პარასკევი, 29.03.2024, 11:29
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » ქართული დამწერლობა.
19:41
ქართული დამწერლობა.

რიცხვითი მნიშვნელობები .

არაბული ციფრებით რიცხვების გამოხატვა საქართველოში უკვე X საუკუნეში გვხვდება, მაგრამ მაინც ციფრების საყოველთაოდ ხმარებამ გვიან მოიკიდა ფეხი. XVIII საუკუნემდე რიცხვების ჩასაწერად ანბანის ასოებს ხმარობნდენ (ისევე როგორც სხვა ევროპულ ანბანებში: ბერძნულშისომხურშიკირილიცაში). ჩვეულებრივ გამოყენებული იყო მთელი ანბანი (უნის გამოკლებით): 37 ასოთაგან თვითეულს საკუთარი რიცხვითი მნიშვნელობა ჰქონდა მინიჭებული (რიცვითი მნიშვნელობები იხილეთ ცხრილში). პირველი ცხრა ასო ერთეულებს აღნიშნავდა, მეორე ცხრა — ათეულებს, მესამე ცხრა — ასეულებს, მეოთხე — ათასეულებს, უკანასკნელი ასო  კი — ათი ათასს. მაგალითისთვის, ქართული ასოებით 1852 ამგვარად ჩაიწერება: ჩყნბ — ჩ=1000, ყ=800, ნ=50, ბ=2; 1000+800+50+2=1852.

დამატებითი ასო-ნიშნები .

ქართულ ანბანში, გარდა ისტორიული 38 ასოსი, არსებობს დამატებითი ნიშნებიც. ზოგიერთი მათგანი გამოიყენებოდა უცხოური ენებიდან შემოსული და დამკვიდრებული სიტყვების ჩასაწერად (მაგალითად: ჶილოსოჶია), თუმცა ახალი ასო-ნიშნები ანბანში ვერ დამკვიდრდა და დღეს მათ ნაცვლად კვლავ ტრადიციული ასოები გამოიყენება. ზოგიერთი დამატებითი ნიშანი კი დღესაც იხმარება ქართველურ ენებსა და დიალექტებში არსებული ისეთი ბგერების ჩასაწერად, რომლებიც ლიტერატურულ ქართულშიარ მოიპოვება. დამატებითი ასო ნიშნებია:

  •  — სვანურში, მეგრულსა და ლაზურში, აფხაზურსა და ოსურში, წარმოადგენს შუა რიგის ხმოვანს [ə].
  • ჸ — მეგრულ ენაში — ყრუ ბგერაა, დაახლოებით ქართული ყ. ხორხისმიერ ყრუ ხშულ თანხმოვანს [ʔ] წარმოადგენს.
  • ჶ — ლაზურსა და ოსურში — ლათინური „f"
  • უ̌ — უ-ბრჯგუ — სვანურში, მეგრულსა და ლაზურში — უმარცვლო უ. ხშირად შეიძლება ჩაენაცვლოს ვ ან უ. იშვიათად ხმარობენ ძველი ქართული სიტყვების ჩასაწერადაც, მაგალითად — ჩუ̌ენ.

კალიგრაფია .

ჯრუჭის სახარება — ასომთავრული კალიგრაფიის მაგალითი. X ს

ხელნაწერეში ნიშნების მოყვანილობებს შორის განსხვავება შორს მიდის და დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ წერს და წერის რომელ საფეხურზე წერს. ამ სტატიის თვითეული მკითხველი დღეს თავისებურად გამოიყვანს ქართულ ასოებს, თუმცა ერთი დროის ხელნაწერებს საერთო კალიგრაფიული დამახასიათებელი ნიშნებიც ახასიათებთ.

წინა- და ადრექრისტიანული ასომთავრული წარწერები ძირითადად შესრულებულია ქვებზე, კედლებზე. ამ პერიოდის ნიმუშებშიასოებს ახასიათებთ თავშეკრულობა, არ გვხდება მარცხნივ გადაზიდული ხაზი და ქარაგმები[12]. IX—X საუკუნეებიდან არსებობსეტრატზე მთლიანად ასომთავრულით შესრულებული წარწერები, რომლებში უკვე განვითარებულია დაქარაგმება. ზოგიერთ თავშეკრულ ასოს, რომელიც ხაზისა და წრის კომბინაციას წარმოადგენდა, თავი ეხსნება და წრის ადგილს გახსნილი რკალი იკავებს:

AsomtavruliCircle- arc.jpg

IX—X საუკუნეებისა და უფრო ახალ ხელნაწერებში ასოების ვერტიკალური ხაზები ჰორიზონტალურთან შედარებით სქელია (შეადარეთ წინაქრისტიანობამდელი და X საუკუნის „ნ"AsomtavruliN.jpg). თავდაპირველად ასომთავრულად წერისას სიტყვებს ერთმანეთისგან არ გამოყოფდნენ და ტექსტი გაბმულად იწერებოდა. წარმართობის პერიოდში ძირითადად სტელებზე, საფლავის ქვებზე კეთდებოდა მცირე წარწერები და ორი ან რამდენიმე გადაბმული სიტყვის წაკითხვა რთული არ იყო. ქრისტიანობისა და სასულიერო მწერლობის შემოსვლასთან ერთად გაჩნდა სიტყვებს შორის მცირე დაშორებები, რადგან დიდი მოცულობის გაბმულად ნაწერი ტექსტის კითხვა გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ზოგჯერ სიტყვებს შორის ცარიელ ადგილს სამი ან ორი წერტილით ავსებდნენ.

სვეტიცხოვლის გულანი — 1681წ

ნუსხურში ასოები მაჯვნივაა გადახრილი და კუთხოვანი ფორმა აქვს. ისევე როგორც ასომთავრულში, ნუსხურშიც ასოთა ვერტიკალური ხაზები ჰორიზონტალურზე სქელია. ხშირია საერო და სასულიერო პირთა სახელების, ასევე რელიგიური მნიშვნელობის სიტყვებისდაქარაგმება. ნუსხურში იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება ორი და სამი წერტილით გამოყოფილი სიტყვები (მაგალითად სვეტიცხოვლის გულანი 1681 წ.), უმეტეს ხელნაწერში კი სიტყვებს შორის ცარიელი დაშორებებია. ზოგიერთი ხელნაწერი შესრულებულია ორგვარი, შავი და წითელი მელნით.

მხედრული სპეციალურად საერო პირებისთვის, სწრაფად წერისათვის იყო განკუთვნილი, რის გამოც დროთა განმავლობაში განვითარდა ასოთა გადაბმის რთული სისტემა (მაგ. Mkhedruli-es.jpg — „ეს", Mkhedruli-el.jpg — „ელ", Mkhedruli-q'o.jpg — „ყო"). ამ სისტემის შექმნა გარკვეულწილად განაპირობა იმანაც, რომ მხედრული კალიგრაფია არაბულის ზეგავლენით შეიქმნა, რომელშიც თითქმის ყველა ნიშნის ერთმანეთზე გადაბმაა შესაძლებელი. ასოთა გადაბმის ზოგიერთი ხერხი დღევანდელ თანამედროვე მხედრულშიც შემორჩა. XI—XVII საუკუნეების მხედრულ ნაწერებში სიტყვები კვლავ ორი ან სამი წერტილითაა გამოყოფილი და ზოგიერთი სიტყვა წითელი კალმითაა დაწერილი. შემდგომი ხანის ხელნაწერებში კი სიტყვებს შორის უბრალოდ ცარიელი დაშორებებია.

წითელ მელანს ქართულ ხელნაწერებში გარდა დეკორატიულისა, ფუნქციური დატვირთვაც ჰქონდა. გადამწერები წითლად გამოყოფდნენ ტექსტის ძირითად სათქმელს, უმნიშვნელოვანეს ფრაზებს. ზოგიერთ ხელნაწერში (ძირითადად მხედრულში) წითელი მელანი, ერთგვარად, სასვენი ნიშნების როლსაც ითავსებს. მაგალითად, ახალი აბზაცის ან წინადადების პირველი სიტყვა წითელი მელნით იწერებოდა. ვეფხისტყაოსნის ხელნაწერ გამოცემებში ყოველი სტოფის პირველი სიტყვა და ყოველი ტაეპის პირველი ასო წიტელი მელნითაა შესრულებული.




კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1123 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები