ოთხშაბათი, 24.04.2024, 19:24
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » იაპონური დამწერლობა.
19:28
იაპონური დამწერლობა.
კანა და კანჯი. ვარჯიში კალიგრაფიაში . კიოტო.

იაპონური დამწერლობა არის ჩინური სიტყვა–ნიშნური სისტემისა და იაპონური (კუთხოვანი (კატაკანა) და მრგვლოვანი(ჰირაგანა) მარცვლოვანი დამწერლობის ერთგვარი ნარევი. სავარაუდოდ ჩვენი წელთაღრიცხვის 400 წლისათვის უკვე კარგად განვითარებული ჩინური დამწერლობა უნდა შემოეტანათ ასევე იაპონიაში. დროთა განმავლობაში იაპონელებმა უცხოეთიდან შემოტანილი ეს გრაფიკული ნიშნები კიდევ დაახლ. 250 იდეოგრამით (კანჯი) განავრცეს. იმის გამო, რომ იაპონური ენააგლუტინირებადი ენა არის და მისი ბგერების ჩინური სიტყვა–ნიშნების მეშვეობით ადეკვატური გადმოტანა შეუძლებელი გახდა, იაპონლებმა შემდეგ ხერხს მიმართეს; მათ კანჯის ნიშნები მიუხედავად მათი მნიშვნელობისა იაპონური ბგერების გადმოსაცემად „ისესხეს" და მათი გამოყენება დაიწყეს ფონეტიკური დანიშნულებით (კანა). იაპონური მარცვლებისთვის ნიშანთა ჯგუფების ხშირმა გამოყენებამ IX საუკუნეში ხელი შეუწყო ნაწილობრივ შემოკლებული ფორმების გაჩენას; ამ შრიფტს დაარქვეს ჰირაგანა. ამავდროულად IX საუკუნეში კანას მეორე ფორმა გაჩნდა და მას კატაკანა ეწოდა.

დღესდღეობით ყველაზე უფრო გამოყენებადი კანჯის რაოდენობა შეადგენს 1850, რომელთაგან 881 ნიშნის შესწავლა სავალდებულოა ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში. შერეული სტილით წერისას ცნებები კანჯის მეშვეობით გამოიხატება, მორფოლოგიურ–სინტაქსურ ელემენტებს (სუფიქსები, ბოლოსართები და ა.შ.) კი ჰირაგანათი წერენ. კატაკანას გამოყენება შეზღუდულია გარკვეული სფეროებით (მაგ.; კატაკანათი წერენ უცხო ან ნასესხებ სიტყვებს). იაპონლები ტრადიციულად წერენ ვერტიკალურად, ზევიდან ქვევით, მაგრამ ასევე ჰორიზონტალურად — მარცხნიდან მარჯვნივ.

იაპონური წერა–კითხვის თავისებურებანი, მიმართულება.

ქართული ენისაგან განსხვავებით იაპონურ ტექსტში სიტყვებს ჩვეულებისამებრ ინტერვალების გარეშე, ერთმანეთის მიყოლებით წერენ და მათი გადატანა, ან გაყოფა სტრიქონის, ან სვეტის ბოლოში ნებისმიერ ადგილას შეიძლება უტირეოდ(ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ადგილი სასვენი ნიშნის წინ). ქართულ ანბანში ასო–ნიშნები შეიძლება განსხვავებული ზომისა იყოს (მაგ.; ნი და ნი), იაპონლები კი ნიშნებს წერენ ნაგულისხმევ კვადრატებში, სადაც ყოველ იაპონურ ნიშანს, მათ შორის სასვენ ნიშანსაც ერთნაირი ზომა აქვს.

ტრადიციული იაპონური ტექსტები კლასიკური ჩინურის მსგავსად შესრულებულია დაღმასვლით, ანუ ტექსტი დაწერილია და იკითხება ზემოდან ქვემოთ, ამასთანავე სვეტები ერთმანეთის გვერდიგვერდ დგას, მარჯვნიდან მარცხნივ. ამ წერით მიმართულებას დღესაც გამოიყენებენ ლიტერატურულ ტექსტებსა და მანგაში. ამის გამოა, რომ იაპონლები წიგნებსა თუ სხვა ბეჭდურ ნაწარმოებებს (ჩვენი პერსპექტივით) „არასწორად" გადაშლიან–ხოლმე; სათაურის სანახავად წიგნი ზურგზე უნდა მარჯვნისაკენ უნდა გადმოვატრიალოთ და წავიკითხოთ არა თავიდან ბოლომდე, არამედ პირიქით.

სპეციალურ ტექსტებში, სადაც უხვადაა რომაჯი, წერენ და კითხულობენ მარცხნიდან მარჯვნივ და თანაც ჰორიზონტალურად. იგივე ითქმის (ჰორიზონტალურ) სარეკლამო თუ სხვა რამ წარწერებზე, გზის მაჩვენებლებზე, ტრაფარეტებზე.

გაზეთებში წერა–კითხვის მიმართულება დამოკიდებულია კონკრეტულ სტატიაზე, ანუ შეიძლება ერთ გაზეთში ორი სტატიის წაკითხვა გასხვავებული მიმართულებებით მოგვიწიოს.

კანჯი.

კანჯი (漢字) გამოსახავენ ჰანის ნიშნებსჰანი ასევე ჩინეთისა და ჩინელების სინონიმია. ეს დამწერლობა ჩინური ნიშნების ფორმით VI საუკუნიდან კორეის გავლით შემოვიდა და დამკვიდრდა იაპონიაში. თავდაპირველად იაპონურ ენაზე სუფთა ჩინურად წერდნენ, რომელსაც კანბუნი დაერქვა. კანბუნი არის სტილი, რომელიც სახელდახელოდ, დახმარების მოშველიებით IX საუკუნის სეცუვასლიტერატურიდან მოყოლებული მე–2 მსოფლიო ომის ბოლომდე გამოიყენებოდა მოდიფიცირებული ფორმით ოფიციალური დოკუმენტაციის საწარმოებლად. კანჯის ნიშნებს (კანასაგან განსხვავებით) თავისი დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვთ და მათლოგოგრამებსაც უწოდებენ, რომლებიც თავის მხრივ პიქტოგრამებადიდეოგრამებად და ფონოგრამებად დაიყოფა. ამავე დროს ბევრი კანჯი რამდენიმე (ხშირად ორი) შემცირებული ნიშნისაგანაა შედგენილი.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1394 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები