ხუთშაბათი, 28.03.2024, 20:06
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » გურამ აბსანძეს "ლაღიძის წყლის" წარმოება აუკრძალეს.
20:27
გურამ აბსანძეს "ლაღიძის წყლის" წარმოება აუკრძალეს.

ზვიად გამსახურდიას მთავრობის ფინანსთან მინისტრს გურამ აბსანძეს რუსეთში "ლაღიძის წყლის" წარმოება აუკრძალეს. მის წინააღმდეგ სარჩელი სმოლენსკის სასამართლოში მიტროფანე ლაღიძის შთამომავლებმა შეიტანეს. 

თბილისში მდებარე ქარხნა "ლაღიძის წყლის" დირექტორის მოადგილის, ნანა ჩახაიას განცხადებით, სმოლენსკის სასამართლომ მათი სარჩელი დააკამყოფილა და ყოფილ ქართველ ჩინოვნიკს და მის პარტნიორს, რამაზ ლაღიძეს სმოლენსკის ქარხანაში "ლაღიძის წყლის" ჩამოსხმა აუკრძალა. "მას ფულადი ჯარიმაც დააკისრეს", - განაცხადა ჩახაიამ.

არსებული ინფორმაციით, გარკვეული პრობლემები შეექმნა ქარხანა "ბოროდინო 2006"-საც, სადაც აბსანძე ფალსიფიცირებულ წყალს რამაზ ლაღიძესთან ერთად აწარმოებდა.

მიტროფანე ლაღიძის შთამომავლები რამაზ ლაღიძის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ქართულ სასამართლოში გეგმავენ, რამდენადაც, მათი ინფორმაციით, რამაზ ლაღიძე ფალსიფიცირებულ "ლაღიძის წყალს" ქუთაისში მდებარე ქარხანაში აწარმოებს.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1029 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები