პარასკევი, 29.03.2024, 02:47
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » აბრაამი.
19:15
აბრაამი.

აბრაამიაბრამი ებრაელთა მითური მამამთავარი. ბიბლიური ტრადიცია (მოსეს I წიგნი, XI-XXV თავები) აბრაამის სამშობლოდ მიიჩნევს ურს, საიდანაც იგი ახლობლებს ქ. ხარანში გადაუყვანიათ. აბრაამმა პირველმა აღიარა ერთღმერთობა, რის გამოც წარმართი თანამემამულენი სდევნიდნენ. მან დატოვა სამშობლო და უფლის "აღთქმულ ქვეყანაში" - ქანაანში (პალესტინა) გადასახლდა. იცოცხლა 175 წელი. ბიბლიის მკვლევართა აზრით, აბრაამი მესოპოტამიიდან (დაახლოებით ძვ. წ. XIX ს.) ქანაანში გადასახლებული ებრაული ტომის მითოლოგიის განსახიერებაა, ხოლო მისი ცხოვრების ამბავი - ახალ ქვეყანაში გადასახლებული ტომის ისტორია. ყურანში აბრაამი (იბრაჰიმი) მიჩნეულია ებრაელთა და არაბთა საერთო წინაპრად, მაჰმადის ერთ-ერთი წინამორბედად.
აბრაამი (ებრ. אַבְרָהָם. არაბ. : ابراهيم, ibrahimi). დაახ. 2000 ძვ.წ. ძველი სამყაროს პატრიარქი, მოხსენებული ძველ აღთქმაში დაყურანში. წმინდა მამამთავარი ებრაელებისთვისქრისტიანებისთვის და მაჰმადიანებისთვის. თავდაპირველად მისი სახელი იყო აბრამი. აბრაამი იყო ტერას მესამე ვაჟი და ნაჰორის შვილიშვილი. ნოეს შვილის - სემის შთამომავალი.

წარმოშობა .

აბრაამი და მისი ოჯახი წარმოშობით იყვნენ ურიდან, ძველი შუმერული ქალაქიდან (Ur, იგივე ქ. Tell Muqqayyar სამხრეთერაყში). შემდგომ აბრაამი გადასახლდა ჰარანში (კარე, Carrhae). შემდგომ, აბრაამი, მისი მეუღლე სარაი, ძმისშვილი ლოტი და ახლობლები გადასახლდნენ ქანაანში (გამ. 12). ღმერთმა აბრაამს აუწყა გადასახლებულიყო ახალ მიწაზე, სადაც ის მიიღებდა კურთხევას და დააფუძნებდა დიად ერს (აბრაამს იმ დროისთვის ჯერ კიდევ არ ჰყავდა შვილი). აბრაამმა ირწმუნა ღმერთის დაპირება და დაიწყო თავისი მოგზაურობა სამხრეთით, შეხემისკენ. ბეთელის და აის შორის აბრაამმა ააგო საკურთხეველი.

სარაი და ფარაონი.

მოგვიანებით, შიმშილისგან თავის დასაღწევად აბრაამი ოჯახთან ერთად გადასახლდა ეგვიპტეში. ოჯახის უსაფრთხოებისთვის აბრაამმა თავისი ულამაზესი ცოლი სარაიფილისტინების მეფე გერარს და ეგვიპტის ფარაონს გააცნო როგორც და. მიუხედავათ ამისა, ფარაონმა სარაი თავის სამეფო ჰარემში წაიყვანა. ამისთვის ღმერთმა ეგვიპტეს თავს დაატეხა საშინელი უბედურებები. აბრაამი და მისი ოჯახი შემდეგ აიში დაბრუნდნენ. უთანხმოების გამო ლოტი გამოეყო აბრაამს და დასახლდა მდინარე იორდანესსამხრეთ ნაყოფიერ მიწაზე. აბრაამი კი გადასახლდა მემრეს მუხებთან, ჰებრონში, სადაც ღმერთის კვლავ გამოცხადების და დანაპირების დამოწმების შემდეგსაკურთხეველი ააშენა.

ქედორლაომერი და მელქისედეკი .

რამოდენიმე წლის შემდეგ ლოტი ტყვედ აიყვამა ქედორლაომერმა, რომელიც იმ დროს თავის მოკავშირეებთან ერთად სოდომის მეფეს ეომებოდა. აბრაამი და მისი საახლობლო დაედევნა მტერს და დაამარცხა დანთან, იორდანეს წყაროების მახლობლად. აბრაამმა ლოტთან ერთად დაიბრუნა წართმეული მიწები. უკანა გზაზე აბრაამმა გაიარა ქალაქი სალემი (სავარაუდოდ დღევანდელი იერუსალემი) სადაც ქალაქის მეფემ და მღვდელმთავარმა მელქისედეკმა მას საზეიმო დახვედრა მოუწყო და პური და ღვინო მიაგება.

იშმაელის დაბადება .

ღმერთი კვლავ გამოეცხადა აბრაამს და დაპირდა, რომ ის დაეუფლებოდა ქანაანის მიწებს და მისი შთამომავლობა იქნებოდა ვარსკვლავებივით მრავალრიცხოვანი. მაგრამ, რადგან სარაი ვერ ფეხმძიმდებოდა დანაპირების შესრულება შეუძლებელი სჩანდა. სარაიმ, თანახმად ჩვეულებისა აბრაამს ცოლად მისცა თავისი ხელქვეითი ჰაგარი, რომელიც მალე დაფეხმძიმდა. თუმც, სარაი ფეხმძიმე ჰაგარის უხეშად ექცეოდა და აიძულა სახლიდან გაქცეულიყო. ღმერთმა ჰაგარს აღუთქვა, რომ მას მრავალი შთამომავალი ეყოლებოდა. ჰაგარს შეეძინა იშმაელი, რომელიც აბრაამის პირველი შვილი იყო.

აღთქმა .

99 წლის ასაკში აბრამს უფალი გამოეცხადა და ახალი სახელი - აბრაამი უწოდა. სარაის კი – სარა. ღმერთმა აბრაამს კვლავ მისცა აღთქმა, რომ მას და სარას ეყოლებოდათ ურიცხვი შთამომავლები. ღმერთმა აბრაამს ასევე აღუთქვა, რომ იშმაელი გახდებოდა დიდი ერის დამაარსებელი. აღთქმა აბრაამა წინადაცვეთით დაამოწმა (დაბ. 17:11-14, ). იმავე დღეს აბრაამმა წინადაცვეთა თავისი შვილი იშმაელი და თავისი სახლის მამაკაცები (წინდაცვეთის წესი დღმედე არსებობს ისრაელში და მუსლიმანურ ქვეყნებში). სარას კი სიცილს გვრიდა აღთქმული შვილის გაჩენის შესაძლებლობა, რადგან უკვე ხანში იყო შესული. მიუხედავათ ამისა, სარას მაინც ეყოლა ვაჟი, რომელსაც დაარქვესისააკი, ანუ ”აღთქმის შვილი” (დაბ. 18:1-15, ).

სოდომი და გომორა .

სოდომის და გომორას მცხოვრებლების უმძიმესი ცოდვებისთვის ღვთის რისხვა დაატყდა თავს. აბრაამს უფლის სამი ანგელოზი გამოეცხადა, რომელთაც ამცნეს ღვთის განგება. აბრაამმა ანგელოზებს სთხოვა, რომ არ გაენადგურებინათ ქალაქები, თუ 50 მართალ ადამიანს მაინც იპოვნიდნენ. აბრაამმა ამდენი ადამიანი ვერ მოიძია და რიცხვი ათამდე დაიყვანა, თუმც ამაოდ – ქალაქში მხოლოდ 3 წესიერი ადამიანი აღმოჩნდა – ლოტი და მისი ორი ქალიშვილი. ღმერთის ნებით სამივე უვნებლად გავიდნენქალაქიდან, ხოლო სოდომი და გომორა სრულიად განადგურდნენ.

სარა და აბიმელექი .

სარას დაფეხმძიმების შემდეგ აბრაამმა დატოვა მამრე და წავიდა სამხრეთით ქ. გერარში, სადაც მეფობდა აბიმელექი. სარას წართმევის შიშით აბრაამმა ის აქაც თავის დად გამოაცხადა. აბიმელექმა სარა თავის სასახლეში წაიყვანა და მასზე დაქორწინებას აპირებდა, მაგრამ ღმერთმა საიდუმლო გაუმხილა. აბიმელექმა სარა უხვად დაასაჩუქრა და აბრაამთან დააბრუნა.

ბეერშება .

ცოტა ხნის შემდეგ აბრაამთან კავშირის დასადებად თვითონ აბიმელექი მივიდა. აბრაამა მას 7 კრავი აჩუქა იმის დასამოწმებლად, რომ ჭა, რომელიც მან გათხარა მისივესაკუთრებაში დარჩენილიყო. შეთანხმების აღსანიშნავად იმ ადგილს უწოდეს ბეერ-შება, ანუ ”ფიცის ჭა”.

ისააკის მსხვერპლთშეწირვა .

ისააკის შეწირვა, რემბრანდტი

უფალს უნდოდა გამოეცადა აბრაამის რწმენის ძალა და მას აღთქმული შვილის ისააკის შეწირვა მოსთხოვა მორიას მთაზე. აბრაამს მახვილი ჰქონდა აღმართული ისააკის დასაკლავად, როდესაც მას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და შეაჩერა (დაბ. 22:11-12). მის სანაცვლოდ აბრაამა ცხვარი დაკლა და შეწირა. უფალმა კი აკურთხა აბრაამი: ”კურთხევით გაკურთხო შენ და განმრავლებით განვამრავლო ნათესავი შენი, ვითარ-ცა ვარსკულავნი ცისანი და ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსკიდისაჲ. და დაიმკჳდროს ნათესავმან შენმან ქალაქები იგი მტერთა. და იკურთხეოდიან შენდა მომართ და ნათესავისა შენისა მომართ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი, ამისთჳს რამეთუ ისმინე ჴმისა ჩემისა.” (დაბ. 22:16-18).

სარას აღსასრული .

სარა 127 წლის ასაკში გარდაიცვალა. აბრაამმა ჰებრონში ხეთ ეფრონისგან გამოქვაბული იყიდა და იქ დაასაფლავა თავისი მეუღლე.

ისააკის და რებეკას ქორწილი .

აბრაამს არ უნდოდა, რომ ქანაანელებთან დანათესავებულიყო და ისააკის საცოლეს შესარჩევად მსახური გაგზავნა ჩრდილოეთმესოპოტამიაში. ხანგრძლივი მოგზაურობით დაღლილ მსახურს შემთხვევით გზად შეეგება ერთი კეთილშობილი ქალიშვილი, რომელიც აბრაამის შორეული ნათესავი აღმოჩნდა. ოჯახთა მოლაპარაკების შემდეგ რებეკა ცოლად გააყოლეს ისააკს (დაბ. 24:67).



კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1380 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები