ოთხშაბათი, 24.04.2024, 15:55
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » ჩინური დამწერლობა.
19:32
ჩინური დამწერლობა.
ჩინური სიმბოლო ჰანზიში, კანჯი, ჰანჯა, ჰან ტუ, წითლადგამარტივებული იეროგლიფებია.

ჩინური დამწერლობა (ტრად. 漢字, გამარტ. 汉字, პინ-ინზე Hànzì) ლოგოგრამული დამწერლობა, რომელიც გამოიყენება ჩინურ და იაპონურ ენებში, ხანდახან კორეულშიც და ადრე ვიეტნამურ ენაშიც. ჩინური დამწერლობა წარმოიქმნა 3200 წლის წინ და სავარაუდოდ დღეს არსებული დამწერლობებიდან უძველესია. მიუხედავად ამისა ამ 3200 წლის მანძილზე ჩინურმა დამწერლობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა და მისი უძველესი ნიმუშების წაკითხვა მხოლოდ ლინვგისტი არქეოლოგებისთვისაა შესაძლებელი.

ჩინეთში აღმოჩენილი დამწერლობის უძველესი ნიმუშები კუს ჯავშანზე დაახლოვებით ძვ. წ. VIII ათასწლეულს, ეს ნაწერები არის დამწერლობის უძველესი ნიმუშები, თუმცა მათი გაშიფვრა ჯერ ვერ მოხერხდა და უცნობია მათი კავშირი ჩინურ დამწერლობასთან[1].

ჩინურ დამწერლობაში სიმბოლოთა რაოდენობა რამდენიმე ათეული ათასია და თითოეულ სიმბოლოს აქვს არა მხოლოდ ფონეტიკური არამედ აზრობრივი მნიშვნელობაც.

ჩინურ სიმბოლოთა 4% არის პიქტოგრამებიდან წარმოებული, თუმცა უმეტეს შემთხვევაში თანამედროვე იეროგლიფებსა და პიქტოგრამებს შორის კავშირის შემჩნევა არც ისე ადვილია. დანარჩენები ლოგიკურად არის შედგენილი რამდენიმე მარტივი იეროგლიფისგან.

დიდ ლექსიკონებში 46 ათასზე მეტი იეროგლიფია შესული, თუმცა მათი უმეტესობა საკმაოდ იშვიათად გამოიყენება. საშუალოდ ჩინელმა ან ჩინურის მცოდნემ 3000-4000 იეროგლიფი იცის.

ტრადიციულად თითო იეროგლიფი აღნიშნავს თითო მარცვალს, ხოლო ბევრი ჩინური სიტყვა შედგენა ერთზე მეტი მარცვლისგან, რომელთა დასაწერად გამოიყენება ერთზე მეტი იეროგლიფი. ჩინური ენის სხვადასხვა დიალექტებში იეროგლიფის წარმოთმა განსხვავდება, მაგრამ მნიშვნელობა და დაწერის სახე ერთიანია ყველასთვის. ამის გარდა ბევრი სიმბოლო გადასულია იაპონურ და კორეულ ენებში, სადაც უკვე სულ სხვა მნიშვნელობა და გამოთმა აქვს შეძენილი.

კონტინენტურ ჩინეთში გამოიყენება 1956 წლიდან გამარტივებული დამწერლობა, ხოლო ტაივანზე და ჰონგკონგში ტრადიციული ჩინური დამწერლობა. გამარტივებული ჩინური ასევე გადაირეს სინგაპურშიც.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1116 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები