ხუთშაბათი, 25.04.2024, 20:22
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » არანხუესის სამეფო სასახლე.ბურგოსის საკათედრო ტაძარი.ელჩეს პალმების ტყე.
17:17
არანხუესის სამეფო სასახლე.ბურგოსის საკათედრო ტაძარი.ელჩეს პალმების ტყე.

არანხუესის სამეფო სასახლე (ესპ. Palacio Real de Aranjuez) — ესპანეთის მეფეების ქალაქგარე რეზიდენცია. მდებარეობს მადრიდიდან სამხრეთით 48 კილომეტრზე. აშენებდნენ მთელი XVII საუკუნის განმავლობაში. ხელისუფლებაშიბურბონების მოსვლის შემდეგ ესპანეთის სამეფო კარის საზაფხულო რეზიდენცია გადაიტანეს ქალაქ სან-ილდეფონსოშიმდებარე ლა-გრანხას სასახლეში2001 წელს სასახლე შეიტანეს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

ბურგოსის კათედრალი (ესპ. Catedral de Burgos) - ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ესპანეთის ქალაქ ბურგოსში. საძირკველი ჩაეყარა 1221 წელს, როგორც კასტილიის საკათედრო ტაძარს. მშენებლობა დასრულდა XV-XVI სს. ტაძარი წარმოადგენს ესპანური გოთიკის ყველაზე უფრო ბრწყინვალე ძეგლს. მისი გიგანტური თაღედი გახდა ძირითადი ატრიბუტი ესპანურენოვანი მსოფლიოს მონასტრებისთვის (განსაკუთრებით სამხრეთ ამერიკაში).

ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1221 წლის 20 ივლისს, ყოფილი რომაული ტაძრის ადგილზე კასტილიის მეფის ფერდინანდ III-ის ბრძანებით.

1919 წელს ეკლესიაში დაასაფლავეს ესპანეთის ეროვნული გმირი, კასტილიელი რაინდი სიდ კამპეადორი და მისი მეუღლე დონია ხიმენა.

1984 წელს შეიტანეს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში (კრიტერიუმი:II, IV, VI).

ელჩეს პალმების ტყე (ესპ. Palmeral de ElcheკატPalmerar d'Elx) - ევროპაში ყველაზე მსხვილი პალმების კორომი. მდებარეობსესპანეთის პროვინცია ალიკანტეში. საერთო ფართობი, რომლის შემადგენლობაშიც შედის საქალაქო პარკი უერტო დელ კურა (Huerto del Cura) და სხვა ბაღები, 5,1 კმ². აქედან 1,5 კმ² მოქცეულია ქალაქ ელჩეს შემადგენლობაში.

კორომი შედგება 11 ათასზე მეტი პალმის ხისაგან, რომელთაგან იმეტესობას შეადგენს ფინიკის პალმა. ზოგიერთი მათგანის ასაკი 300 წლამდეა. უდიდეს პალმას ეწოდება "სისი" ავსტრიის იმპერატრიცას ელისაბედის საპატივსაცემოდ, იწონის 10 ტონას და არის 165 წლის.

კანონი პალმის ტყის დაცვის შესახებ პირველად მიიღეს რეკონკისტის შემდეგ. ტყე შედის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში (კატეგორია ii, v).


კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1265 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები