ოთხშაბათი, 24.04.2024, 14:34
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » ვიბორგის ბიბლიოთეკა.
17:52
ვიბორგის ბიბლიოთეკა.
ვიბორგის საქალაქო ბიბლიოთეკა — ფინელი არქიტექტორი ალვარ აალტოს მსოფლიოში აღიარებული პროექტი ქალაქვიბორგშირუსეთი (ფინეთის მმართველობის პერიოდში ქალაქს ერქვა ვიიპური). ბიბლიოთეკა აშენდა 1933-35 წლებში და "რეგიონალური მოდერნიზმის პირველ მანიფესტად"[1] იქნა შერაცხული დიდი აუდიტორიის დაკიდული ტალღოვანი ჭერის გამო.

აალტოს პროექტი ძირფესვიანად შეიცვალა თავდაპირველი 1927 წლის არქიტექტურული კონკურსის დიზაინიდან, რომელიცკლასიკურ სტილში იყო, ჯერ მკაცრ ფუნქიონალისტურ შენობად, რვა წლის შემდეგ კი წმინდა მოდერნისტულ სტილში გადაიზარდა. ისეთი არქიტექტურული გადაწყვეტა, როგორიცაა თავისუფალი ფორმის ჭერი მასში ჩაშენებული ცილინდრული ფანჯრებით, რომელიც პირველად ვიიპურიში გამოსცადა, მომავალში ხშირად გამეორდა აალტოს ნამუშევრებში. აალტო განსხვავდებოდა მოდერნისტ არქიტექტორთა პირველი თაობისგან (როგორებიცაა ვალტერ გროპიუსიდა ლე კორბუზიე) მისი ბუნებრივი მასალის მიმართ კეთილგანწყობით: მის პროექტებში "ხე პირველად იყო შემოღებული ცივი რკინა-ბეტონის, თეთრი ბათქაშისა და მინის მოდერნისტულ გარემოში.[2]

მეორე მსოფლიო ომი გარდატეხის პერიოდი იყო არა მხოლოდ ბიბლიოთეკის, არამედ თავად ვიბორგისთვისას - ამ პერიოდში ის საბჭოთა მმართველობაში გადავიდა. ომის დროს შენობა მძიმედ დაზიანდა, ხოლო შენობის აღდგენის საბჭოთა ხელმძღვანელობის მიერ შემოთავაზებული გეგმა არასდროს განხორციელებულა.[3] შენობა უკაცრიელი იდგა ათწლეულის განმავლობაში, რამაც კიდევ უფრო დააზიანა იგი - ტალღოვანი აუდიტორიის ჭერი მთლიანად განადგურდა. 1050-იან წლებში შენობის აღდგენის ახალი პროექტები დაისახა, მათ შორის სტალინისტურ კლასიკურ სტილში, რაც ტიპიური იყო იმ დროის საბჭოთა არქიტექტურისთვის, არქიტექტორ ალექსანდრე შვერის მიერ.

მთავრობაში მიხეილ გორბაჩოვის მოსვლამდე ვიბორგში დასავლეთიდან თითქმის არავინ ჩასულა და ბიბლიოთეკის შენობის მდგომარეობაზე ზუსტი ინფორმაცია არ არსებობდა. შენობა ამჟამად რუსეთის ფედერაციის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. რუსეთისა და ფინეთის სპეციალური ერთობლივი კომიტეტები შენობის რეკონსტრუქციაზე მუშაობენ, თუმცა პროგრესი ჯერჯერობით უმნიშვნელოა. აღდგენით სამუშაოებს უძღვება ალვარ აალტოს აკადემია, არქიტექტორ ტაპანი მუსტონენის ხელმძღვანელობით. 2006 წლისთვის შენობის ფასადი, სახურავი და განათება აღდგა და მუშაობა ინტერიერზე მიმდინარეობს. აუდიტორიის დაკიდული ტალღოვანი ჭერის აღდგენა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1267 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები