შაბათი, 20.04.2024, 08:28
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » ქართული დამწერლობა.
19:43
ქართული დამწერლობა.

ლიგატურები .

ლიგატურიან დამწერლობას ქართულში როგორც ირკვევა ადრინდელი ტრადიცია აქვს. იგი წარმოდგენილია ერთ-ერთ უძველეს ჩვენს დრომდე მოღწეულ წარწერაში — ვახტანგ გორგასლის დროის „ანაგ-კახაჲს" ძეგლში (V ს.), აგრეთვე სასანური ხანის ფულზე (VI ს), რომელში ერთ სიმბოლოდა გაერთიანებული ასომთავრული „გ" და „ნ":

წერია შერწყმულად Ligatura-G+N.jpg — იხსნება Ligatura-G+N2.jpg[13]

ლიგატურები გვხვდება შუა საუკუნეების ასომთავრულ წარწერებშიც. ამ პერიოდში გავრცელებული ლიგატურები იყო: დ+ა, დ+ი, ო+ა, ო+ი, ასევე ხდებოდა ორნიშნიანი -ს (ოჳ) ერთი ლიგატურით გამოსახვა. იყო ორი, სამი და მეტი ასოს შემცველი ლიგატურები:

Ligatura-da.jpg → Ligatura-da2.jpg
Ligatura-ars.jpg → Ligatura-ars2.jpg[14]

XI—XVII საუკუნეების მხედრულ ხელნაწერებში არსებობდა ასოთა გადაბმის რთული სისტემა. მხედრულის ლიგატურად შეიძლება ჩაითვალოს „დონისა" და „ანის" გადაბმა — Mkhedruli-da.jpg (ანალოგიურად დონისა და ინისდონისა და ონის გადაბმა), ვინისა და ენის გადაბმა — Mkhedruli-ve.jpg (ანალოგიურად ++++), განისა და ანის გადაბმა — Mkhedruli-ga.jpg(ამგვარადვე +). მხედრულის ზოგიერთი ამგვარი ასოთა კომბინაცა ნაბეჭდ წიგნებშიც გვხვდება, თუმცა უმეტესობა საბეჭდი შრიფტების განვითარების შემდეგ აღარ გამოიყენება.

ქარაგმები .

ქართულ დამწერლობაში ადრევე შემუშავდა სიტყვების შემოკლების თავისებური ხერხი — დაქარაგმება. სიტყვების შემოკლებით წერის ძირითადი მიზეზი საწერი მასალის სიძვირე იყო. საწერ მასალას, უმთავრესად, საგანგებოდ დამზადებული ტყავი — ეტრატი წარმოადგენდა (ხბოსი, ცხვრისა და სხვა). ერთი წიგნისათვის ზოგჯერ 100-ზე მეტი ცხვრისა თუ ხბოს ტყავი იყო საჭირო.[15]). ქაღალდი საქართველოში პირველად XI საუკუნეში გვხვდება და შემდეგ თანდათან იჭერს ეტრატის ადგილს, თუმცა ეტრატზე ნაწერი წიგნები XVIII საუკუნემდეც არსებობს. დაქარაგმებით წერისას გამოტოვებდნენ ცალკეულ ასოებს, მთელ მარცვლებს. ზოგჯერ მხოლოდ სიტყვის დასაწყისი ასო იწერებოდა, ან პირველი და უკანასკნელი. შემოკლებულ სიტყვას შემოკლეს ნიშანს — ქარაგმას (~) უკეთებდნენ: Karagma1.jpg — ყ~ი = ყოველი, Karagma2.jpg — რ~ი = რომელი, Karagma3.jpg — თქ~ნ = თქუენ, Karagma4.jpg — ი~ჳ ქ~ე = იესოჳ ქრისტე.

საბეჭდი შრიფტები .

ვახტანგ VI-ის სტამბის შრიფტები — ქართული (ნუსხური და მხედრული) და ბერძნული

პირველი ქართული ნაბეჭდი ქართული წიგნი, „ქართული ანბანი ლოცვებითურთ" 1629 წელს ქალაქ რომში გამოიცა. წიგნში წარმოდგენილია ქართული მხედრული ანბანი, ლოცვები, მრწამსიათი მცნება და ღვთისმშობლის საგალობლები ქართულად და ასევე ლათინურ ენაზე ქართული ტრანსკრიფციით. ამ წიგნისათვის ქართული შრიფტი შექმნა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა(ნიკოფორე ირბახი), რომელიც თეიმურაზ I-ის ელჩი იყო იტალიაში.

თბილისში პირველი სტამბა 17081709 წლებში დაარსდა ვახტანგ VI-ის დროს, რის გამოც ამ სტამბას ვახტანგ VI-ის სტამბაეწოდება. ვახტანგ VI-ის სტამბაში პირველად დაიბეჭდა „სახარება". სტამბას ჰქონდა რამდენიმე ფორმის შრიფტი: ქართული ხუცური (ასომთავრულინუსხური), მხედრულიბერძნული და ლათინური; ერთსა და იმავე დროს იყენებდნენ როგორც შავს, ისე წითელ საღებავს. წიგნებში ჩართულია სურათები (გრავიურით). სტამბაში მოღვაწეობდნენ ცნობილი ოსტატები: ნ. ორბელიანი, იგივე ნ. თბილელი (ს. ორბელიანის ძმა), გერმანე მღვდელმონაზონი, კვიპრიანე სამთავნელი და სხვანი. ვახტანგის სტამბის ქართული შრიფტი, ერთ-ერთი გადმოცემით ანთიმოზ ივერიელს ეკუთვნის.

1749-1802 წლებში თბილისში ფუნქციონირებდა ერეკლე II-ის სტამბა. ძველი ქართული ნაბეჭდი ორიგინალური ლიტერატურის უმეტესი ნაწილი გამოცემულია ერეკლეს სტამბაში (ანტონ I კათოლიკოსის "ქადაგება", "შესხმა პირველი ახლისა ამის წიგნი-საბეჭდისა" და სხვა).

დღეს უკვე თითქმის ყველა გამოცემა ბეჭდურია. თანამედროვე ბეჭდურ წიგნებსა და გამოცემებში ძირითადად მხედრულის საფუძველზე შექმნილი შრიფტებია გამოყენებული.

ქართული დამწერლობის ასახვა კომპიუტერულ სისტემებში .

ქართული დამწერლობა კომპიუტერულ სისტემებში უნიფიცირებულია „უნიკოდი"-ს (Unicode) სტანდარტის მიხედვით, რომელშიც ასომთავრულინუსხური და მხედრულიაღიარებულია დამოუკიდებელ ქართულ დამწერლობებად და სწორედ მათთვის და მხოლოდ მათთვის მისაკუთრებული ოთხნიშნა კოდები გააჩნიათ. დღეისათვის ყველაზე გავრცელებული ქართული კომპიუტერული შრიფტებია BPGSylfaen და სხვა. ტექსტი, რომელსაც ახლა თქვენ კითხულობთ, ერთ-ერთი ქართული კომპიუტერული შრიფტითაა შესრულებული.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1626 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები