სამშაბათი, 16.04.2024, 09:26
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » ლათინური დამწერლობა.
19:31
ლათინური დამწერლობა.
ლათინური დამწერლობის გავრცელებულობა მსოფლიოში.

ლათინური დამწერლობა (რომაული ანბანილათინურ ენაზე „abecedarium" [აბეცედარიუმი]) არის თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ანბანური დამწერლობა. მას რომანულიგერმანიკულიფინურ-უგორულისლავურითურქული და სხვა ენები გამოიყენებენ.
ლათინური დამწერლობა 26 ასო-ნიშნისაგან შედგება. ენათა ჟღერადობრივი ბუნების მიხედვით ეს ასო-ნიშნები სხვადასხვაგვარად წარმოითქმება. მათ ასევე სხვადასხვა სახელი გააჩნიათ. ზოგ ბგერათა გადმოსაცემად სხვადასხვა ვარიანტი არსებობს სხვადასხვა ენაში.

მაგ. ბგერა "შ" არ არსებობს ლათინურ ენაში, რის გამოც შ-ბგერის მქონე სხვადასხვა ენაში ეს პრობლემა გადაწყვეტილია სხვადასხვაგვარად. "შ" ინგლისურში არის Sh,sh, ფრანგულში - Ch,ch, გერმანულში - Sch,sch, სერბულ-ხორვატულში - Š,š, პოლონურში - Sc,sc, ან Ś,ś, თურქულში - Ş,ş.

ანბანის სახელწოდებაც სხვადასხვაა ზოგ ქვეყანაში. მაგ.; სლავურ ქვეყნებში ლათინურ ანბანს "ლატინიცას", „ლატინკას", ან უბრალოდ „აბე-დე-და"-ს უწოდებენ.

ისტორია.

ლათინური დამწერლობა მომდინარეობს ეტრუსკული ანბანიდან, რომელიც ეტრუსკებმა ბერძნულის ბერძნულის მიხედვით შექმნეს. ლათინურ ანბანში თავდაპირველად 21 ასო იყო:

A B C D E F H I K L M N O P Q R S T V X Z

ნიშანი C გამოიყენებოდა -სა და -ს ჩასაწერად. ასო G მხოლოდ ქრ.შ.მდე 234 წელს დაამატეს. ძვ.წ I საუკუნეში დაამატეს ასო Y, y [ი ფსილონი, ანუ მოკლე ი] ბერძნულიდან შემოსული სიტყვებისთვის იქნა შემოტანილი და ზოგიერთ ენაში მას არა მოკლე ი-ს, არამედ ბერძნულ ი-ს, ანუ ი გრეკ-ს უწოდებენ. ასე მიიღეს 23 ასო-ნიშანი.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1197 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები