პარასკევი, 19.04.2024, 20:45
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » აბრაამი.
19:16
აბრაამი.

აბრაამის უკანასკნელი წლები .

ხნიერმა აბრაამმა ცოლად შეირთო კეტურა, რომელთანაც მას რამოდენიმე ვაჟი შეეძინა, რომლებიც, შემდგომში, ისმაელის მსგავსად არაბ ტომთა მამამთავრები გახდნენ. აბრაამი გარდაიცვალა 175 წ. ასაკში. ისააკმა და ისმაილმა აბრაამი ჰებრონისგამქვაბულში, სარას გვერდით დაასაფლავეს.

აბრაამი ახალ აღთქმაში .

აბრაამის წიაღი, XVII ს. ხატი

ახალ აღთქმაში აბრაამი, მოსესთან ერთად ყველაზე ხშირად არის მოხსენებული. მათე მახარობელი იესო ქრისტეს მოიხსენებს, როგორც ”დავითის ძეს და აბრაამის ძეს” (მათ.1.1). ქრისტიანული ტრადიცია ქრისტეს დაბადებას მიიჩნევს აბრაამის აღთქმის აღსრულებად. ქრისტე ფარისევლებს ამხელს და ეუბნება, რომ ისინი მხოლოდ ხორციელად ენათესავებიან აბრაამს, ხოლო სულიერად მას უარყოფენ, რადგან არ იცავენ მცნებებს. განრისხებულ ფარისევლებს ქრისტე ეუბნება ”სანამ აბრაამი იქნებოდა, მე ვარ”, რითაც ამტკიცებს თავის მარადიულ არსებობას. მართალი ხალხი, გარდაცვალების შემდეგ აბრაამის წიაღში განისვენებენ (ლუკ.16:22). მებაჟე ზაქესთან სტუმრად მისული ქრისტე ამბობს: ”დღეს იქმნა ცხორებაჲ სახლისაჲ ამის, რამეთუ ესეცა შვილი აბრაჰამისი არს” (ლუკ.19:9). თავის ეპისტოლეში წმ. პავლე მოციქული წერს, რომ აბრაამის მხოლოდ სისხლით ნათესავობა არაა საკმარისი და ვერ დაიხსნის ადამიანებს ღვთის რისხვისგან; მთავარია ღვთის რწმენა: ”არა თუ შვილნი ჴორცთანი ესენი არიან შვილ ღმრთის, არამედ შვილნი იგი აღთქუმისანი შერაცხილ არიან ნათესავად” (რომ.9:7-8). წმ. მოციქული იაკობი აბრაამის რწმენაზე მიგვითითებს და მოგვიწოდებს, რომ რწმენა საქმეს გარეშე მკვდარია: ”ვითარცა ჴორცნი თჳნიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა მკუდარ არს.” (იაკ.2:26). მართლმადიდებლური ეკლესია ძველაღთქმისეულ ფრაზაში ”მამა მრავალთა თესლთა” (დაბ.17:5) აბრაამს მოიაზრებს ყველა ქრისტიანი ერის მამად. ლოცვებში უფალი მოიხსენება, როგორც ”ღმერთი აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა”.

ხსენების დღე .

მართლმადიდებლური ეკლესია აბრაამს წელიწადში 2 ჯერ მოიხსენებს: 9 (22) ოქტომბერს და ქრისტეშობის კვირის წინა კვირას - მამამთავართა კვირას.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1379 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/1
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები