ხუთშაბათი, 25.04.2024, 10:35
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » ქუფი.
19:44
ქუფი.
ქუფითი შესრულებული წარწერა.

ქუფი" — არაბული დამწერლობის უძველესი ფორმა. მიეკუთვნება კონსონანტურ დამწერლობებს.

ქუფი განვითარდა სინაიტური დამწერლობისაგან. ჩვენამდე მოღწეული უძველესი წარწერები არაბული დამწერლობის ამ ფორმისა, მიეკუთვნება VI საუკუნეს. იგი მუჰამედის გამოჩენამდე ცოტა ხნით ადრე შექმნეს არაბებმა.

 თავდაპირველად, ასოთა გეომეტრიული მოხაზუულობის გამო, იგი მონუმენტების შესამკობად გამოიყენებოდა. თუმცა, მონუმენტებისათვის განკუთვნილი შრიფტი, ისლამის შემოღების შემდეგ ყურანის ტექსტების ჩასაწერად გამოიყენებოდა მე–10 საუკუნემდე. პირველად XII საუკუნეშიდაუბრუნდა ქუფის საკუთარი ძველი ფუნქცია და კვლავ დაიწყეს მისი გამოყენება მონუმენტთა ფასადებსა და მონეტებზე.

"ქუფის" სახელი ეწოდა ქალაქი ქუფას სახელწოდების მიხედვით. ამ ქალაქში მდებარეობდა უმაღლესი სასწავლებელი, რომელშიც არაბი კალიგრაფები სწორედ ამ დამწერლობის ფორმას იყენებდნენ.

ქუფის ხმარების დროს ცალკეული ასო–ნიშნების გამოტოვება სიტყვაში ისეთი ხშირი არ იყო, როგორც ნასხში, რომელიც დღეს გამოყენებადი ყველაზე პოპულარული არაბული შრიფტია. ქუფის დროს ხშირად ასოებს აკლდა დიაკრიტიკული ნიშნები (წერტილები ნიშნების ზემოთ ან ქვემოთ), რომლებიც ერთნაირი მოხაზულობისა და განსხვავებული გამოთქმის ნიშნების განსასხვავებლად გამოიყენება. ეს ნიშნები პირველად გაჩნდა ხალიფა აბდ-ალ-მალიქის დროს (685-705ყურანის ტექსტებისათვის. ამიტომ ქუფის წაკითხვა გაცილებით ორაზროვანია, ვიდრე სხვა კონსონანტური დამწერლობებისა.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 930 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები