სამშაბათი, 23.04.2024, 15:36
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » 1812.
20:17
1812.

1812 

Searchtool-80%.png
ბაგრატიონის გეგმა ნაპოლეონის ლაშქრობის წინააღმდეგ
საფრანგეთ-რუსეთის ომის ნაწილი
Napoleon Neman.jpg
ტიპისამხედრო ოპერაცია
მდებარეობაევროპა
დაიგეგმა1812 წელს
დაგეგმაპეტრე ბაგრატიონმა
მიზანიშეეტიათ საფრანგეთის არმიისთვის მანამდე, სანამ ის საზღვარს გადმოლახავდა, რათა მის წინააღმდეგ შეტევითი ოპერაციები ეწარმოებინათ
შედეგიალექსანდრე I-მა არ დაამტკიცა

1812 წლისთვის რუსეთსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობა საკმაოდ დაიძაბა. ნაპოლეონმა ავსტრიასა დაპრუსიასთან ხელშეკრულება დადო, რის მიხედვითაც მათი არმიები ნაპოლეონის განკარგულებაში გადადიოდნენ. თავის მხრივ რუსეთს მხარს უჭერდა ინგლისიშვედეთი და ესპანეთი. ორივე სახელმწიფო ომისთვის ემზადებოდა. ასეთ ვითარებაში ალექსანდრე I-მა ბაგრატიონს ჩააბარა პოდოლსკის არმიის მთავარსარდლობა. ბაგრატიონმა შეადგინა სამოქმედო გეგმა. ამ გეგმის ძირითადი იდეა შეტევითი მოქმედებების წარმოება იყო. გეგმის მიხედვით რუსები შეტევაზე სწრაფად უნდა გადასულიყვნენ, მოეგოთ დრო, ესარგებლათ მოულოდნელობით და საფრანგეთისთვისჩამოეცილებინათ მოკავშირეები: ავსტრიაპრუსია და პოლონეთი. ის სწერდა იმპერატორს:

ვიკიციტატა
«ამრიგად, მიმაჩნია ომი არა მარტო გარდუვალად, არამედ აუცილებლად რუსეთის უსაფრთხოებისა და მისი წმიდათაწმიდა უფლებების დასაცავად, მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში უმთავრესია, ერთი მხრივ, თავი დავიზღვიოთ მოულოდნელი თავდასხმისაგან, ხოლო მეორე მხრივ – მოვიგოთ დრო, სულ ცოტა 6 კვირა მაინც, რათა მივაყენოთ პირველი დარტყმები და ვაწარმოოოთ შეტევითი და არა თავდეცვითი ომი»

იმპერატორმა ეს გეგმა არ დაამტკიცა. მან არჩია გენერალ ფულის გეგმა, რომლის მიხედვითაც არმია სამ ნაწილად იყოფოდა და წარბი ძალების შემოტევის შემთხვევაში უკან დახევას ითვალისწინებდა.

ასეთ ვითარებაში 24 ივნისს ნაპოლეონმა 600-ათასიანი არმიით ომის გამოუცხადებლად დაგალახა მდინარე ნემანი. მის წინააღმდეგ იდგა 200 ათასზე ცოტა მეტი ჯარისკაცი, როგორც ვთქვით სამ დამოუკიდებელ არმიად დაყოფილი. პირველს – დასავლეთის არმიას მეთაურობდა მიხეილ ბარკლაი-დე-ტოლი. მის განკარგულებაში იყო 110 ათასი ჯარისკაცი. მეორე იყო 50-ათასიანი პოდოლსკის არმია, რომელსაც ბაგრატიონი მეთაურობდა. მესამე იყო 40-ათასიანი სარეზერვო არმია. მას გენერალი ალექსანდრე ტორმასოვი მეთაურობდა. ფრანგების არმიის სიმრავლის გამო ორივე არმიამ, ფულის გეგმის მიხედვით უკან დაიხია დრისის ბანაკისკენ ისე, რომ გენერალური ბრძოლა ფაქტობრივად არ გაუმართავს. ბაგრატიონის უკან იხევდა და მას ფეხდაფეხ მოჰყვებოდნენ ფრანგები დავუსა და ჟერომ ბონაპარტისმეთაურობით. დავუს წინააღმდეგ მან საბრძოლველად გაუშვა რაევსკის 10-ათასიან კორპუსი, 17 ივლისს თვითონ კიდნეპრი გადალახა. მან თავი დააღწია ფრანგების ძალებს, თან მათ დიდი ზარალი მიაყენა. 22 ივლისს ორი არმიასმოლენსკში შეერთდა. ამ მოქმედების შესახებ ბაგრატიონის ადიუტანტი გოლიცინი წერდა:

პეტრე ბაგრატიონი 1812 წელს,ტროპინინის ნამუშევერი
ვიკიციტატა
«სწრაფი და მაღალი ხელოვნებით შესრულებული მარში, რომელსაც ჩვენ უნდა ვუმადლოდეთ რუსეთის არმიების შეერთებას სმოლენსკთან, აყენებს ბაგრატიონს 1812 წელს რუსეთის მხსნელთა რიგებში[29]»

ბაგრატიონს უფრო მაღალი ჩინი ჰქონდა, მაგრამ ის თავისი ნებით დაემორჩილა ბარკლაი-დე-ტოლის, როგორც რუსეთის სამხედრო მინისტრს. ასე, რომ მთავარსარდლობა ბარკლაი-დე-ტოლის ერგო.

17 აგვისტოს ნაპოლეონმა ამჯერად სმოლენსკზე მიიტანა იერიში. ქალაქს იცავდა დასავლეთის პირველი არმია. მეორე, ბაგრატიონის არმია კი მოსკოვის გზას იცავდა, რათა მტრისთვის გარსშემოვლის საშუალება არ მიეცა. ბარკლაი-დე-ტოლიმ თავიდან მტერს ქალაქი არ დაუთმო, თუმცა შემდეგ დღეს ის სმოლენსკი და ფრანგებს ჩაუგდო ხელში. ამ მოქმედებამ საყოველთაო უკმაყოფილება გამოიწვია. ბაგრატიონსა და ბარკლაი-დე-ტოლის შორის, რომლებიც ბოლოსდაბოლოს შერიგდნენ, კვლავ დაიძაბა ურთიერთობა. საბოლოოდ ამ მოქმედებით ბარკლაიმ მხედართმთავრობა დაკარგა. ალექსანდრე I-მა მთავარსარდლობა კუტუზოვს ჩააბარა. 30 აგვისტოს ის არმიის შტაბში ჩავიდა და მოვალეობის შესრულებას შეუდგა.



კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1018 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები