ოთხშაბათი, 24.04.2024, 21:52
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » დიდი გამოფენა (ლონდონი).
17:58
დიდი გამოფენა (ლონდონი).

დიდი გამოფენა (Great Exhibition, ასევე ცნობილი როგორც Crystal Palace Exhibition) იყო საერთაშორისო გამოფენა, რომელიც ჩატარდა ჰაიდ-პარკშილონდონი1851 წლის 1 მაისიდან 15 ოქტომბრამდე და პირველი იყო მსოფლიო კულტურული და ინდუსტრიული მიღწევების ექსპოზიციათა სერიაში — ერთობ პოპულარული ღონისძიება მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში.

საერთაშორისო ინდუსტრის მიღწევათა დიდი გამოფენის ორგანიზატორები იყვნენ პრინცი ალბერტიჰენრი კოულიფრენსის ფულერი და სამეფო აკადემიის სხვა წევრები, ხელოვნების, წარმოებისა და კომერციის წახალისების მიზნით, და თანამედროვე ინდუსტრიული ტექნოლოგიისა და დიზაინის მიღწევების აღსანიშნავად. კრიტიკოსთა შეხედულებით დიდი გამოფენა 1844 წელს საფრანგეთის ინდუსტრიული ექსპოზიციისუაღრესად დიდი წარმატების გამოძახილი იყო.

გამოფენის მოსაწყობად სპეციალური შენობა, მეტსახელით "ბროლის სასახლე", დააპროექტა ჯოზეფ პაქსტონმა (სტრუქტურული ინჟინერი ჩარლზ ფოქსის დახმარებით). არქიტექტურულად საკმაოდ გაბედული შენობა პაქსტონის მიერ დევონშირის გრაფისთვის ზამთრის ბაღის პროექტის გამოცდილებით შეიქმნა ლითონის ჩონჩხითა და მინით, რომელიც ბირმინგემსა და სმეტნიკში დამზადდა, რასაც უდიდესი წარმატება ხვდა წილად. მასიური მინის შენობა 563 მ იყო სიგრძეში და 138 მ სიგანეში და სულ რაღაც ცხრა თვეში დასრულდა. შენობა მოგვიანებით გადაიტანეს სიდენჰემში, სამხრეთ ლონდონი.

დიდი გამოფენა ფინანსურად მომგებიანი აღმოჩნდა, ამონაგებმა £186,000 შეადგინა, რაც ვიქტორიისა და ალბერტის მუზეუმისმეცნიერების მუზეუმისა და ბუნების ისტორიის მუზეუმების დაარსებისთვის გამოიყენეს. ეს მუზეუმები გამოფენის სამხრეთით ააგეს, იმპერიული ინსტიტუტის გვერდით - ამ ადგილს შემდეგ ალბერტოპოლისი დაერქვა.

გამოფენას ურთიერთწინააღმდეგობრივი რეაქცია ჰქონდა საზოგადოებაში. ზოგი შიშობდა, რომ დამთვალიერებელთა დიდი მასა შეიძლება რევოლუციურ ბრბოში გადაზრდილიყო, მაშინ როცა ისეთი რადიკალები, როგორც კარლ მარქსი, მას ნივთების მიმართ კაპიტალისტური ფეტიშიზმის განსახიერებად თვლიდნენ. დღეს დიდი გამოფენა ვიქტორიანული ერისსიმბოლოდ ითვლება და მისი სქელტანიანი კატალოგი მაღალი ვიქტორიანული დიზაინის პირველადი წყაროა.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 945 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები