ხუთშაბათი, 25.04.2024, 16:46
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » პეტრე ბაგრატიონი
20:13
პეტრე ბაგრატიონი

მესამე კოალიციის ომი 

Searchtool-80%.png
ბაგრატიონი ხვდება კუტუზოვს შენგრაბენთან

1805 წლის აპრილში შეიკრა რიგით მესამე კოალიცია ნაპოლეონის საფრანგეთის წინააღმდეგ. არმია ისევ რუსეთს და ავსტრიას გამოჰყავდათ, ინგლისი კი მას ფინანსურად უზრუველჰყოფდა. თუმცა მანამდე, სანამ მიხეილ კუტუზოვისარმია გენერალ მაკის არმიას შეურთდებოდა, ნაპოლეონმა ავსტრიელებს შეუტია და ულმთან ისე დაამარცხა, რომ 9 (21) ოქტომბერი ავსტრიელებმა კაპიტულაციას მოაწერეს ხელი. როდესაც ეს ამბავი კუტუზოვმა შეიტყო, მან გადაწყვიტა სწრაფი უკან დახევით ეშველა თავისთვის და არმია დუნაის მეორე მხარეს გადაეყვანა. გზაში მას მაკის არმიიდან გადარჩენილი ავსტრიელებიც შეუერთდნენ კინმაიერის მეთაურობით. კუტუზოვის გეგმა ითვალისწინებდა დუნაის გადალახვის შემდეგ არმიის ბუკსგევდენის კორპუსთან შეერთებას.

რუსეთის არმია უკან დახევას ცდილობდა საარიერგარდო ბრძოლებით, რომელსაც ბაგრატიონი მეთაურობდა. უკან დახევისას მისმა არიერგარდმა მდინარე ენსი გადალახა და შემდეგ გადასასვლელები გადაწვა მტრის შესაჩერებლად.თუმცა მათ მაინც მოუწიათ ბრძოლაში ჩართვა. ამშტეტენთან ბაგრატიონის არიერგარდს შეუტიეს, თუმცა გენერალ მილორადოვიჩის დახმარებით მან წარმატებას მიაღწია. საბოლოოდ არმიამ კრემსთან ახლოსდურენშტაინის ბრძოლაში ედუარდ მორტიეს დივიზია დაამარცხა, დუნაი გადალახა და ყველა დაგასასვლელი დაწვა.

3 (15) ნოემბერს ვენის აღების შემდეგ მარშალ იოახიმ მიურატის შენაერთმა დუნაი გადმოლახა და შეეცადა რუსეთის არმიისათვის უკან დასახევი გზები მოეჭრა. მის შესაჩერებლად ბაგრატიონის არიერგარდი გაემართა, თუმცა მიურატს ეგონა, რომ მის წინ მთელი არმია იყო და მათთან მოლაპარაკება წამოიწყო. ამით ისარგებლა ბაგრატიონმა და შეეცადა რაც შეიძლება მეტი დრო გაეყვანა. ასე დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ნაპოლეონი მიუხვდა პეტრეს ამ ხრიკს და მიურატს შეტევა უბრძანა.4 (16) ნოემბერს ბრძოლა დაიწყო. ბაგრატიონი თავისი 6,000 კაცით შეუპოვრად იბრძოდა შენგრაბენთან. ის ალყაში მოექცა, რომელიც წარმატებულად გაარღვია და უკან დახევა დაიწყო. მან დაკარგა 2,402 კაცი და მთელი არტილერია თუმცა, ნაპოლეონმა ბრძოლა შეწყვიტა რადგან, არირგარდის მოქმედებამ უზრუნველჰყო რუსეთის არმიის წარმატებული უკანდახევა. ბაგრატიონის სამხედრო ნიჭს ადასტურებს კუტუზოვის წერილიც, რომელიც ალექსანდრე I-ს მიწერა:

ვიკიციტატა
«…მოწინააღმდეგემ ალყა შემოარტყა გენერალ მაიორ თავად ბაგრატიონს იმგვარად, რომ მისი კორპუსის განადგურება გარდაუვალი იყო. …თავადი ბაგრატიონი 6 ათასი კაცისაგან შემდგარი კორპუსით ებრძოდა სხვადასხვა გენერალ–ფელდმარშლების მეთაურობის ქვეშ მყოფ 30 ათას კაცს, გეგმაზომიერად დაიხია უკან და 7 ნოემბერსშემოუერთდა არმიას. თან მოიყვანა ტყვეები: ერთი ვიცე-პოლკოვნიკი, ორი ოფიცერი, ორმოცდაათი რიგითი და ერთი ფრანგული ალამიც მოიტანა. მოწინააღმდეგის ზარალი დიდია, რასაც თვით ტყვეებიც ადასტურებენ. »

ბაგრატიონს წარმატებისთვის გენერალ-ლეიტენანტის ჩინი მიანიჭეს და დააჯილდოვეს მარი–ტერეზას ორდენის კომანდორის ჯვრით. უკანასკნელი ავსტრიის იმპერატორმა მიანიჭა. არიერგარდის მებრძოლებს კი დაურიგეს სამკერდე ნიშნები, რომელზეც ეწერა:„ხუთი ოცდაათის წინააღმდეგ".

აუსტერლიცი 

მდგომარეობა ბრძოლის დაწყებამდე
მდგომარეობა ბრძოლის განმავლობაში
კოალიციის არმიის უკან დახევა
Searchtool-80%.png

ამის შემდეგ კუტუზოვის არმიას შეუერთდა ბუკსგევდენის კორპუსი და მათმა საერთო რაოდენობამ დაახ. 85,000 შეადგინა. ბაგრატიონს ახლა უკვე ავანგარდი ებარა. ასეთი მდგომარეობით დაიძრა 15 (27)ნოემბერს არმია ნაპოლეონისარმიასთან საბრძოლველად. შემდეგ დღეს ბაგრატიონმა ელვისებული შეტევით აიღო ქალაქი ვიშაუ.[17] ქალაქოლმიუცში არმიას დახვდნენ ალექსანდრე I და ფრანც II. სწორედ ამ ფაქტმა გატაწყვიტა ბრძოლის შედეგი. არმიის მართვა თავის ხელში აიღეს იმპერატორებმა. კუტუზოვის გეგმით ნაპოლეონი ჯერ კარპატებისკენ უნდა შეეტყუებინათ და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შეეტიათ, თუმცა ეს გეგმა იმპერატორბმა დაიწუნეს. ის მათ დამამცირებელი ეჩვენათ. სამაგიეროდ მათ დაამტკიცეს გენერალ ვეიროტერის სრულიად უნიჭოდ შდგენილი გეგმა. ბაგრატიონმა და კუტუზოვმა წინააღმდეგობა გაუწიეს იმპერატორებს. როდესაც პეტრეს ეს გეგმა გააცნეს, მან თქვა:

ვიკიციტატა
«ჩვენ ბრძოლას წავაგებთ»

ლევ ტოლსტოის ნაწარმოებ „ომი და მშვიდობის" მიხედვით ანალოგიური სიტყვები იხმარა კუტუზოვმაც. ისინი ვერაფერს გახდნენ და საბრძოლველად მოემზადნენ.

1805 წლის 20 ნოემბერს(2 დეკემბერს) სოფელ აუსტერლიცთან გაიმართა ბრძოლა. მოკავშირეები ვეიროტერის გეგმით მოქმედებდნენ. ბაგრატიონს არმიის მარჯვენა ფლანგი ებარა. მის განკარგულებაში იყო 13,000 კაცი. მის წინ განლაგებული იყო ლანის და მიურატის შენაერთები. ნაპოლეონმა ისარგებლა ვეიროტერის გეგმის გამო გამოწვეული არეულობით და მარტივად დაამარცხა მოკავშირეები. ერთადერთი მეთაური, რომლის შენაერთიც არ დაშლილა და უკან მოუხედავად არ გაქცეულა, ბაგრატიონი იყო. საერთოდ არმია კი დამარცხდა და დაიფანტა. იმპერატორებმა თავს გაქცევით უშველეს. მესამე კოალიციის ომიც ფრანგების გამარჯვებით დამთავრდა.

ამ წარუმატებულეობას ალექსანდრე I რას აღარ აბრალებდა. მან ბევრი ოფიცერი დასაჯა, მათ შორის კუტუზოვიც, რომელიც მთავარსარდლობიდან გადააყენა. მიუხედავად უნიჭო გეგმისა, რუსებს მაინც ჰყავდათ აუსტერლიცის გმირები, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს არმიის გადასარჩენად. მათ შორის იყო ბაგრატიონი. ის დააჯილდოვეს წმინდა გიორგის მეორე ხარისხის ორდენით. ამ ბრძოლის შემდეგ მან დიდი პოპულარობა მოიპოვა რუსეთში.



კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1050 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები