობების შედეგად, რაც ერთი წელი გაგრძელდა, დევიმ ფარადეი ლაბორანტად აიყვანა და ორწლიან მოგზაურობაში თან წაიყვანა. მოგზაურობის დროს მან გაიცნო გამოჩენილი ფიზიკოსები და ქიმიკოსები –ამპერი, გეი–ლუსაკი და სხვები.
პარველ ხანებში ფარადეი ქიმიაში მუშაობდა და მან 1824 წელს ქლორი გაათხევადა. ეს იყო პირველი თხევადი გაზიმსოფლიოში. ერთი წლის შემდეგ ფარადეიმ ბენზოლი მიიღო.
1824 წელს ფარადეი სამეფო საზოგადოების წევრი გახდა, ხოლო 1827 წელს პროფესორის კათედრა მიიღო.
1821 წელს ერსტედის აღმოჩენის გავლენით ფარადეიმ თავის დღიურში ჩაწერა ,,გადავაქციოთ მაგნეტიზმი ელექტრობად". ეს ფრაზა გახდა მისი კვლევის მეცნიერული პროგრამა ათი წლის განმავლობაში და 1831 წელს აღმოაჩინა ელექტრომაგნიტური ინდუქციის მოვლენა.
1833 წელი ფარადეის მეცნიერულ შემოქმედებაში აღსანიშნავია იმით, რომ მან დაიწყო შესანიშნავი ნაშრომი ,,ექსპერიმენტული გამოკვლევები ელექტრობაში", რომელიც ოცდამეათეჯერ 1855 წელს გამოიცა.
მაიკლ ფარადეი გარდაიცვალა 1867 წლის 25 აგვისტოს. მაიკლ ფარადეის პატივსაცემად, ელექტროტევადობის ერთეულს ფარადა უწოდეს.
კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1049 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები