ხუთშაბათი, 28.03.2024, 22:58
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » ტიხრული მინანქარი.
17:44
ტიხრული მინანქარი.
ტიხრული მინანქარი — მინანქრით ლითონის დაფარვის ტექნოლოგია. უძველესი ნიმუშები გვხვდება ძველ ეგვიპტეში (ოქროსნაკეთობებში) და ჩინეთში, ასევე გვიანდელი პერიოდის რომში (ბრინჯაოზე).

ლითონის ფირფიტის მინანქრით მოწერის რამდენიმე ტექნოლოგია არსებობს. ე. წ. ამოღრმავებულ ლითონის ფირფიტაში მინანქრის ამოვსების ტექნოლოგია დასავლეთში XII საუკუნეში გავცელდა, მათ შორის ცნობილია სამი სკოლა: მაასის - მდინარე მაასის ველზე,ლოთარინგიაში (ოსტატები: გოდფრუა დე კლერი და ნიკოლოზ ვერდენელი), რაინისა - ცენტრი ქ. კიოლნი (ოსტატები: ბერები აილბერტუსი და ფრიდერიკუსი) და ლიმოჟისა - ცენტრი ქ. ლიმოჟისაფრანგეთი. გარდა ამოღრმავებულისა მინანქრით დაფარვის ტექნოლოგიებს შორის არსებობს კვეთილი, ფერწერული, ვიტრაჟული და ტიხრული.

ქართულ ხელოვნებაში უმთავრესად ტიხრული მინანქარია ცნობილი. ამოღრმავებული მინანქრის ერთადერთი ნიმუში, რომელიც ჯუმათის ეკლესიაში იყო დაცული, ამჟამად დაკარგულია. მინანქარს თვალსაჩინო ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში. იგი ისევე ფასობდა, როგორც ხუროთმოძღვრებაკედლის მხატვრობა და რელიეფური პლასტიკა. ამის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში ხახულის ხატზე შემორჩენილი მინანქრის რაოდენობა და შესრულების დონეა. ქართული ტიხრული მინანქრის კოლორიტი განსხვავდება სხვა (მაგ., ბიზანტიური) ქვეყნების ტიხრული მინანქრისგან. ქართული მინანქრის ფერებს შორის თავისებურია ე.წ. ღვინისფერი და გამჭვირვალე მწვანე.

მინანქრის დამუშავება.

კვეთილ ანუ გრავირებულ მინანქარში ლითონი იმდენად გამჭვირვალე მინანქრით არის დაფარული, რომ მის სიღრმეში კარგად მოჩანს გრავირებული ლითონის ზედაპირი. მინანქრის ეს ტექნიკა აღმოცენდა იტალიაში XIV საუკუნეში. ფერწერულ მინანქარიში ლითონის ნაკეთობა იფარება მინანქრის ფონით, რომელზედაც მინანქრიანი საღებავებით იხატება გამოსახულებები (XVII საუკუნიდან - ცეცხლგამძლე საღებავებით თეთრი მინანქრის ფონზე, ოქროზე, ვერცხლზე, სპილენძზე). XV-XVII საუკუნეებში ფერწერული მინანქარი უმთავრესად ლიმოჟში მზადდებოდა (მთავარი ოსტატი ნარდონ პენიკო, გარდაიცვალა 1542 ან 1543 წწ). XVI საუკუნეში მოხატულობას გრიზაილის წესით ასრულებდნენ (ერთტონიანი მოხატულობა - ღია ტონი მუქ ფონზე, რომელიც რელიეფის შთაბეჭდილებას ქმნის). მთავარი ოსტატები იყვნენ ლეონარ ლიმოზენი (გარდაიცვალა დაახლ. 1575 წ.), პიერ რეიმონი (გარდაიცვალა 1584 წ.).

რუსეთში ფერწერული მინანქარი XVII საუკუნის ბოლოდან განვითარდა, განსაკუთრებით სოლვიჩეგოდსკში (სტროგანოვების საოსტატოს ნაკეთობანი). XVIII-XIX საუკუნეებში ფერწერული მინანქრის ტექნიკა აყვავდა როსტოვში, სადაც ხატები მზადდებოდა. XVII საუკუნიდან ცნობილია კიევის ფერწერული მინანქარი.

XVII-XVIII საუკუნეებში ფართოდ გავრცელდა მომინანქრებული პორტრეტული მინიატურა, რომლის ცნობილი ოსტატები იყვნენ ჟან პეტიტო (1607-1691 წწ), შარლ ბუატი (1663-1727 წწ), რუსეთში გ. მუსიკიისკი (გარდაიცვალა დაახლ. 1737 წ-ს), ა. ოვსოვი (დდაბადებული 1678 წ-ს) და სხვ.

ხელოვნების ეს დარგი გამოიყენება როგორც საეკლესიო, ისე საერო დანიშნულების ნივთებშიც – სამკაულები, ტანსაცმლის აქსესუარები, მოსაპირკეთებელი ნივთები და სხვა. ყოველი მათგანი მრავლადაა შემკული სხვადასხვა ორნამენტით. ქართული ორნამენტების ძირითადი დანიშნულება კი ბნელი ძალებისგან დაცვა იყო. ორნამენტი სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელი იყო, რომელიც დასაბამს სავარაუდოდ წარმართულ ტრადიციებში იღებს. ხევსურეთში ყველაზე მეტ დამცავ ორნამენტს ქალებისა და ბავშვების ტანსაცმელზე ქარგავდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ისინი ყველაზე სუსტები იყვნენ. სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა სიმბოლოებს იყენებდნენ: ავი სულებისგან დასაცავად; ოჯახში სიმშვიდის შესანარჩუნებლად; ღამის დაძაბული სიზმრების ასარიდებლად; მელანქოლიისა და დეპრესიის გასაფანტავად და მრავალი სხვა. შესაბამისი ორნამენტის მუდმივად ტარება მათ ძალას მატებდა.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1060 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები