ოთხშაბათი, 12.12.2018, 22:14
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » პეტრე ბაგრატიონი.
20:18
პეტრე ბაგრატიონი.

ბოროდინოს ბრძოლა .

Searchtool-80%.png
ბაგრატიონის ფლეშები, ფრანც რუბო
ბაგრატიონის ფლეშები, ფრანც რუბო

კუტუზოვმა მალევე ყველასთვის სანატრელი გენერალური ბრძოლის ადგილად ბოროდინოს ველი არჩია. ფრანგებს 130,000 ჯარისკაცი და 587 ზარბაზანი ჰყავდათ, რუსებს კი 120,000 ჯარისკაცი და 640 ზარბაზანი. ბაგრატიონს მაცხენა ფლანგი ებარა. უშუალოდ ბრძოლას წინ უძღვოდა ფრანგების იერიში შევარდინოს რედუტზე. 5 სექტემბერს მიურატმა შევარდინოზე შეტევა დაიწყო. წინააღმდეგობის მიუხედავად მან რედუტი დაიკავა. ამის შემდეგ ბრძოლაში ბაგრატიონი ჩაერთო და რედუტი დაიბრუნა, თუმცა კუტუზოვის ბრძანებით გვიან ღამით უკან დაიხია და შევარდინო ფრანგებს დაუთმო.

7 სექტემბერს ფრანგებმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს რუსების მარცხენა ფრთას, რომელსაც ბაგრატიონი მეთაურობდა. მას დაახლოებით ასი ზარბაზანი უტევდა. პირველი იერიში დავუმ წამოიწყო 25-ათასიანი კორპუსით ბაგრატიონის ფლეშებზე.ეს იყო ოთხი ისრის წვერის ფორმის მიწური, რომელიც რკალად შეკრულ ეშალონს ქმნიდა მდინარეკალოჩას წინ. ეს პოზიციები იცავდა რუსების მარცხენა ფლანგს, თუმცა კი არავითარი ლანდშაფტური უპირატესობა არ გააჩნდა. ფლეშებს ასევე ჰქონდა საარტილერიო შენაერთებისოფელ სემოინოვსკოეს მაღლობზე. რომლის ამაღლებული რელიეფი მდ. კალოჩას მარცხენა ნაპირზე კონტროლის საშუალებას აძლევდათ.

სურათის ცენტრში ჩანს დაჭრილი ბაგრატიონი, მასთან ახლოს კი ცხენზე შემჯდარი კონოვიცინი. პეტერ ფონ ჰესი, «ბოროდინოს ბრძოლა»(1843).

ფლეშები დაკავებული ჰქონდა გრენადერების მეორე დივიზიას მიხეილ ვორონცოვის მეთაურობით. 6 საათზე არტილერიის დაბომბვის შემდეგ პირველად შეტევაზე გადავიდნენ დეზესა და კომპანის დივიზიები. მათ გადალახეს ეგერთა წინააღმდეგობა და ფლეშებში შეაღწიეს უტიცკის ტყის გავლით. როდესაც დაიწყეს განლაგება, ისინი მოხვდნენ ეგერების ცეცხლის ქვეშ, რომლებსაც კონტრშეტევა წამოეწყოთ და უკან დახევა მოუხდათ.

8 საათზე ფრანგებმა მეორე იერიში წამოიწყეს და დაიკავეს ფლეშების სამხრეთი ნაწილი. ბაგრატიონმა ვორონცოვის დივიზიას საკუთარი ძალები მიახმარა. ფრანგებმა ფლეშბი დატოვეს. დაიჭრნენ კომპანი და დეზე, ასევე კონტუზიამიიღო მარშალმა დავუმ.

მესამე შეტევისთვის ნაპოლეონმა გააძლიერა შემტევი ძალები ნეისა და მიურატის კორპუსების ნაწილებით, ასევე ზარბაზნების რიცხვი 160-მდე გაზარდა. თავისმხრივ ბაგრატიონმაც მიიღო დახმარება კუტუზოვისგან, თუმცა ფრანგებმა მაინც შეძლეს ფლეშების სამხრეთ ნაწილში შეღწევა. ხიშტებით ბრძოლაში მძიმედ დაიჭრნრნ გენერლები:დიმიტრი ნევეროვსკი და მიხეილ ვორონცოვი.

დაჭრილი ბაგრატიონი გაჰყავთ ბოროდინოს ბრძოლიდან, ფრანც რუბოს ნამუშევარი

რუსებმა წამოიწყეს კონტრშეტევა კირასირების პოლკით ისე, რომ მარშალი მიურატი რამის ტყვედ ჩავარდა. მათდა სამწუხაროდ კავალერიას მხარი ვერ აუბეს ქვეითებმა. კირასირები უკუგდებულ იქნენ ფრანგების მიერ. ასე, რომ დილის 10 საათისთვის ფლეშები ისევ ფრანგების ხელში იყო. საბოლოოდ რუსებმა მაინც შეძლეს მისი დაბრუნება ქვეითთა მესამე დივიზიის კონტრშეტევის შემდეგ, რომელსაც მართავდა გენერალიკონოვიცინი.

11 საათისთვის ნაპოლეონმა 45 ათასი ქვეითითა და კავალერიით და თითქმის 400 ქვემეხით დაიწყო მეოთხე იერიში.[33] ბაგრატიონმა, რომელიც მიხვდა, რომ ამხელა ძალების ზეწოლას ვერ გაუძლებდა, თვითონ გადავიდა შეტევაზე 20 ათასი კაცით, რომელსაც სათავეში თვითონ ჩაუდგა. ფრანგებმა ბაგრატიონის ძალები შეაჩერეს და დაიწყო ხიშტებით ბრძოლა, რომელიც ერთ საათს გაგრძელდა. რუსებმა უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ ამ დროს ბაგრატიონი ყუმბარის ნატეხებით თეძოში დაიჭრა და ბრძოლას გამოეთიშა. ამან ჯარისკაცებზე რა თქმა უნდა ცუდად იმოქმედა. მათ უკან დახევა დაიწყეს. მეორე არმიის ხელმძღვანელობა კონოვიცინმა ითავა, რომელიც შემდეგკუტუზოვმა ინფანტერიის გენერალი დოხტუროვით შეცვალა.

სიკვდილი 

დაჭრილი ბაგრატიონი გადაიყვანეს მამიდამისთან სოფელ სიმში. სიმში ჩასვლამდე მან გაიგო მოსკოვის აღების ამბავი და როსტოპჩინს მისწერა:

ვიკიციტატა
«მშვიდობით, ჩემო პატივცემულო მეგობარო! მე მოვკვდები არა ჭრილობით, არამედ მოსკოვით»

სიმში მან მიიღო იმპერატორი ალექსანდრე I რესკრიპტი:

ვიკიციტატა
«თავადო პეტრე ივანის ძევ! კმაყოფილებით მომსმენი თქვენი საგმირო საქმეებისა და გულმოდგინე სამსახურის ამბებისა, ფრიად დამაღონა თქვენს მიერ მიღებულმა ჭრილობამ, რამაც დროებით ჩმოგაცილათ ბრძოლის ველს, სადაც თქვენი ყოფნა ახლანდელ საომარ გარემოებებში ესოდენ საჭირო და სასარგებლოა. ვისურვებ და ვიმედოვნებ, რომ უფალი ადრე და მალე მოგანიჭებთ შვებას შესამკობლად თქვენის საქმეებისა ახალი სახელითა და დიდებით. ამავე დროს, არა თქვენი დამსახურების ჯილდოდ, რომელსაც უახლოეს დროში მიიღებთ, არამედ თქვენი შეძლების ერთგვარ შემწეობად, ერთროულად გიბოძებთ ორმოცდაათ ათას მანეთს, დავშთბი თქვენი მოწყალე ალექსანდრე»
ბაგრატიონის საფლავი ბოროდინოს ველზე

დასავლეთის მეორე არმიის მთავარი მედიკოსი განგარდტი, რომელიც ბაგრატიონთან იყო ბოლო წუთებამდე, წერდა:

ვიკიციტატა
«ჭრილობისაგან ის გრძნობდა სასტიკ ტკივილს, იტანჯებოდა შეტევებით, მაგრამ მცირეოდენი წუხილიც კი არ წარმოუთქვამს თავის ბედსა და წვალებაზე, ყველაფერს იტანდა, როგორც ნამდვილი გმირი, არ ეშინოდა სიკვდილისა, მის მოახლოებას ისეთივე სიმშვიდით ელოდა, როგორითაც მზად იყო შეხვედროდა მას გააფთრებულ ბრძოლაში»

24 სექტემბერს ჭრილობის მიღებიდან 17 დღის შემდეგ ბაგრატიონი გარდაიცვალა. 30 სექტემბერს კი ის დაასაფლავესსიმის ეკლესიაში.

ბაგრატიონის ადიუტანტი, დენის დავიდოვი იბრძოდა ბაგრატიონის ნეშთის ბოროდინოს ველზე გადასვენებისთვის და 27 წლის შემდეგ საწადელს მიაღწია. 1839 წელს მან მოიპოვა ბაგრატიონის ნეშთის გადასვენების უფლება, თუმცა მას ვერ მოესწრო.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1292 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები