პარასკევი, 26.04.2024, 01:12
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » ანტონიო გაუდი.
16:55
ანტონიო გაუდი.

გვიანი წლები [რედაქტირება]

ტაძრის პროექტის დაწყებიდან მცირე ხანში მისი ოჯახის წევრები და მეგობრები ერთმანეთის მიყოლებით გარდაიცვალნენ. მისი პროექტების განხორციელება შენელდა. მისი ოჯახის ყველაზე ახლო წევრი, ძმისშვილი როზა ეგეა 1912 წელს გარდაიცვალა, ორ წელიწადში მას მიჰყვა მისი ერთგული თანამშრომელი ფრანსესკ ბერენგერ მესტრესი. ამ ორი ტრაგედიის შემდეგ ბარსელონაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა იწყება. ლა საგრადა ფამილიას მშენებლობა შენელდა, ხოლო ლა კოლონია გუელისა კი სრულიად შეწყდა. ოთხ წელიწადში ევსები გუელი, მისი პატრონი, გარდაიცვალა.

შესაძლოა მოვლენათა ამ სამწუხარო მიმდევრობის გამო შეიცვალა გაუდი. ის გაურბოდა ჟურნალისტებს და სურათის გადაღებაზე უარს აცხადებდა. კარჩაკეტილი გაუდი მხოლოდ მისი შედევრის განხორციელებით იყო დაკავებული.

1926 წლის 7 ივნისს ანტონიო გაუდის ტრამვაი დაეჯახა. მისი გაცვეთილი ტანსაცმლისა და ცარიელი ჯიბეების გამო ტაქსის მძღოლებმა არ ისურვეს მისი საავადმყოფოში გადაყვანა, იმის შიშით, რომ ის გადაყვანის თანხას ვერ გადაიხდიდა. საბოლოოდ საავადმყოფოში მიყვანისას დაშავებული ხელოვანი ვერავინ იცნო, სანამ მეორე დღეს მისმა მეგობრებმა არ იპოვეს იგი. უკეთეს საავადმყოფოში გადაყვანა გაუდიმ იუარა - "ჩემი ადგილი აქ არის, ღარიბებს შორის" უთქვამს მას. ის ხუთ დღეში, 1926 წლის 12 ივნისს გარდაიცვალა. მის სიკვდილს ნახევარი ბარსელონა გლოვობდა. შესაძლოა, სწორედ ამიტომ მისი დაკრძალვისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილი - მისი დაუსრულებელი შედევრი, ლა საგრადა ფამილია - შეირჩა.

სტილი .

გაუდისეული თაღი და სპირალისებური კიბე.

გაუდის პირველი ნამუშევრები გოტიკურ და ტრადიციულ ესპანურ არქიტექტურულ სტილშია შესრულებული, თუმცა ის მალევე ანვითარებს საკუთარ გამორჩეულ სკულპტურულ სტილს. ფრანგ არქიტექტორ იუჟინ ვიოე-ლე-დუკს, რომელიც გოტიკური არქიტექტურის ფორმებით მუშაობდა, დიდი გავლენა მოუხდენია გაუდიზე. თუმცა მოსწავლემ მასწავლებელ არქიტექტორს აჯობა და საკუთარი უკიდურესად ორიგინალური - არასწორხაზოვანი და ფანტასტიურად ჩახლართული - ფომები შექმნა. მის ზოგიერთ უდიდეს ნამუშევარს, განსაკუთრებით კი ლა საგრადა ფამილიას, თითქმის ჰალუცინაციური გავლენა აქვს მნახველზე.

გაუდიმ საკუთარ არქიტექტურაში ერთმანეთში შერწყა პარაბოლური თაღები და ჰიპერბოლოიდური კონსტრუქციები, ბუნების ორგანული ფორმები და წყლის მდინარება. შენობების პროექტირებისას ის ყურადღებას ამახვილებდა გრავიტაციის ძალაზე დაკათენოიდის პრინციპებზე (გაუდის მრავალი კონსტრუქცია თავდაღმაა შექმნილი ჯაჭვებზე ან ერთმანეთზე შეერთებულ თოკებზე სიმძიმეების დაკიდებით გრავიტაციის გამოყენებით კატენოიდების გამოთვლით ბუნებრივი სიმრუდის თაღის მისაღებად.

ტრენსადის ტექნიკის გამოყენებით გაუდი ხშირად ზედაპირებს დამსხვრეული ფილების საშუალებით რთავდა.

არქიტექორის შემოქმედებას არტ-ნუვო (მოდერნი) არქიტექტურას მიაწერენ, რომელიც თანამედროვე არქიტექტურის განმპრობებელი ადრეული სტადია იყო. თუმცა მის მიერ ორთოგონალური ხაზების ნაცვლად ბიომორფული ფორმების ათვისებამ მას საკუთარი, თვითმყოფადი კატეგორია მიანიჭა. მისი სტილი მოგვიანებით გამოძახილს პოულობს ავსტრიელ არქიტექტორ ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერში (1928-2000).

მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაოდ გენიოსად არის აღიარებული, არსებობს ჰიპოთეზა, რომ გაუდი ფერებს ვერ არჩევდა და მხოლოდ ჟოზეფ მარია ჟუჟოლთან (მასზე 27 წლით უმცროსი არქიტექტორი, რომელსაც გაუდი გენიოსს უწოდებდა) თანამშრომლობით შეძლო მან მისი გენიალური ნამუშევრების შექმნა.

მნიშვნელოვანი პროექტები .

პარკი გუელი, ბარსელონა

საინტერესო ფაქტები .

"სამხეცე" სახლის სახურავზე.
  • ბავშვობა გაუდიმ ზღვაზე გაატარა. შთაბეჭდილებები პირველ არქიტექტურულ გამოცდილებებზე მას მთელი ცხოვრება გაჰყვა. სწორედ ამიტომ თითქმის ყველა მისი შენობა ქვიშის კოშკებს ჰგავს.
  • რევმატიზმის გამო გაუდის ბავშვებთან თამაში არ შეეძლო, ამიტომ ხშირად მარტო რჩებოდა. მის ყურადღებას დიდი ხნით იპყრობდნენ ღრუბლები, ლოკოკინები, ყვავილები... მას სურდა ისევე ეშენებინა, როგორც ამას ბუნება აკეთებდა. საუკეთესო ინტერიერად ცა და ზღვა მიაჩნდა, ხოლო იდეალურ სკულპტურულ ფორმებად - ხე და ღრუბლები.
  • გაუდის ერთ თვალში ახლომხედველობა სჭირდა, მეორეში კი შორსმხედველობა, თუმცა სათვალეს არ ატარებდა, მისი თქმით "ძველი ბერძნები სათვალეს არ ატარებდნენ".
  • ქათმის კვერცხი მისთვის სრულყოფილების განსახიერება იყო და მისი ფენომენალური ბუნებრივი სიმყარის გამო ერთი პერიოდი ჯიბით დაჰქონდა უმი კვერცები, რომელსაც შემდეგ საუზმისთვის იყენებდა.
კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1673 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები