პარასკევი, 29.03.2024, 09:09
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » ანტონიო გაუდი.
16:54
ანტონიო გაუდი.
Antoni Gaudi with signature.jpg
ანტონიო გაუდი ი კორნეტი (Antoni Gaudí i Cornet; *25 ივნისი1852რეესიტარაგონის მახლობლად ― გ. 10 ივნისი,1926ბარსელონა), კატალონიელი არქიტექტორი, ცნობილი მისი უნიკალური სტილითა და ზედმიწევნით ინდივიდუალისტური პროექტებით.

გაუდი დაიბადა ტარაგონას რეგიონში, კატალონია, 1852 წელს. ზუსტი დაბადების ადგილი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ დაბადებიდან მეორე დღეს ქალაქ რეუსში მონათლეს. მისი მშობლები ფრანსესკ გაუდი სერა და ანტონია კორნეტ ბერტრანი ლითონის მჭედლების ოჯახებიდან იყვნენ წარმოშობით.

ხუთი შვილიდან ყველაზე უმცროსი გაუდი ბავშვობაში თანატოლებთან თამაშს გაურბოდა იშიაზის გამო (ზოგიერთი ცნობით ხელის კიდურების ართრიტი ჰქონდა და თამაში არ შეეძლო). ავადმყოფობის გამო ფეხით იშვიათად დადიოდა და სახლიდან გასვლისას ვირით მგზავრობდა ხოლმე. შინ ხშირად ყოფნის გამო გაჩენილ თავისუფალ დროს ბუნებაზე დაკვირვებას უთმობდა. სწორედ ამ ფაქტს მიაწერენ მის მკვეთრად ჩამოყალიბებულ ბუნების დაკვირვებისა და ანალიზის უნარს.

ადრეული კარიერა .

გაუდის სამუშაო მაგიდა საგრადაში
ლე კაპრიჩო, კანტაბრია

ევროპაში ამ პერიოდში ნეოგოტიკური სტილი ყვაოდა და ახალგაზრდა გაუდი აღფრთოვანებით აკვირდებოდა ნეოგოტიკის ენთუზიასტების, ფრანგი არქიტექტორისა და მწერლის ვიოლე ლე დიუკის (XIX ს. გოტიკური ტაძრების უმნიშვნელოვანესი რესტავრატორი, მას ეკუთვნის პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენის პროექტი) და ინგლისელი კრიტიკოსის და ხელოვნებათმცოდნის ჯონ რასკინის, იდეებს. მათ მიერ გამოქვეყნებული დეკლარაცია "დეკორატიულობა — არქიტექტურის საწყისი" სრულიად შეესაბამებოდა გაუდის საკუთარ ჩანაფიქრებსა და წარმოდგენებს, რომელიც მის შემოქმედებაში მოგივანებით სრულიად განუმეორებელ იერს იძენს.

ადრეული შემოქმედების პერიოდში, რომელზეც გავლენას ბარსელონის არქიტექტურა და ასევე ესპანელი არქიტექტორიმარტორელი ახდენს, შენდება მისი პირველი, უხვად დეკორირებული, ადრეულ მოდერნთან დაკავშირებული, მისი პროექტები: "სტილისტური ტყუპები" - მორთული ვისენსის სახლი (ბარსელონა) და უჩვეულო "ელ კაპრიჩო" (კომილიასი, კანტაბრია); ასევე კომპრომისული ფსევდობაროკოს სტილის კალვეტის სახლი (ბარსელონა) - ერთადერთი შენობა, რომელიც მისი სიცოცხლის პერიოდში ქალაქელებმა მიიღეს და შეიყვარეს. ასევე რამდენიმე პროექტი მკაცრი გოტიკურ, თითქმის ციხე-კოშკისმაგვარ, სტილში: წმინდა ტერეზის მონასტრის სკოლა (ბარსელონა), ტანჟერში ფრანცისკანელების მისიის შენობის განუხორციელებელი პროექტი; ნეოგოტიკური საეპისკოპო სასახლე ქალაქ ასტროგში (კასტილია ი ლეონი), ბოტინესის სახლი (ლეონი).

თუმცა ახალგაზრდა არქიტექტორის ჩანაფიქრებისთვის გადამწყვეტი გამოდგა მისი შეხვედრა ეუსები გუელთან (Eusebi Guell Bacigalupi), რომელმაც მისი არჩევანი გაუდიზე შეაჩერა, თუმცა ამ უკანასკნელს ჯერ საკმარისი პროფესიული გამოცდილება არ ჰქონდა, და რომელიც მოგვიანებით მისი ახლო მეგობარი და მფარველი გახდა.

ამ ტექსტილის მაგნატს, კატალონიის უმდიდრეს ადამიანს, რომლისთვისაც ესთეტიკა უცხო არ იყო, შეეძლო საკუთარი თავისთვის ნებისმიერი ოცნების ასრულება, გაუდიმ კი ის მიიღო სანაცვლოდ, რაზეც ნებისმიერი ხელოვანი ოცნებობს — თვითგამოხატვის თავისუფლება ფასთაღრიცხვაზე შეხედვის აუცილებლობის გარეშე.

ანტონიომ გუელის ოჯახისთვის შეასრულა სააგარაკო სახლის პავილიონის პროექტი ბარსელონასთან; ღვინის სარდაფი გარაფში; გუელის კოლომის (სანტა კოლომა დე სერველიო) სამრეკლო და აკლდამა; ფანტასტიური პარკი გუელი (ბარსელონა).

სახლი მილა, ბარსელონა

მალე გაუდი გამოდის XIX საუკუნის ეკლექტიზმის ჩარჩოებში დომინირებული ისტორიული სტილების ზეგავლენიდან, ომს უცხადებს სწორ ხაზებს და სამუდამოდ სახლდება მრუდი ზედაპირების სამყაროში, საკუთარი, უშეცდომოდ ცნობადი სტილის ჩამოსაყალიბებლად.

ფაბრიკანტის სახლი ბარსელონაში "Palau Güell" - ნამდვილი სასახლე - იყო ხელოვანის საჩუქარი მეცენატისთვის. მისი დამთავრების შემდეგ გაუდი-ი-კორნეტი უკვე აღარ იყო უსახელო მშენებელი. პირიქით, ის მალე ყველაზე მოდური არქიტექტორი გახდა ბარსელონაში — "პრაქტიკულად ხელმიუწვდომი ფუფუნება". ბარსელონის ბურჟუაზიისთვის გაუდი აშენებდა ერთმანეთზე უჩვეულო სახლებს, რომელთაგან ყველაზე გამორჩეული ალბათ ეს ორია: სივრცე, რომელიც იბადება და ვითარდება, ფართოვდება და მოძრაობს, როგორც ცოცხალი მატერია — მილას სახლი; ცოცხალი მთრთოლვარე არსება, სიზმარეული ფანტაზიის ნაყოფი — ბატლოს სახლი.

შემკვეთებს, რომელბიც მზად იყვნენ მშენებლობაზე ნახევარი ქონება დაეხარჯათ, სწამდათ არქიტექტორის გენიალობის, რომელიც სრულიად ახალ გზას იკვლევდა არქიტექტურაში.

პროექტების ქრონოლოგია.

სახლი ვისენსი, 1885.
  • 1878–1879: ჩირაღდნები პლასა რეიალზე ბარსელონაში;
  • 1878: საგამოფენო სტენდი ხელთათმანების მწარმოებელი კომელასთვის. ამ ნამუშევრით, რომელიც პარიზის მსოფლიო ექსპოზიციაზე იყო გამოყენებული, არქიტექტორი ევსები გუელმა გაიცნო;
  • 1878–1882: რამდენიმე პროექტი ობრერა მატარონესტესთვის მატაროში. მათგან მხოლოდ მცირედი აშენდა, მაგრამ მათში აისახა გაუდის მიერ პარაბოლური თაღების გამოყენების პირველი მცდელობა, ჯერ ხის კონსტრუქციით.
  • 1883–1885: Casa Vicens;
  • 1883–1885: ვილა "El Capricho" სანდანდერში;
  • 1884: ფინკა გუელი: შესასვლელი პავილიონი და საჯინიბო პედრალბეს სასახლისთვის (პირველი დასრულებული შენობა ევსები გუელისთვის);
  • 1884–1891: საგრადა ფამილიას სარკოფაგის დასრულება (სარკოფაგი/სამარხი დაიწყო არქიტექტორმა ფრანცისკო დელ ვიარმა 1882 წელს, თუმცა მომდევნო წელს იძულებული იქნა მიეტოვებინდა);
  • 1885–1889: პალაუ გუელი;
  • 1887–1893: საეპისკოპო სასახლე ასტორგაში;
  • 1889–1894: Colegio Teresiano;
  • 1891–1893: საგრადა ფამილიას საძირკველის გარე კედლები;
  • 1892–1894: Casa de los Botines at León.
გაუდის დაუსრულებელი შედევრი - საგრადა ფამილია.

საგრადა ფამილია .

1891 წელს, როცა გაუდი 30 წლის იყო, წმინდა იოსების თაყვანისმცემელთა საზოგადოებამ შესთავაზა მას განეგრძო 1882 წელს დაწყებული წმინდა ოჯახის (საგრადა ფამილია) ტაძრის მშენებლობა, პროექტი, რომელსაც გაუდიმ შემდეგ მისი ბოლო 15 წელი დაუთმო.

გაუდი ოცნებობდა XX საუკუნის ტაძრის მშენებლობაზე, რომელშიც ის ხორცს შეასხამდა მთელ საკუთარ არქიტექტურულ ცოდნას, სარწმუნოების სიმბოლიკის რთულ სისტემასა და მისი საიდუმლოებების ვიზუალურ ახსნას. ეს ტაძარი მისთვის თავსმოხვეული იდეა გახდა. საკუთარ თავში განმარტოებული გაუდი სულ უფრო ექსცენტრიული ხდებოდა და დღითიდღე უფრო მეტად სჯეროდა საკუთარი მესიანური დანიშნულების; ცხოვრობდა საკუთარ განმარტოებულ სახელოსნოში, რომელიც სამშენებლო მოედანზე მდებარეობდა, და მხოლოდ დროდადრო გამოდიოდა "ქუდით ხელში" ტაძრის მშენებლობისთვის სახსრების მოსაზიდად (შემოწირულობები მშენებლობის ფინანსირების ერთადერთი წყარო იყო, ამიტომაც გრძელდებოდა ის ასე დიდ ხანს).

გაუდი ღრმა კათოლიკე იყო, იმდენად, რომ მის ბოლო წლებში სრულიად მიატოვა საერო სამსახური და ცხოვრებაკათოლიციზმსა და მის საგრადა ფამილიას მიუძღვნა. პროექტით ტაძარს 18 კოშკი უნდა ჰქონოდა, 12 თორმეტი მოციქულისთვის, 4 ოთხი ნათლისმცემლისთვის, ერთი მარიამისა და ერთი იესოსთვის. პროექტის დასრულება უდროოდ გარდაცვალების გამო ვერ მოასწრო. ვინაიდან წინასწარი მონახაზების გარეშე მხოლოდ საკუთარი წარმოსახვის საფუძველზე მუშაობდა, მისმა თანამშრომლებმა ტაძრის დასრლება ვერ მოახერხეს. ამჟამად საგრადა ფამილიას რესტავრაცია უკეთდება, თუმცა აშკარაა განსხვავება მის ნამუშევარსა და გვიანდელ დამატებას შორის. სწორედ ამ მუშაობის ამგვარი სტილის გამო შეარქვეს ესპანელებმა გაუდის "ღმერთის არქიტექტორი".



კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1825 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 1.0/1
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები