პარასკევი, 29.03.2024, 11:02
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » ანიმე.
17:47
ანიმე.

ანიმე (იაპონ. アニメ) წარმოიშვა ინგლისური სიტყვისგან „Animation" და იაპონურად ანიმაციას ნიშნავს. იაპონიისფარგლებს გარეთ, სიტყვა „ანიმე" ჩვეულებრივ გამოიყენება იაპონიაში შექმნილი ანიმაციიის აღსანიშნავად.

სხვა ქვეყნების ანიმაციური ფილმებისგან განსხვავებით, რომლებიც უმეტესად ბავშვებისთვის არის გათვლილი, ანიმეს გააჩნია თემების ფართო არჩევანი ყველა ასაკისათვის, რის გამოც მსოფლიოში მაღალი პოპულარობით სარგებლობს. მისი სიუჟეტები მოიცავს თითქმის ყველა ჟანრს, მაგრამ განსაკუთრებით პოპულარულია ფანტასტიკა და რომანტიულიკომედიები, და ხშირად დაფუძნებულია რომელიმე წიგნის, იაპონური კომიქსის — მანგას ან კომპიუტერული თამაშის — სიუჟეტზე. ანიმეს კიდევ ერთი და ხშირად მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მისი ხატვის სტილია. ამასთან ანიმე შეიძლება დახატული იყოს, როგორც ხელით, ასევე კომპიუტერით. ანიმე იქმნება როგორც სერიალების, სარეკლამო რგოლების, ვიდეოთამაშების, ისე სრული- ან მოკლემეტრაჟიანი ფილმების სახით და ფორმატის მიხედვით ვრცელდებატელევიზიითინტერნეტით, კინოთეატრებითა და DVD დისკებით.

ანიმეს XX საუკუნის დასაწყისში დაიბადა, როდესაც იაპონელმა რეჟისორებმა პირველი ექსპერიმენტები დაიწყეს დასავლეთიდან შემოტანილი ანიმაციის ხელოვნებაზე. [1]პირველი, დღეისთვის ცნობილი ანიმე, შეიქმნა 1907 წელს. ის წარმოადგენს მოკლე, სამწამიან ჩანახატს მეზღვაურ ბიჭზე.[2] თანდათან, ეს ხელოვნება დიდ პოპულარობას იძენს იაპონიაში, რადგან შეზღუდული ბიუჯეტის, სასურველი გადასაღები მოედნების მიუწვდომელობის და დასავლური სტილის მსახიობების ნაკლებობის პირობებში, რეჟისორებს უჭირდათ ისეთი კინოფილმების გადაღება, რომელთა სიუჟეტი იაპონიის ყოველდღიურ ცხოვრებას სცილდებოდა, ანიმაციის გამოყენებისას კი მხატვრებს დაანიმატორებს შეეძლოთ ნებიმიერი საჭირო სცენისა თუ პერსონაჟის შექმნა.[3]

თანამედროვე ანიმეს დამფუძნებლად ითვლება ოსამუ ტეძუკა (Osamu Tezuka), რომელიც ხშირად მოიხსენიება, როგორც „ლეგენდა" და „მანგას ღვთაება". ის იყო პირველი, ვინც გამოიყენა ნახატის სტილიზაციის დისნეის ხერხი, რომელშიც არაპროპორციულად დიდი თვალების საშუალებით პერსონაჟის ემოციების გადმოცემა ხდება.[4]

წლების განმავლობაში ანიმეს სიუჟეტები, რომლებიც თავიდან ბავშვებზე იყო გათვლილი, იხვეწებოდა და მათში განხილული პრობლემები რთულდებოდა. გაჩნდა ნამუშევრები, რომლებიც ხშირად უფრო მოზრდილებშიც სარგებლობდა პოპულარობით. განვითარებაში ანიმე ოდნავ ჩამორჩება მანგას, რომელიც მასზე რამდენიმე წლით ადრე გაჩნდა და იმ დროისთვის უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა იაპონიის მოსახლეობის ყველა ფენაში.

ამჟამად, ანიმე წარმოადგენს უნიკალურ კულტურულ ფენომენს, რომელშიც გაერთიანებულია, როგორც ანიმე ბავშვებისათვის (ჟანრი კოდომო) — ანიმე მის პირველად ფორმაში, ასევე უფრო რთული და სერიოზული ნაწარმოები, რომლებიც გათვლილია ბევრად უფროს აუდიტორიაზე (ჟანრები: შიონენი — ანიმე ბიჭებისათვის და შოუჯო — ანიმე გოგოებისათვის). ცალკე ჟანრადაა გამოყოფილი ჰენტაი — პორნოგრაფიული ხასიათის ანიმაციური ფილმები, და მისი განხრები — იური და იაოი, რომლებიც მოგვითხრობენ (ხშირად ეროტიული ელემენტების გარეშეც) მამაკაცებსა და ქალების შორის ურთიერთობებზე.

ეტიმოლოგია .

アニメーション (ɑnime:ɕoɴ) — კატაკანათი დაწერილი იაპონური ტერმინია ანიმაციის აღსანიშნავად. ეს ინგლისური ენიდან აღებული სიტყვა „Animation"-ის პირდაპირი ტრანსლიტერაციაა. ხშირად იგი შემოკლებულად ჩაიწერება როგორც アニメ (ɑnime), და რა თქმა უნდა, როგორც ყველა სხვა შემოკლება, ეს ვარიანტი იაპონიაში უფრო ხშირად გამოიყენება ვიდრე სიტყვის სრული ფორმა.

განსაზღვრება .

ტერმინ „ანიმეს" განსაზღვრება საკმაოდ ბუნდოვანია. იაპონიაში, მისი გამოყენება არ შემოიფარგლება რომელიმე სტილით თუ ადგილწარმოშობით და იგი ნებისმიერი ანიმირებული ფილმის აღსანიშნავად გამოიყენება. დანარჩენ მსოფლიოში, ის უმთავრესად მხოლოდ იაპონური წარმოების ანიმაციური ფილმებზე ლაპარაკისას გამოიყენება, ის ფილმები კი, რომლებიც თავისი სტილისტიკით გვანან იაპონელი რეჟისორების ნაწარმოებს, ხშირად მოიხსენიებიან როგორც „ანიმე-სტილის" ფილმებს.

საინფორმაციო მონაცემთა ბაზა AniDB სიტყვა „ანიმე"-ს ხსნის როგორც „იაპონური კომპანიის მიერ, იაპონური ბაზრისათვის შექმნილი პროფესიონალურად პროდიუსირებული ანიმირებული ფილმი", მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ ანიმეზე მუშაობისას იაპონელი რეჟისორები დასავლურ კომპანიებთან თანამშრომლობენ, და ასევე იმის, რომ უკანასკნელ დროს ბევრი ანიმე დასავლური ბაზარზეც გადის, ეს განსაზღვრებაც არც თუ ისე მართებულია.

სინონიმები.

იმის გამო, რომ საქართველოში ანიმე-ფენდომმა[5] სულ რამდენიმე წლის წინ დაიწყო ჩამოყალიბება, ქართულ ენაში იაპონური ანიმაციის აღსანიშნავად გამოიყენება მხოლოდ ერთი სიტყვა — „ანიმე". მაგრამ მსოფლიოში, განსაკუთრებით 19701990 წლებში ხშირად გამოიყენებოდა ტერმინი „Japanimation", რომელსაც აქამდე იყენებენ იაპონიაში ადგილობრივი წარმოების ანიმაციის აღსანიშნავად.

უკანასკნელ წლებში, განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებში, ანიმე ხშირად მოიხსენიება როგორც „მანგა". ამის შესაძლო მიზეზი არის ის, რომ იაპონიაში ტერმინი „მანგა"გამოიყენება, როგორც ანიმირებული პრდუქციასთან, ასევე კომიქსთან მიმართებაში, თუმცა დანარჩენ მსოფლიოში „მანგა" ტრადიციულად „იაპონური კომიქსის" მნიშვნელობით გამოიყენება. მეორე შესაძლო მიზეზია — ბრიტანულ და ამერიკულ ბაზარზე ანიმეს უმსხვილესი გამავრცელებლის, „Manga Entertainment"-ის დასახელება.

იაპონური ანიმაცია სხვა ქვეყნების ანიმაციისაგან პირველ რიგში სიუჟეტის ღრმა დამუშავებითა და შესრულების მაღალი ხარისხით განსხვავდება [6]. ანიმეს უდიდესი ნაწილი იქმნება აუდიტორიის კონკრეტული ფენის მოთხოვნების გათვალისწინებით. დაყოფის კრიტერიუმებში შეიძლება შედიოდეს, როგორც მაყურებლის სქესი და ასაკი, ასევე მისი ფსიქოლოგიური ტიპი. ამ გზით არჩეული მეტაჟანრი შემდგომში გავლენას ახდენს ნაწარმოების სიუჟეტზე, იდეებზე და შესრულების სტილზეც კი.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1032 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები