პარასკევი, 26.04.2024, 00:20
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » ალფონსო I (არაგონი).
17:10
ალფონსო I (არაგონი).

ალფონსო I (ესპ. Alfonso I) (1073/1074 - 8 სექტემბერი 1134არაგონის და ნავარის მეფე 1104 - 1134 წლებში. სანჩო Iს ვაჟი. იქორწინაურაკაკასტილიის დედოფალი, ალფონსო VIს ასული (1082 - 1126).

1114 წელს ალფონსომ აიღო ტულედუს ციხე და გახადა იგი არაგონელთა ფორპოსტი მდ. ერბოს აუზში. შემდეგ ფრანგი რაინდებისდახმარებით დაამარცხა არაბები და 7 თვიანი ალყის შემდეგ, 1118 წლის 18 დეკემბერს აიღო სარაგოსა - მთავარი მუსულმანური ქალაქი ჩრდილო ესპანეთში. ამის შემდეგ მას არაფერი არ უშლიდა ხელს, თავისი სამეფო სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ გაეფართოვებინა.

ალფონსომ დედაქალაქი სარაგოსაში გადაიტანა და 1120 წელს დაამარცხა არაბები კუტანდასთან1126 წელს მან მესამედ დაამარცხა არაბები არინსოლთანლუსენას მახლობლად და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს მიაღწია.

ამ პერიოდში მას მოუწია თავის ცოლთან - კასტილიის დედოფალთან ომი. 1127 წელს მან კასტილიაზე უარი თქვა თავისი გერისალფონსო VIIს სასარგებლოდ.

1134 წლის სექტემბერში მან წააგო ბრძოლა ფრაგასთან. იგი მალე ავად გახდა და მოკვდა. ვინაიდან მას არ ჰყავდა შვილები, მან სამეფო პალესტინურ რაინდულ ორდენებს უანდერძა.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 968 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები