პარასკევი, 26.04.2024, 02:03
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » ლაშქრობა იტალიასა და შვეიცარიაში.
20:10
ლაშქრობა იტალიასა და შვეიცარიაში.

ლაშქრობა იტალიასა და შვეიცარიაში.

ძირითადი ბრძოლები
 (1/3)
ადას ბრძოლა

1798 წლის მიწურულს ინგლისმაავსტრიამთურქეთმანეაპოლის სამეფომ და რუსეთმა შეკრეს კოალიცია საფრანგეთისწინაღმდეგ იტალიის ტერიტორიების გამოსახსნელად. შეთანხმების მიხედვით საფრანგეთის წინააღმდეგ გასალაშქრებლად ჯარი გამოჰყავდათ ავსტრიას და რუსეთს, მის ფინანსურ უზრუნველყოფაზე კი ინგლისი ზრუნავდა. არმიის მთავარსარდლად დაინიშნა ალექსანდრე სუვოროვი. სუვოროვმა ბაგრატიონი ავანგარდის მეთაურად დანიშნა. არმია ჯერ ვენაში ჩავიდა, შემდეგ კი ჩრდილოეთ იტალია გაათავისუფლა. 1799 წლის 10 (21) აპრილს ბაგრატიონმა ბრეშის ციხესიმაგრეს შეუტია. აქ ერთხელ მსუბუქად დაიჭრა, მაგრამ ბრძოლის ველი არ მიუტოვებაი და საბოლოოდ პირველი გამარჯვებაც მოიპოვა. ავანგარდმა საერთოდ ათასზე მეტი ტყვე და 46 ზარბაზანი ჩაიგდო ხელში[ამ გამარჯვების გამო მოწონება დაიმსახურა სუვოროვისგან. მან იმპერატორს პატაკით მიწერა:

ვიკიციტატა
«…გენერალ-მაიორ ბაგრატიონს, ვიცე–პოლკოვნიკ ლომონოსოვსა და მაიორ პოზდნევს (ბაგრატიონის ავანგარდში შემავალი სამხედრო ნაწილების უფროსები) ვაქებ ციხე სიმაგრის აღებისას გამოჩენილი სიმარდის, არაჩვეულებრივი თავგამოდებისა და გულმოდგინებისათვის»

ამ პატაკს მოჰყვა პეტრეს წმინდა ანას პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოება. 14-16 (25-27) აპრილს სუვოროვმა მდინარე ადასთან გაანადგურა ფრანგების არმია. ადასთან გამართული ბრძოლების დროს ბაგრატიონმა აიღო ბერგამო, შემდეგ კი ქალაქლეკოსთან დაამარცხა გენერალ სერიურიეს დივიზია. 1799 წლის 6-8 (17-19) ივნისს ბაგრატიონმა თავი გამოიჩინა მდინარე ტრებთან გამართულ ბრძოლაში. ბრძოლა სუვოროვის გამარჯვებით დამთავრდა და ფრანგებმა 18000 კაცი დაკარგეს, მოკლულთა, დაჭრილთა და ტყედ ჩავარდნილთა სახით. ბრძოლის დროს ბაგრატიონი მეორედ დაიჭრა. 4 (15) აგვისტოსრუსებსა და ფრანგებს შორის ბრძოლა ნოვისთვის, რომელიც კვლავ სუვოროვის გამარჯვებით დამთავრდა. ფრანგების გენერალი, ჟუბერი შეტაკების დროს დაიღუპა. ბრძოლაში ბაგრატიონმა თავისი სიმამაცე და მოხერხებულობა კიდევ ერთხელ დაამტკიცა. სუვოროვმა ამ წარმატებებისთვის ბაგრატიონი კიდევ ერთხელ შეაქო საკტ-პეტერბურგში გაგზავნილ ბარათში.

ვიკიციტატა
«იერიშზე გადასული არმიის მარცხენა ფრთაზე გენერალ-მაიორმა ბაგრატიონმა ექვსი ბატალიონითა და კაზაკთა ორი პოლკით დაიკავა გენუის ციხე-სიმაგრე ნოვოი, სადაც მან ხელთ იგდო დიდი რაოდენობის ნადავლი, ყუმბარები, ბირთვები და სხვა საარტილერიო მარაგი, აგრეთვე ლაფეტები და სავაზნე ყუთები, რაც მან სამოცდაათი საზიდარით გამოგზავნა ჩვენთან»

იტალიის კამპანიაში წარმატებისთვის სუვოროვმა პეტრეს საკუთარი ხმალი აჩუქა, რომელსაც ბაგრატიონი სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა.

პეტრე ბაგრატიონი. მხატვარი დ. დაიტონი, 1814 წელი

რუსეთის არმიის წარმატებამ შეაშფოთა ინგლისისა და ავსტრიის მმართველი წრეები. სუვოროვს უბრძანეს, რომ იტალიაში დაეტოვებინა ავსტრიელები, თავისი არმიით კი ალპები გადაეკვეთა და შვეიცარიაში შეჭრილიყო. თან დახმარების აღმოჩენასაც დაპირდნენ. ავსტრიელებმა პირობა, რა თქმა უნდა, არ შეასრულეს. შედეგად, 1799 წლის სექტემბერში სუვოროვის არმიამ დაიწყო ალპების გადალახვა სურსათ-სანოვაგისა და დამხმარე ძალების გარეშე. ავანგარდს ისევ ბაგრატიონი ხელმძღვანელობდა. არმიამ ალპები გადაჭრა,„ეშმაკის ხიდთან" წინააღმდეგობა დასძლია. 16 (27) სექტემბერს ბაგრატიონის ავანგარდმა დაიკავა მუტენი. არმიას მუტენის ველზე რიმსკი-კორსაკოვის საგრძნობლად შევიწროვებულ კორპუსს შეუერთდა. ავსტრიის ღალატის გამო არმია ალყაში მოექცა. სუვოროვმა გადაწყვიტა ალყა გაერღვია და ალპების გავლით უკან დაბრუნებულიყო. ამ ოპერაციის შესრულება ბაგრატიონის ხელმძღვანელობით მოხდა. მასა და ფრანგებს შორის გაიმართა რამდენიმე შეტაკება სოფელი ნეფელსისთვის. საბოლოოდ სოფელი რუსებს დარჩათ. ამ მოქმედებით ავანგარდმა არმიას გზა გაუნთავისუფლა. მან არმია ბრაგელის მთების და პანიკისის ხეობის გავლით სამშვიდობოს გაიყვანა. პეტრე გზაში ერთხელ მსუბუქად დაიჭრა. ამის შემდეგ მის ავანგარდს კიდევ მოუწია ერთი ბრძოლის გადახდა შვანდენთან, რათა არმიისთვის უსაფრთხო უკან დახევა უზრუნველეყო. შემდეგ ბაგრატიონი გადაიტვანეს არიერდარდის მეთაურად, რადგან ფრანგები სწორედ არიერგარდს შეუტევდნენ. რამდენიმე ლადშაპტური სიძნელის გადალახვის შემდეგ არმია სამშვიდობოს გავიდა. შვეიცარიის ლაშქრობის 16 დღის განმავლობაში რუსეთის არმიამ მესამედი დაკარგა, თუმცა არმიის მოქმედებამ დიდი აღტაცება გამოიწვია. რუსეთში დაბრუნებისას სიმამაცისთვის იმპერატორმა პავლე I–მა ლიტვაში ბაგრატიონს სოფელი უბოძა, რომელიც მან მაშინვე გაყიდა.

ქორწინება .

ეკატერინე პავლეს ასული სკავრონსკაია–ბაგრატიონი

პეტრე იმპერატორის ოჯახთან დაახლოებული პიროვნება იყო. ის მეთაურობდა ეგერთა ლეიბ-გვარდიის ბატალიონს, რომელსაც იმპერატორის დაცვა ევალებოდა. პეტრე მას თან ახლდა აგარაკზე და სასახლის ვახშმებზე. 1800 წლის გაზაფხულზე ერთ-ერთ წვეულებაზე 18 წლის ეკატერინე სკავრონსკაიამ მისი გაცნობა მოინდომა და შუამავლობა გრაფ ბალაშოვს სთხოვა. თუმცა ბაგრატიონმა მისი გაცნობა არ მოინდომა და იქაურობის დატოვება გადაწყვიტა. ეკატერინე ამ საქციელმა ძალიან გააბრაზა. ის პეტრეს წამოეწია და უთხრა:

ვიკიციტატა
«მამაც გენერალს არ შეფერის სუსტ ქალიშვილს ზურგი უჩვენეს და გაექცეს.»

პეტრე ასეთმა პირდაპირობამ მოხიბლა და გოგონა მალე შეუყვარდა, თუმცა ამ გრძნობას არ იზიარებდა ეკატერინე. ის ხშირად აეჭვიანებდა პეტრეს თაყვანისმცემლებთან გათამაშებული ვერაგული ფანდებით. ეს ამბავი პავლე I–მა გაიგო და მათი დაქორწინება გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ ეკატერინეს ოჯახი იმპერატორთან დაახლოებული იყო, მათ მაინც ვერ გაბედეს შეწინააღმდეგება, რადგან ეს ბევრისთვის ავბედითად დამთავრებულა. შედეგად, 1800 წლის 2 (14) სექტემბერს გატჩინის სამეფო კარის ეკლესიაში გენერალ–მაიორმა ბაგრატიონმა იქორწინა ფრეილინა ეკატერინე პავლეს ასულ სკავრონსკაიაზე.მეჯვარე თავად იმპერატორი პავლე I იყო.

პირად ცხოვრებაში ბაგრატიონს არ გაუმართლა. ის სულ ცდილობდა მეუღლესთან და მის ნათესავებთან დაახლოებას, თუმცა უშედეგოდ. მისი მეუღლე მუდმივ დროსტარებაში იყო და როგორც კი დრო მოიხელთა, როდესაც პეტრე ნაპოლეონის წინააღმდეგ შექმნილ კოალიციაში ჩაერთო, ვენას მიაშურა.





კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1343 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები