შაბათი, 20.04.2024, 04:13
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » პეტრე ბაგრატიონი.
20:15
პეტრე ბაგრატიონი.

მეოთხე კოალიციის ომი 

1806 წელს რუსეთმა, ინგლისმა, პრუსიამ და შვედეთმა] შექმნეს კიდევ ერთი, რიგით მეოთხე კოალიცია. არმია რუსეთს და პრუსიას გამოჰყავდათ, მის ფინანსურ უზრუნველყოფაზე კი როგორც ყოველთვის ინგლისი ზრუნავდა. ჯერ კოალიციას მტრის წინააღმდეგ მოქმედება არ დაეწყო, რომ ნაპოლეონი პრუსიაში შეიჭრა 170 ათასიანი არმიით.მან პრუსიის არმია იენასთან გენერალურ ბრძოლაში გაანადგურა. 15 (27) ოქტემბერს კი უკვე ბერლინი აიღო.

ამავე წელს ფრანგები პოლონეთში შევიდნენ. საომრად მზად იყვნენ ბუკსგევდენის და ბენიგსენის კორპუსები, რომელთა საერთო რაოდენოდა 130 ათასს შეადგენდა. არმიის მთავარსარდლად მოხუცი გენერალი კამენსკი დაინიშნა. თუმცა ის მალევე მიხვდა, რომ მთავარსარდლობას ვერ შესძლებდა და არმია დატოვა. იმპერატორმა მთავარსარდლად ბენიგსენი დანიშნა. მისი არმია უნიჭოდ იხევდა უკან და ფრანგების გეგმებს უწყობდა ხელს. ასეთ ვითარებაში 27 იანვარს ბაგრატიონი არმიაში გამოცხადდა და ავანგარდის მეთაურობა ჩაიბარა. მას ხელში ჩაუვარდა წერილი, რომელსაც ბერტიე სწერდა მარშალ ბერნადოტს და უკან დახევა დაიწყო. ბერნადოტის დასაბნევად კი ერთ–ერთი დანაყოფი დატოვა, რომელთაც დემონსტრაციული მანევრი უნდა განეხორციელებინათ. ამ მოქმედებამ არმია იხსნა სრული კრახისგან, თუმცა ბენიგსენი უკან დახევას განაგრძობდა. 5 თებერვალს ბაგრატიონმა ბრძოლები გადაიტანა ქალაქ გოფთან. შემდეგ მას დაევალა შეეკავებინა ფრანგები, სანამ არმია პრეისიშ–ეილაუს მიაღწევდა, სადაც სურდა ბენიგსენს საკონტროლო ბრძოლის გამართვა. ბაგრატიონმა მისი ძალების მთავარი ნაწილი პრეისიშ–ეილაუში გაამაგრა, დანარჩენი კი მის მახლობლად. პირველად შეტევაზე გადმოვიდა ფრანგების ავანგარდი მიურატის მეთაურობით. ბაგრატიონმა უკუაგდო ეს შეტევა. მიურატმა ისევ დაიწყო რუსებზე შეტევა, თან ახლა მას მიეშველნენ ოჟეროსა დასულტის კორპუსები, რომლებიც გვერდიდან უვლიდნენ არიერგარდს. ბაგრატიონმა კონტრიერიშით ისევ უკუაგდო მტერი. ამ დროს ბრძოლას ნაპოლეონმა მოუსწრო, მან კიდევ წამოიწყო შეტევა, თუმცა ბაგრატიონი ბრძოლას აღარ აპირებდა. მან დაკისრებული მისია შეასრულა და ფრანგები შეაყოვნა. პეტრემ ქალაქი დატოვა, უკან დაიხია და ფრანგებს გაეცელა. ამის მიუხედავად ეილაუ ფრანგების ხელში დიდხანს არ ყოფილა. ბენიგსენის ბრძანებით ბაგრატიონმა იერიში მიიტანა და ქალაქი დაიბრუნა. ამას მოჰყვა ქალაქზე ფრანგების იერიში. ბაგრატიონის სურვილის მიუხედავად ბენიგსენმა მას უკან დახევა უბრძანა.

ეილაუს ბრძოლა. ქალაქ ეილაუს ბაგრატიონის საპატივცემულოდ 1946 წლის 7 სექტემბერსბაგრატიონოვსკი უწოდეს.

რუსეთის არმიის უკან დახევის შემდეგ ორივე მხარემ გადამწყვეტი ბრძოლისთვის დაიწყო მზადება. ეილაუს ბრძოლადაიწყო 7 თებერვალს. სხვადასხვა წყაროების მიხედვით რუსების და პრუსიის არმიაში დაახლოებით 67 ათასი, ფრანგებისაში კი 45–დან 70 ათასამდე კაცი შედიოდა. ბრძოლამ 15 საათს გასტანა.  ბრძოლის განმავლობაში რუსებმა უპირატესობა მოიპოვეს, მათ შეეძლოთ ნაპოლეონის არმია საბოლოოდ დაემარცხებინათ, თუმცა ეს ვერ შეძლეს მთავარსარდლის უხეირო გადაწყვეტილების გამო. არმიამ უკან კენიგსბერგისაკენ დაიხია და ფრანგების დამარცხების შანსი გაუშვა ხელიდან. ორივე მხარემ ბრძოლაში დაახლოებით 25 ათასი ჯარისკაცი დაკარგა.

ამის შემდეგ არმიებმა შეისვენეს, თუმცა ორივე მხარე გარდაუვალი კონფლიქტისთვის ემზადებოდა. 1807 წლის მაისისმეორე ნახევარში რუსეთის არმიამ იერიში დაიწყო. ავანგარდს ბაგრატიონი მეთაურობდა. 10 ივნისს ფრანგებმა კონტრიერიში წამოიწყეს და რუსებს უკან დახევა აიძულეს. როგორც ყოველთვის ასეთ სიტუაციაში არიერგარდს ბაგრატიონი ჩაუდგა სათავეში უკან დახევის უზრუნველსაყოფად. მან ეს მისია წარმატებით შეასრულა. არმიამფრიდლანდისკენ დაიხია, სადაც 15 ივნისს გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა. ბენიგსენმა თავისი უნიჭო მოქმედებებით არმია დაღუპა. ის დამარცხდა და უკან დაიხია ტილზიტისაკენ, სადაც 1807 წლის ივლისის დასაწყისში დაიდო ზავი, რომელიც ტილზიტის ზავის სახელითაა ცნობილი.

რუსეთ–შვედეთის ომი 

პეტრე ბაგრატიონის პორტრეტი, სალვადორ ტონჩის ნამუშევარი

კოალიციის დამარცხების შემდეგ ბაგრატიონი პეტერბურგში დაბრუნდა, თუმცა იქ ყოფნა დიდხანს არ დასცალდა, რადგან ამ დროს იმპერატორმა ალექსანდრე I–მა შვედეთთან ომი დაიწყო. რუსეთის არმიამ, რომლის მთავარსარდალი იყო ბუკსგევდენი21 თებერვალსფინეთში შეიჭრა. ბაგრატიონის 21–ე დივიზიამ მოყინული და საშიში გზები საკმაოდ წარმატებით გადალახა და მარტის პირველ ნახევარში დაიკავა ქალაქები ტავასტჰუსიაბო და ტამერფორსი. შემდეგ განაგრძო წინსვა. 8 დღეში გმირული მანძილი 200კმ გაიარადა ბეირნებორგი აიღო. მას სურდა დევნა გაეგრძელებინა, თუმცა ამაში ხელი ბუკსგედევნმა შეუშალა. არმიამ თავისი მოქმედებით სამხრეთ ფინეთი დაიკავა. აპრილში ბაგრატიონმა არმია ჯანმრთელობის გამო დატოვა და მხოლოდ სექტემბერში დაუბრუნდა მას. ის დაინიშნა ფინეთის დასავლეთ სანაპიროს დამცველი ჯარების მეთურად.აქ მას მოუხდა მის მიერვე დაკავებული ქალაქ აბოს დაცვა. მან სამჯერ მოიგერია შვედების დესანტი, რის შემდეგაც შვედებმა ქალაქის დაბრუნებაზე ხელი ჩაიქნიეს.

ახლად დანიშნულმა მთავარსარდალმა კნორინგმა გადაწყვიტა ბოტნიის ყურის გავლით არმია სტოკჰოლმისკენ წაეყვანა. ბევრს არ მოსწონდა ეს გეგმა, რადგან ყურის გადალახვა თითქმის შეუძლებელი იყო. ბაგრატიონი ყურისკენ დაიძრა და მან 17 ათასი ჯარისკაცით ყურე გადალახა. ეს მისი კიდევ ერთი გმირობა იყო. ამის შემდეგ ბაგრატიონმა დაიკავა ალანდის კუნძულები. არმია სტოკჰოლმისკენ გაემართა, გზაზა ქალაქები აიღო, თუმცა დედაქალაქში აღარ შესულა, რადგან 1809 წლის 17 სექტემბერს ომი ფრიდრიხსგამის ზავითდამთავრდა. ბაგრატიონს დამსახურებებისთვის ინფანტერიის გენერლის ჩინი უბოძეს.

პირადი ცხოვრება 

ეკატერინე პავლეს ასული რომანოვი

ბაგრატიონს პირად ცხოვრებაში ბედი არ წყალობდა. სამკურნალოდ წასვლის წინ აპრილის ბოლოს ის რამოდენიმე დღით პეტერბურგში დარჩა, სადაც მეუღლის საქმეების რწმუნებული ვ. ბოგოლიუბოვი ესტუმრა. ვენაში ფუქსავატური დროის ტარების გამო ეკატერინეს დიდი ვალები დაედო და ქმრისთვის ფულის სათხოვნელად რწმუნებული გამოუშვა. ეკატერინე პეტრეს ფულს დარცხვენილი კი არ სთხოვდა, არამედ ხმას ავრცელებდა თითქოს მას ვალები ქმრის გამო დაედო. ბაგრატიონმა ამის მიუხედავად დააკმაყოფილა მეუღლის თხოვნა.

ამ დროს ბაგრატიონი 43 წლის იყო და ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მათ შორის იმპერატორ ალექსანდრე I-ის და ეკატერინე. ეკატერინე ჯერ ავსტრიის იმპერატორ ფრანც II-ზე უნდა გაეთხოვებინათ, თუმცა ეს საქმე ჩაიშალა და ის გაათხოვეს ოლდენბუგის უფლისწულ გეორგზე, რომელიც რუსეთის არმიაში ჩინით გენერალ-მაიორი იყო. გათხოვილმა ქალმა მაინც ვერ შეძლო ბაგრატიონის დავიწყება. არც ბაგრატიონი იყო მისდამი გულგრილი. ამ გარემოებით უკმაყოფილო იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ბაგრატიონის ოსმალეთის წინააღმდეგ გაშვება დააჩქარა.

რუსეთ-ოსმალეთის ომი .

Searchtool-80%.png

როდესაც ბაგრატიონი მოლდავეთის არმიაში ჩავიდა, მისი მთავარსარდალი იყო ფელდმარშალი ალექსანდრე პროზოროვსკი. თუმცა ის 22 აგვისტოს გარდაიცვალა და არმიის მეთაურობა ბაგრატიონს დაევალა. ალექსანდრე I-ის ბრძანებით ბაგრატიონმა შეტევა წამოიწყო. მან დუნაი გადალახა და აიღო ციხე-სიმაგრეები: გაჩინა, გირსოვი და კიუსტენჯი. 17 სექტემბრს კი იერიში მიიტანა რასევატზე და აიღო ციხე-სიმაგრე. ამ გამარჯვებისთვის ბაგრატიონი დააჯილდოვეს წმინდა ანდრეა პირველწოდებულის ორდენით. პეტრემ კიდევ აიღო იზმაილი და ბრაილოვი, თუმცა ისევ გრძელდებოდა სილისტრიის ალყა. პეტრეს კიდევ მოუხდა ბრძოლის გადახდა სილისტრიისკენ მომავალ ოსმალებთან. ბრძოლა ტარაცი

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1133 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები