პარასკევი, 19.04.2024, 03:44
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » უნივერსალური ექსპოზიცია (1900).
18:09
უნივერსალური ექსპოზიცია (1900).

1900 წლის მსოფლიოს უნივერსალური ექსპოზიცია (Exposition Universelle) — მსოფლიო გამოფენა ჩატარებული პარიზშისაფრანგეთი, გასული საუკუნის უმნიშვნელოვანესი მიღწევების აღსანიშნავად და მომავალი საუკუნის განვითარების დასაჩქარებლად. ექსპოზიცია 50 მილიონზე მეტმა ადამიანმა მოინახულა (იმ დროის მსოფლიო რეკორდ), თუმცა ორგანიზატორებისთვის მომგებიანი არ ყოფილა და საფრანგეთის მთავრობას 2 მილიონი ფრანკი დაუჯდა. ექსპოზიციაზე 76.000 საგამოფენო სტენდი იყო და 1,12 კვ. კმ ფართობი ეჭირა.

ამ ექსპოზიციაზე მოხდა პირველად ხმოვანი კინოსა და ესკალატორის პრეზენტაცია. აქვე გამოფენილი იყო პანორამების და პანორამული ტექნოლოგიების დიდი რაოდენობა, როგორიცაა სინეორამა, მარეორამა და ტრანს-ციმბირული რკინიგზის პანორამა.

ექსპოზიცია გრძელდებოდა 14 აპრილიდან 10 ნოემბრამდე. სპეციალურმა კომიტეტმა გუსტავ ეიფელისხელმძღვანელობით ოქროს მედალი მიანიჭა ლავრ პროსკურიაკოვის პროექტს ენისეის ხიდისთვისკრასნოიარსკში.

სპეციალურად ექსპოზიციისთვის აგებულ იქნა პარიზის მრავალი დღეისთვის ღირშესანიშნავი შენობა-ნაგებობა, მათ შორის ლიონის სადგური, ორსეს სადგური (ამჟამად ორსეის მუზეუმი), ალექსანდრე III-ის ხიდიგრან პალე,ლა რუში, და პეტი პალე.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 944 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები