ხუთშაბათი, 25.04.2024, 12:24
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » ჩარლზ დარვინი.
16:25
ჩარლზ დარვინი.
ნატურალისტი
ჩარლზ რობერტ დარვინი (ინგლ. Charles Robert Darwin); (დ. 12 თებერვალი1809შრუზბერი – გ. 19 აპრილი1882,დაუნილონდონის მახლობლად)— ინგლისელი ბუნებისმეტყველი და მოგზაური, რომელმაც შექმნა მოძღვრება ბუნებრივი გადარჩევის გზით ორგანიზმთა წარმოშობისა და განვითარების შესახებ.

კემბრიჯის უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დარვინმა გემ „ბიგლით" იმოგზაურა დედამიწის ირგვლივ (1831-1836). მოგზაურობის დროს ჩატარებულიბოტანიკური, ზოოლოგიური, პალეონტოლგიური, ანთროპოლოგიური, ეთნოგრაფიული, გეოლოგიური დაკვირვებების შედეგები მან გამოაქვეყნა წიგნში „ძიებათა დღიური" (1839, 1845). საკუთარი დაკვირვებებისა და დიდძალი ლიტერატურული მასალის შესწავლის საფუძველზე დარვინმა ჩამოაყალიბაევოლუციური თეორია, რომელიც სრული სახით არის გადმოცემული 1859 გამოქვეყნებულ წიგნში „სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით, ანუ უკეთ შეგუებული ჯიშების გადარჩენა სიცოცხლისათვის ბრძოლაში" (თეორიის პირველი მონახაზი — 1842, პირველი მოკლე პუბლიკაცია — 1858). დარვინმა ახსნა ისტორიული განვითარების პროცესში მცენარეთა და ცხოველთა სახეობების წარმოშობისა და გარდაქმნის მიზეზები და კანონზომიერებანი. მისი მოძღვრების თანახმად, ორგანიზმთა ახალი ფორმების წარმოქმნა ხდება გაურკვეველი მემკვიდრული ცვლილებების ბუნებრივი გადარჩევის გზით, რაც ბუნებაში განაპირობებს მიზანშეწონილებას (დარვინისგან დამოუკიდებლად, მსგავსი შეხედულებანი ჩამოაყალიბა ა. უოლესმა, მაგრამ თვითონვე სცნო დარვინის პრიორიტეტი). 

თავისი იდეები დარვინმა განავითარა უფრო გვიან გამოქვეყნებულ თხზულებებში. წიგნში „შინაური ცხოველებისა და კულტურული მცენარეების შეცვლა" (1868) მოცემულია როგორც ადამიანისათვის სასარგებლო მცენარეებისა და ცხოველების ხელოვნური გადარჩევით გამოყვანის კანონზომიერებები, ისე ევოლუციიის დამადასტურებელი დიდძალი მასალა ადამიანის მრავალსაუკუნოვანი პრაქტიკული საქმიანობიდან. ადამიანის წარმოშობის მატერიალისტური იდეა გატარებულია დარვინის წიგნში „ადამიანის წარმოშობა და სქესობრივი გადარჩევა" (1871). აგრეთვე ნაშრომში „ემოციების გამოხატვა ადამიანსა და ცხოველებში" ( 1872). დარვინს ეკუთვნის სხვა გამოკვლევებიც ზოოლოგიის, ბოტანიკის, გეოლოგიის და ნიადაგთმცოდნეობისსაკითხებზე. დარვინის იდეები მის სიცოცხლეშივე დამკვიდრდა მეცნიერაბაში და საფუძვლად დაედო მთელ თანამედროვე ბიოლოგიას.
კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1059 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები