შაბათი, 20.04.2024, 15:05
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » ლუიზიანის შესყიდვის ექსპოზიცია.
18:06
ლუიზიანის შესყიდვის ექსპოზიცია.
ლუიზიანის შესყიდვის ექსპოზიცია, უკეთ ცნობილი როგორც სენტ-ლუისის მსოფლიო გამოფენა (ინგლ. Louisiana Purchase Exposition, ან Saint Louis World's Fair), საერთაშორისო ექსპოზიცია ჩატარებული 1904 წელს სენტ-ლუისშიმისურიაშშ.

1904 წელს სენ-ლუისმა უმასპინძლა მსოფლიოს საერთაშორისო გამოფენაზე. ექსპოზცია ლუიზიანის შესყიდვის (1803) ასი წლისთავის აღსანიშნავად ჩატარდა. ის ერთი წლით გვიან, 1904 წლის 30 აპრილს გაიხსნა და 1 დეკემბრამდე გასტანა. აღსანიშნავია, რომ სენტ-ლუისში ყოველწლიური ექსპოზიცია 1884 წლიდან ტარდებოდა, სადაც სასოფლო-სამეურნეო და მეცნიერეული მიღწევების აღნიშვნა ხდებოდა, თუმცა 1904 წელს მსოფლიო გამოფენის გამო იგი არ გადაიდო.

გამოფენისთვის გამოყოფილი 4,9კმ² ფართი, რომლის დიზაინი ჯორჯ კელსერმა გადაწყვიტა, ამჟამად ფორესტ-პარკსა დავაშინგტონის უნივერსიტეტის კამპუსს უჭირავს, და უდიდესი გამოფენა იყო ამ დრომდე. 1500 შენობა-ნაგებობა ერთმანეთთან 120 კმ საავტომობილო და საფეხმავლო გზებით იყო დაკავშირებული. ამბობდნენ, რომ შეუძლებელი იყო ყველაფრის ზერელედ დანახვაც კი ერთი კვირის განმავლობაში. მხოლოდ სოფლის მეურნეობის სასახლეს 324.000 მ² ფართი ეჭირა.

გამოფენაზე მონაწილეობა 62 უცხო ქვეყანამ, აშშ-ის მთავრობამ და მაშინდელი 45 შტატიდან 43-მა მიიღო. მონაწილეთა შორის იყო საწარმოები, ქალაქები, კერძო ორგანიზაციები და კორპორაციები, თეატრალური დასები და სამუსიკო სკოლები. ზოგი მათგანი რეკლამის ხასიათს ატარებდა, ზოგი შემეცნებით-საგანმანათლებლო, ზოგიც პროპაგანდის, ხოლო ზოგიერთი კი მხოლოდ გასართობს.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 921 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები