შაბათი, 20.04.2024, 03:02
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » ასომთავრული.
19:19
ასომთავრული.

ასომთავრული, ამა თუ იმ ასოს განსაკუთრებული, სატექსტო დაწერილობისაგან განსხვავებული, მოხაზულობა. დასტურდება იმ დამწერლობებში, რომლებიც ბერძნული ალფაბეტისაგან წარმოიშვნენ ან მისი გავლენა განიცადეს. ასომთავრულისთვის დამახასიათებელია გრაფამების თანაბარი ზომა, იწერება ორ ხაზს შორის, რაც თავდაპირველად განპირობებული იყო საწერი მასალის თავისებურებითა და წერის ტექნიკით: ასომთავრული წარმოშობილია იმ დროს, როცა წერდნენ ქვაზე, თიხის ფირფიტაზე, ლითონზე და სხვა. საწერ მასალად ჭილისა და ეტრატის გამოყენების შემდეგ ასომთავრულიერთხანს განაგრძობდა არსებობას, მოგვიანებით კი დაკარგა თავისი პირვანდელი სახე და მისგან ჩამოყალიბდა ნუსხური დაწერილობა, რის შემდეგ ასომთავრული მხოლოდ ახალი კარის, მუხლის ან წინადადების თავში იწერებოდა. სწორედ ამ ხანებში უნდა მიეღო მას თავისი სახელწოდება.

უძველესი ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები შესრულებულია ასომთავრულით, რომელსაც მრგვლოვანსაც უწოდებენ. ასომთავრულითაა შესრულებული აგრეთვე ქართული ხელნაწერი ძეგლები X ს-მდე. X საუკუნიდან გაბატონდა კუთხოვანი ნუსხური დაწერილობა, სადაც ასომთავრულს ორთოგრაფიული ფუნქცია აკისრია. ქართული მხედრულიდაწერილობა ასომთავრულს არ იცნობს.

ზოგიერთი ენის თანამედროვე ორთოგრაფიულ სისტემაში ასომთავრულს სხვადასხვა დანიშნულება აქვს: მაგ., რუსულში ასომთავრული იწერება წინადადებისა და საკუთარი სახელის თავში. გერმანულში - წინადადებისა და არსებითი სახელის თავში.

  • Ⴀ Ⴁ Ⴂ Ⴃ Ⴄ Ⴅ Ⴆ Ⴡ Ⴇ Ⴈ Ⴉ Ⴊ Ⴋ Ⴌ Ⴢ Ⴍ Ⴎ Ⴏ Ⴐ Ⴑ Ⴒ Ⴣ Ⴓ Ⴔ Ⴕ Ⴖ Ⴗ Ⴘ Ⴙ Ⴚ Ⴛ Ⴜ Ⴝ Ⴞ Ⴤ Ⴟ Ⴠ Ⴥ – ეს მრგვლოვანი ასოებია.
  • Ⴀ Ⴁ Ⴂ Ⴃ Ⴄ Ⴅ Ⴆ Ⴡ Ⴇ Ⴈ Ⴉ Ⴊ Ⴋ Ⴌ Ⴢ Ⴍ Ⴎ Ⴏ Ⴐ Ⴑ Ⴒ Ⴣ Ⴓ Ⴔ Ⴕ Ⴖ Ⴗ Ⴘ Ⴙ Ⴚ Ⴛ Ⴜ Ⴝ Ⴞ Ⴤ Ⴟ Ⴠ Ⴥ – ეს ძველი ქართული ასომთავრული ასოებია.
კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 988 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები