სამშაბათი, 19.03.2024, 08:49
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 09

 ყველაზე დიდ მოგზაურსაც კი, მთელი მსოფლიო რომ უნახავს და დაუთვალიერებია, უჭირს, ბოლომდე შეიცნოს ამა თუ იმ ქვეყნის მცხოვრებთა წეს-ჩვეულებები. ამას წლები, დიდი ძალისხმევა და დაკვირვების უნარი სჭირდება ხოლმე. ამიტომ,  ძნელია უცხო ქვეყანაში ქალთა მდგომარეობის ზუსტი სურათის აღწერა, პირველი შთაბეჭდილება ძალიან ხშირად არ მეთხვევა სინამდვილეს და იქმნება არასწორი სტერეოტიპი, რომლის წაშლასაც საუკუნეც არ ყოფნის. იქ, სადაც ქალი ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში არ მონაწილეობს, სადაც მას მხოლოდ მეუღლის, დიასახლისის როლი აკისრია, ძნელია, განჭვრიტო, რამდენად დაჩაგრულად გრძნობს ის თავს, რა უჭირს, რა ულხინს, რით არსებობს, რა აინტერესებს. გარეგნული ნიშნებით აკეთებ დასკვნებს და შინდაბრუნებულს აზრადაც არ მოგდის მონათხრობს დაამატო, ერთი შეხედვით ჩანს ასე, თორემ შიგნით რა ხდება, რა ვიციო. სტერეოტიპს ხშირად ის ქალები ანგრევენ, რომელთაც საზოგადოებაში გარკვეული მდგომარეობა და პატივისცემა მოიპოვეს. მაგრამ ისინი გამონაკლისებად გამოიყურებიან და ძალაში მაინც ერთ დროს შექმნილი, ხანდახან მცდარი, შთაბეჭდილება რჩება.

   იაპონია
   როგორც ცნობილია, იაპონელი ქალები ცხოვრობენ საზოგადოებაში, რომელსაც "მართავს და განაგებს მამაკაცი”. ამ ქვეყანაში მამაკაცს დომინანტის როლი ისტორიულად უჭირავს, ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1068 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

მსოფლიო ისტორიაში კიდევ ბევრი დედოფალი არსებობდა ამ სახელით, მაგრამ ადამიანის გონებაში კლეოპატრა ერთადერთ ქალთან ასოცირდება. ფარაონთაგან უკანასკნელი. პირველი ქალი-პოლიტიკოსი. დიპლომატი. პოლიგლოტი. მათემატიკოსი. მზეთუნახავი და ურჩხული ერთ სახეში.

 

  ყველაფერი ჰქონდა, რაც ისურვა: სიყვარული, ძალაუფლება, სიმდიდრე, პრესტიჟი. ჰქონდა იმიტომ, რომ იცოდა: მიზნის მიღწევა  უფრო ადვილია, თუ მას "მოატუებო”. შინაგანად სასურველ შედეგზე კონცენტრირებული უნდა იყო, გარეგნულად კი მსუბუქად, მოშვებულად მოქმედებდე. აქაოდა, სერიოზულად არ მიიღოთ, უბრალოდ ვთამაშობო! ასეთია ე. წ. "პარადოქსული ზრახვების”  მეთოდი.

 

თამაშის წყალობით კლეოპატრამ ძალიან ბევრი მიიღო.

 
1. გონებრივი თამაშობები.  ცხოვრება თვითდინებას რომ არ მიყვეს,  თავში, წარმოსახვაში უნდა შექმნა მოვლენები, ხლართო ინტრიგები,  გაერთო დიალოგებით, გათვალო ნაბიჯები. კლეოპატრას გზა ტახტისკენ, რომელიც მას 18 წლისას ერგო, - წინასწარ მოფიქრებული, გააზრებული სვლების ჯაჭვი იყო. გზა სიყვარულისკენ პირველი შვილის ცეზარიონის ჩასახვამდე - ესეც გონებრივი თამაშების ნაყოფი აღმოჩნდა. 
  ლაგიდების ოჯახის დინასტიური კანონების მიხედვ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1085 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

 "მე შენ მიყვარხარ” ეს სწორედ ის სიტყვებია, რაც ჩვენს გულს ყველაზე მეტად სიამუვნებს საყვარელი ადამიანისგან. ამ სიტყვების მნიშნველობა ყველა ქვეყანაში ერთნაირია ჟღერადობა კი სხვადასხვა. აი როგორ ჟღერს ეს სიტყვები მსოფლიოს სხვადასხვა ენებზე.

 

 

 

ქართველური ენები: ა) მე შენ მიყვარხარ!; 
                                      ბ) მეგრული: მა სი მიორქ!; 
                                      გ) სვანური: მი სი მალატ!

 


აფხაზურად: სარა ბარა ბზია/სარა ბსბოიტ ბზია (მდედრ/მამრ.)
ავარულად (დაღესტანი): დიი მუნ იოტლულა
აზერბაიჯანული: მან სანი სევირამ
ალბანური: უნე დუა ტი
არაბული:  ანა ბეჰიბაკ (მამაკაცს) /ანა ბეჰიბეკი
აფრი ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1284 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

საზიანოა თუ არა კომპიუტერი მასთან მომუშავე ადამიანების თვალებისათვის? დღეისათვის ამის შესახებ დამაჯერებელი მტკიცებულებები არ არსებობს. თუმცა, კომპიუტერთან მუშაობის დროს ადამიანთა ჩივილები თვალების არეში არასასიამოვნო შეგრძნებებისა და დისკომფორტის გამო სულ უფრო მატულობს, აქედან გამომდინარე,  მხედველობისათვის მონიტორების უსაფრთხოების პრობლემა დიდ ყურადღებას იქცევს.
 გამოკვლევები,  მოწმობენ, რომ თვალებისათვის საშიში მაიონიზებელი (რენტგენის ტიპის) და არამაიონიზებელი (ულტრაიისფერი) გამოსხივების დონე, რომელიც მოდის ეკრანიდან, საკმაოდ დაბალია. მაგალითად, მონიტორიდან მომდინარე ულტრაიისფერი გამოსხივების დონე უმნიშვნელოა დღის ნათურების გამოსხივებასთან შედარებით. ულტრაიისფერი გამოსხივების ამ დოზას არ შეუძლია კატარაქტის გამოწვევა თუნდაც მთელი სიცოცხლის მანძილზე ზემოქმედებდეს. ზოგჯერ, კომპიუტერთან მუშაობის შემდეგ, წარმოიქმნება შავ-თეთრი საგნების "შეფერადების” შეგრძნება. თუმცა ეს დაავადების ნიშანი კი არა, ნორმალური მხედველობისათვის დამახასიათებელი თავისებურებაა. ეს, 
ეგრეთწოდებული, მაკ`კალახის ეფექტია, რომლის დროსაც ეკრანზე არსებული ძირითადი ფერების გარდა საგნები იძენენ დამატებით შეფერილობას. 
... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1098 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

 სულ რაღაც სამი კიბე უნდა აიარო, შემდეგ შეხვალ ერთ დიდ, მშვიდ და ძველ საყდარში. უკვე ერთი საუკუნეა ზარის ხმა ქრისტიანებს წირვაზე იწვევს... დრო ყველაფერს აძველებს და ფერს უკარგავს, მაგრამ ეკლესია გამონაკლისია. აქ ყველაფერი წმინდაა, მნიშვნელოვანი და სათაყვანებელია _ ის დიდი კედლებიც, ის დაფიცრული სახურავიც, რომელიც წვიმამ და თოვლმა დაალპო,... მაგრამ რამდენიმე თვეში ეს ეკლესია დაინგრევა, დარჩება მხოლოდ ფირზე აღბეჭდილი კადრები, ისტორიაში კიდევ ერთი ძველი ტაძარი შეიცვლება ახლით. სახელი უცვლელი დარჩება, თვითონ კი უფრო გალამაზდება, ფორმას შეიცვლის. ბოლოს კი გავიგონებთ ნაცნობს და საამურ ხმას. ეს, ამ ეკლესიის მამაოა... იგი ადრე ერის კაცი იყო და თურმე ფეხი აქ აუდგამს. უკვე ხუთი წელია რაც ამ ტაძარში მსახურობს და უფალს თავისი მრევლის სულიერ სიმშვიდეს შესთხოვს.
  ხაშურის რუის-ურბნის ეპარქიის ერთ-ერთი უმთავრესი საკათედრო ტაძარი - იოანე ნათლისმცემლის სახელს ატარებს. ჩემი ვიზიტი ამ ეკლესიაში იმ ცნობილმა ფაქტმა განაპირობა - სადღაც ათი წლის წინ აქ მსახურობდა ვინმე ვახტანგ ზვიადაძე. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე ხანში გავრცელდა ხმა, რომ იგი ნათლობის რიტუალს არასწორად ატარებდა. ამბავი გასარკვევი და  საინტერესო მეჩვენა, ამიტომ აქ გამოვეშურე და წმ. მამას ამ ფაქტთან დაკავშირებით გავესაუბრე. თან დროც არ დავკარგე და ჩემი მკითხველისთვის ნათლობასთან დაკავშირებით საინტერესო პასუხებიც წამოვიღე...

... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1586 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

- რატომ უნდა ვიმარხულოთ?
- მარხვა პირველ რიგში ადამიანს იმისათვის სჭირდება რომ შეიცნოს საკუთარი თავი. 40 დღიანი მარხვები უნდა დავიცვათ იმიტომ, რომ განვიწმინდოთ იმ ცოდვებისაგან რაშიც ვართ ჩაფლულები. მარხვა ერთერთი საშუალებაა გაგვახსენოს რა ცოდვებში ვიმყოფებით. ხსნილში ადამიანი უფრო თავისუფალია, თამამია, მისი გონება და ფიქრი სხვა რამისკენ მიისწრაფვის. როდესაც მარხვა მოდის ყოველი ჩვენთაგანი ემზადება იმისათვის, რომ საკუთარი ცოდვები გამოიცნოს, ბევრია დაფარული ცოდვები რომელსაც ვერ ვხედავთ, ვერ ვამჩნევთ და ამ დროს უფრო ვუფიქრდებით. შეიძლება ისეთი ცოდვაც ამოტივტივდეს რაც ჩვენთვის უცნობია, დავიწყებულია. ხშირ შემთხვევაში მარხვა არის ჩვენი სულის საცხონებელი და ცოდვების დამნახვებელი.

- დიდმარხვაში როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი?
- დიდ მარხვაში ყოველი ჩვენთაგანი უნდა იყოს თავშეკავებული იმ ცოდვებისკენ რომლისკენაც ვილტვით როცა ხსნილია. უფრო ღრმად უნდა დავფიქრდეთ საკუთარ თავში, რატომ ვმარხულობთ, რატომ მივდივართ ეკლესიაში, ჩვენი სულის გადასარჩენად თუ წარსაწყმენდელად?. მარხვისას დიდი შესაძლებლობა გვეძლევა დავუკვირდეთ ჩვენს თავს და საკუთარ ცოდვებს.

- არის თუ არა საჭირო მარხვის დაწყებამდე მღვდლის კურთხევა?
- ბევრმა არ იცი მარხვის არსი, როცა ეს დაიწყება მაშინ მოდიან ეკლესიაში. მარტო მა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1517 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

დეკანოზი დავით ისაკაძე

ს. დიღმის წმ. მარინეს სახ. ეკლესია

 

 - როგორი უნდა იყოს ქრისტიანული ოჯახი?
 - ქრისტიანული ოჯახი თავისი არსით უნდა იყოს მცირე ეკლესია, რამეთუ ეს არის კრებული მორწმუნეთა, ქრისტიანნი, სადაც უნდა იდიდებოდეს ღმერთი და უნდა აღესრულებოდეს მცნებანი ღვთისა.

 - რაზე უნდა იყოს დაყრდნობილი და დაფუძნებული ჭეშმარიტი ოჯახი?
 - ქრისტიანული ოჯახი აუცილებლად დაფუძნებული უნდა იყოს სახარების სწავლებაზე. თითოეული ოჯახის წევრი უნდა ფიქრობდეს იმის შესახებ რომ უხილავად მათთან ოჯახში და ოჯახის წევრთა შორის იმყოფება უფალი იესო ქრისტე.

 - რას იტყვით იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ დღეს ბრძოლა ეშმაკსა და ადამიანს შორის ძალიან გაიზარდა?
 - განსაკუთრებული ბრძოლა არის არა მარტო ჩვენ თანამედროვე ყოფაცხოვრებაში, არამედ ყოველთვისაა გამოცხადებული ეშმაკის მიერ ქრისტიანული ოჯახის წინააღმდეგ. სხვადასხვა მეთოდებით, სხვადასხვა საშუალებით ბოროტი ცდილობს რომ შუღლი, სიძულვილი, უპატივცემლობა, მოუთმენლობა დასთესოს ოჯახის წევრთა შორის. დღევანდელ ჩვენ ყოფაცხოვრებაში ეშმაკის ძლეულ მანქანებს კიდევ დაემატა სხვა არაერთი სიახლე, რომელიც მძლავრი იარაღია ბოროტის ხელში ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1187 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

ფსიქოლოგების აზრით, საწერ მაგიდასთან ადამიანის ქცევა მის ტემპერამენტზეც ბევრს ამბობს.

 

 - თავი ძალიან დახრილი გაქვთ ფურცლისკენ: 
სხვების ნდობა ნაკლებად გაქვთ. გულდახურული ხართ და მაინცდამაინც უშუალობით არ გამოირჩევით. ამის გამო ყველაფერი იმაზე რთული და მუქი გეჩვენებათ, ვიდრე სინამდვილეში არის.

 

 - ღრღნით კალამს:
მეოცნებე მდიდარი წარმოსახვით. ადვილად გაგიტაცებთ ხოლმე რაღაც ახალი, და ძალიან ადვილად აქცევთ ზურგს ძველ გეგმებს და ზრახვებ, მთელი არსებით ახალ საქმეში ეფლობით. 

 - გვერდზე მიტრიალებული კორპუსით:
სპორტული, დინამიური, ინიციატივიანი და ქმედითუნარიანი. გარშემომყოფები თქვენში ხასიათის ძლიერ შტრიხებს ხედავენ.

 

 - ამაყად ზიხართ, როგორც სკოლაში გვასწავლიდნენ, წელში გამართული და მხრებდაშვებული:
სავარაუდოდ, ფრთხილი და შორსმჭვრეტელი ბრძანდებით, ცხოვრებაში ყველაფერს მთელი სერიოზულობით უდგებით. ასჯერ ზომავთ და ერთხელ ჭრით. ვერავინ დაგარწმუნებთ და გაგაკეთებინებთ იმას, რასაც ა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1068 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

თანამედროვე სტომატოლოგიის დანერგვამდე კბილის ტკივილი და ადრეულ ასაკში კბილების დაკარგვა ჩვეულებრივი რამ იყო. ბევრი უშნოდ გამოიყურებოდა შავი, მრუდი ან დაკარგული კბილების გამო. ხანდაზმულებს უკბილობის გამო საჭმლის ღეჭვა უჭირდათ. ისინი საკვები ნივთიერებების უკმარისობას განიცდიდნენ და ნაადრევად კვდებოდნენ. დღეს ადამიანთა უმეტესობა, რომლებიც სტომატოლოგის მომსახურებას იღებენ, აღარ  იტანჯებიან კბილის ტკივილით; ისინი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ინარჩუნებენ თავიანთ კბილებს და მომხილველ ღიმილს.

  პროფლილაქტიკური ზომების მიღება, რომელშიც შედის ადამიანების გათვითცნობიერება და რეგულარული შემოწმება, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კბილის ტკივილსა და მათი დაკარგვის თავიდან არიდებაში. ბევრმა იმდენად კარგად ისწავლა პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა, რომ იშვიათად სჭირდებათ სტომატოლოგიური მომსახურება. თუმცა ბევრი საერთოდ არ მიდის სტომატოლოგთან. ზოგს არ აღელვებს თავისი კბილების მდგომარეობა; ზოგი მაღალი ფასების გამო იკავებს თავს; ზოგს კი ეშინია. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგია იმაზე დაფიქრება, თუ რა დახმარების აღმოჩენა შეუძლია თქვენთვის სტომატოლოგს და რატომ ღირს მასთან მისვლა. უკეთესად რომ გავიგოთ პროფილაქტიკის მნიშვნელობა, ვნახოთ, რის არიდებას ცდილობენ სტომატოლოგები.
 
  როგორ იწყებს კბილი გაფუჭება ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1032 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

ყოველთვის ეჭვი გვიპყრობს, როცა ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, ადამიანი გონებრივი შესაძლებლობების მხოლოდ 10 %-ს იყენებსო. სადღა მიდის დანარჩენი 90%? ნუთუ არ შეიძლება ამას ეშველოს?

  ალექსის კასტორი, ფლორიდელი ფსიქოლოგი-კლინიცისტი და "ტვინის მწვყრთნელი” გვანუგეშებს და თვლის, რომ ეშველება. ეს ქალბატონი ჩოგბურთში მსოფლიო ჩემპიონს ივანე ლენდლს შეხვედრია 1984 წლის ტრიუმფალური მატჩის შემდეგ და საკუთარი გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და მეტოქეებთან უკეთეს თამაშში დახმარებია. "მახსოვს, ისეთი შეგრძნებები მქონდა, -იხსენებს ლენდლი, -თითქოს ტვინის ისეთი "კუნთები” ამიმუშავდა, რომელიც ადრე უძრავი იყო და არავინ იყენებდა”.

  ლენდლთან მუშაობის შემდეგ კასტორი რამდენიმე წლის მანძილზე ხვეწდა საკუთარ მეთოდს და იმ დონემდე მიიყვანა, რომ ყველა პაციენტისთვის გამოსადეგი გამხდარიყო.

  ძირითად პრინციპებს ყველა იცნობს, ვინც რაიმე სახის ფიზიკურ ვარჯიშს ასრულებდა: მოთელვა-გახურება, გაძლიერება და   ფინალი: გაგრილება და მოდუნება. სავარჯიშოები მხოლოდ რამდენიმე წუთს დაიკავებენ და მათი გაკეთება, ფაქტიურად, ყველგან შეიძლება. არც განსაკუთრებული ხელსაწყო დაგჭირდებათ და ვერც ვერავინ მიხვდება, რით ხართ დაკავებული.

  ვიწყებთ მოთელვით. სავარჯიშოები ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1183 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

ჰეპატიტი, პირდაპირი მნიშვნელობით, ღვიძლის ანთებას ნიშნავს. მისი გამომწვევია ვირუსი. ვირუსული ჰეპატიტები საკმაოდ გავრცელებული და საშიში ინფექციური დაავადებებია. ისინი ანთროპონოზულ ინფექციებს (ამ ინფექციებით ავადდებიან მხოლოდ ადამიანები) წარმოადგენს. მათი გამოვლინება შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი, თუმცა ძირითად სიმპტომებს წარმოადგენს სიყვითლე და ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში. ჰეპატიტის დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია სისხლის ანალიზის ჩაბარება, ხოლო რთულ შემთხვევებში კი ღვიძლის ბიოფსია.

  ბავშვებში ვირუსული ჰეპატიტების მიმდინარეობა შედარებით განსხვავებულია, ვიდრე მოზრდილებში. უფრო ხშირად გვხვდება წაშლილი, უსიყვითლო ფორმები. დაავადება იწყება შედარებით დამაკმაყოფილებელი გუნება განწყობის პირობებში, ხშირად ნორმალური ტემპერატურის ფონზე, ღვიძლი უმნიშვნელოდ დიდდება, რაც აძნელებს მწვავე ვირუსული ინფექციების ადრეულ დიაგნოსტიკას. 
  მეორეს მხრივ, გაშლილი კლინიკური სურათის არსებობის პირობებში დაავადება ხშირად ბევრად უფრო მძიმედ მიმდინარეობს, სიყვითლე უფრო გახანგრძლივებულია, დაავადების გამოსავალი - უფრო არაკეთილსაიმედო.

ჰეპატიტის სახეები

... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1296 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

სიახლე არავისთვისაა, რომ ყვავილებს ერთ-ერთი უნივერსალური საჩუქარია. ყველანაირ სიტუაციას და დღესასწაულს უხდება.  თუმცა, თქმაც ბევრის შეუძლიაო, ასე თვლიდნენ შორეულ წარსულში.

ყვავილების ენა აღმოსავლეთში დაიბადა და "სელამი” ერქვა. სელამის მიხედვით, ყველა ყვავილს, ყველა არომატს და ფერს თავისი მნიშვნელობა ჰქონდა.  იყო დრო, როცა ევროპელი ახალგაზრდა კაცები, გოგონები და გათხოვილი ქალბატონები აზარტითა და ენთუზიაზმით ხსნიდნენ საჩუქრად მიღებული  თითოეული თაიგულის ენას. არ ეზარებოდათ და ყვავილზე ფურცლებსაც კი ითვლიდნენ. "სელამის” წიგნში 400-მდე მცენარე და მათი მნიშვნელობაა აღწერილი. მაგალითად:


მინდვრის შროშანი  - დიდიხანია მიყვარხარ.


ჰერბერები – ფლირტი, მსუბუქი გატაცება


ორქიდეა – ინტიმური ყვავილია ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1281 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

როგორც იტალიელი მეცნიერები ამტკიცებენ, ის ადამიანი, რომელიც კვირაში 4-5-ჯერ მიირთმევს ნიგოზს 7 წლით უფრო დიდხანს ცხოვრობს ვიდრე ის ადამიანი, რომელიც თხილის ამ სახეობით საერთოდ არ ინებივრებს თავს.
 განმარტება ძალზედ მარტივია: ნიგოზი შეიცავს იმ ნივთიერებებს, რომლებიც იცავენ გულს და სისხლძარღვებს ცელულიტის მავნე ზემოქმედებისგან.

Category: სტატიები | Views: 1172 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

ღირს იმ ნეტარებისა და სიმშვიდის გრძნობის  აღწერა, რომელსაც ადამიანი გრძნობს, როცა სუფთა, ნაზ და ლამაზ თეთრეულში გაეხვევა და დაღლილ-დაქანცული ბოლოსდაბოლო ძილს მისცემს თავს?! მაგრამ ძილიცაა და ძილიც. დაიმახსოვრეთ: საწოლის თეთრეულის როლის უგულებელყოფა  ჩვენი სიზმრების სიტკბოში და უძილო სასიყვარულო ღამეების რომანტიკაში, არ შეიძლება. დიდი ხანია, აღარავის სჯერა ზღაპარი ქოხში დაფუძნებულ ბედნიერებაზე. კაცობრიობა თანდათან ყველაფრის მაქსიმალური კომფორტით გაკეთებას მიეჩვია, სხვათაშორის ძილისაც.

  როგორ შევარჩიოთ სწორად საწოლის თეთრეული? რა სჯობს სასიყვარულო ღამისთვის და რა - ტკბილი და უშფოთველი ძილისთვის.

1. ფერი
  თუ სიყვარულის ღამისთვის ემზადებით, ღია-ნარინჯისფერს მიმართეთ, ის ერთ-ერთ ყველაზე ამაღელვებელ ფერად მიიჩნევა. სექსისთვის მწვანის და ცისფრის პალიტრაც კარგია. მშვიდი და ტკბილი ძილისთვის ვარდისფერი და ყვითელი შეარჩიეთ. თეთრი, რაც უნდა უცნაური იყოს, სასურველი არაა, რადგან ის ზედმეტად ნეიტრალურია – ამიტომ იყო, რომ მას სამ შემთხვევაში მიმართავდნენ:

• ბავშვის დაბადებისას, ეს მომენტი ცხოვრების დასაწყისს და ყოველგვარი ინფორმა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1037 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

 თითქმის ნახევარი მსოფლიო ბოლო ათწლეულის მანძილზე, ყოველ 14 თებერვალს ინტენსიურად აღნიშნავს ე.წ. წმინდა ვალენტინის დღეს - მონათლულს შეყვარებულთა დღედ.

   ამ დღესთან დაკავშირებით ყველას სხვადასხვა აზრი აქვს. ზოგი თვლის, რომ  ვალენტინობა კათოლიკური დღესასწაულია და ჩვენ მართლმადიდებლებმა არ უნდა ავღნიშნოთ. ზოგი აპროტესტებს- ”ვალენტინი” განკვეთილი ბერი იყო, რომელმაც 14 თებერვალს პირველად დაწერა ჰომოსექსუალისტებს ჯვარი და რატომ უნდა იზეიმოს ქართველმა ხალხმა ეს დღესასწაულიო?,  ზოგისთვის კი უბრალოდ ლამაზი ტრადიციაა და ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადება. 
   თითქმის ყველა შეყვარებულისათვის თებერვლის თვე იწყება იმაზე ფიქრით, თუ რა სასურველი საჩუქარი გავუკეთოთ საყვარელ ადამიანს, რით ვასიამუვნოთ იგი ამ მნიშვნელოვან დღეს?. თუ გაქვთ საშუალება არაჩვეულებრივი საჩუქარია 2 კაციანი საგზური პარიზში, ვენეციაში, ან აზიის რომელიმე ეგზოტიკურ ქალაქში, მაგრამ თუ თქვენი საფულე არც ისე სქელია მსგავსი საჩუქრისთვის, მაშინ შეგიძლიათ სუნამო ან სამკაული შეარჩიოთ. შეუკვეთოთ რომანტიული ვახშამი, რომელიმე რესტორანში ან ბარში, სანთლების შუქზე, ლამაზი თაიგულით და მშვიდი ჰარმონიული მუსიკის თანხლებით.
  ეცადეთ ამ დღეს დაამთხვიოთ სიყვარულის ახსნა ან ხელის თხოვნა, და თუ უკვე დაგვიანებული არ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1080 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

ფართოდაა გავრცელებული აზრი, რომ, თუ გახდომა გსურთ, კარტოფილზე უარი უნდა თქვათ. თუმცაღა 100გრ. კარტოფილი სულ რაღაც 90 კალორიას შეიცავს, სწორედ იმდენს რამდენსაც იოგურტი.
  ახალი და ძველი კარტოფილი ორი განსხვავებული პროდუქტია, სხვადასხვა შემცველობით. თუ კარტოფილს სწორად მოამზადებთ ის თქვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იქნება და არც წონაში მოიმატებთ. კარტოფილის კანქვეშ თავმოყრილია ბევრი სასარგებლო ნივთიერება: კალიუმი, მაგნიუმი, რკინა და ნატრიუმი. ეს ნივთიერებები არეგულირებენ სისხლის წნევას. ბიოფლავონოიდები ახალნგრძლივებს ჯანმრთელობას და ახალგაზრდობას. ასე რომ კანის გაცლასთან ერთად ნაგავში უამრავ სასარგებლო ნივთიერებას ყრით. უმჯობესი იქნება კარტოფილი საგულდაგულოდ გარეცხოთ და ისე მოხარშოთ. მაგრამ, სამწუხაროდ ის სასარგებლო ნივთიერებებთან ერთად, საზიანოსაც შეიცავს,  ნიტრატებსა და სოლანინს. მათგან კი თავს იმ შემთხვევაში დაიცავთ, თუ ბოსტნეულს ორთქლზე მოამზადებთ. 
  კარტოფილი შეიცავს: B1, B6, C ვიტამინებს. ნატრიუმს, კალიუმს, მაგნიუმს და რკინას. კალიუმი ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს გამოდევნის და გულის მუშაობას აუმჯობესებს.  სამი ცალი კარტოფილი შეიცავს მთელი დღე ღამის სამყოფ C ვიტამინს. ასე რომ თუ წონაში დაკლება გსურთ არ არის აუცილებელი უარი თქვათ კარტოფილზე, მთავარია იცოდეთ როგორ და რასთან ერთად უნდა მიირთვათ. 
Category: სტატიები | Views: 1180 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

ჰალსტუხი ყვავილებით

ძლიერი სქესის ყველაზე მომხიბვლელი წარმომადგენლები. ეს მამაკაცები კეთილები, ზომიერად რომანტიკულები, ჭკვიანები, უშუალონი არიან და უარს დახმარებაზე არავის ეუბნებიან. ხშირად საზოგადოების სული და გული ხდებიან, განსაკუთრებით, ქალთა საზოგადოების, რადგან საკმაოდ გალანტურები არიან და იუმორის გრძნობაც არ ღალატობთ.

როგორც წესი, შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლები არიან, ან ჰობი აქვთ. ასეთი პიროვნებები ადვილად ხუჭავენ თვალს უსიამოვნებებზე და, მიისწრაფიან რა ჰარმონიისაკენ, არც ისე იშვიათად ფანტაზიის სამყაროში გადადიან. სასურველია, ასეთი მამაკაცზე არჩევანი ისეთმა ქალმა გააკეთოს, რომელიც დამოუკიდებელია და მყარად დგას (ფინანსური თვალსაზრისითაც) მიწაზე.

ჰალსტუხი სხვადასხვა ქარგით

მამაკაცები, რომლებიც პატარაფიგურებიან, რომბებიან ან ორნამენტიან ჰალსტუხს ირჩევენ, ჩვეულებრივ, შეუმჩნეველნი და თავმდაბლები არიან. სხვების თანდასწრებით იშვიათად მრისხანებენ, სისულელეებსაც თითქმის არასდროს ჩადიან, არასდროს კარგავენ თავს, ყოველთვის მშვიდად და გააზრებულად მოქმედებენ.

პარადოქსია, მაგრამ სწორ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 989 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

ეს ნიღაბი განსაკუთრებით სასარგებლოა მშრალი და აქერცლილი კანისთვის.  


  აიღეთ ერთი ცალი საშუალო ზომის ბანანი, აუცილებლად მწიფე, რომ ის ერთგვაროვან მასად აქციოდ და შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი რძე.


  თუ ცხიმიანი კანი გაქვთ მაშინ, ბანანს რძის მაგივრად ერთ კოვზი ლიმონის წვენი შეურიეთ. 


  მიღებული მასა სახეზე წაისვით და გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი გაიწმინდეთ რძეში დასველებული ბამბით, ან თბილი წყლით ჩამოიბანეთ.


  თუ ამ ნიღაბს ყოველდღე ან ორ დღეში ერთხელ გაიკეთებთ, თქვენი სახის კანის მდომარეობა შესამჩნევად გაუმჯობესდება. კანი გახდება რბილი, ხავერდოვანი და წვრილ ნაოჭებსაც აგარიდებთ თავიდან.


  თუმცა არის კიდევ ერთი ფაქტორი – ყველა სახის კანი ერთნაირად არ რიაგირებს ნიღბებზე. თუ გსურთ, კარგი შედეგი მიიღოთ ერთი და იგივე ნიღაბი მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში გაიკეთეთ.      

 

Category: სტატიები | Views: 999 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

 როგორც კოსმეტოლოგი თამარ ბექაია აღნიშნავს, სახის კანის პირველი მტერი თამბაქოა. მიუხედავად იმისა , რომ თითქოს ყველამ იცის მისი მავნებლობის შესახებ მწეველთა რიცხვი ქართველ გოგონებსა და ქალებს შორის ძალიან დიდია.
 თამბაქოს თანდათანობითი შემპარავი ზემოქმედება სახის კანის მკვებავ სისხლძარღვებზე გამოუსწორებელ შედეგებს იძლევა. იგი "ჭამს" სახის კანს, უკარგავს მას ელასტიურობას, არღვევს მის კვებას, უცვლის ფერს. ქალებს, რომლებიც დიდი ხანია ეწევიან, სახეზე ნაცრისფერი გადაჰკრავთ, კანი მშრალია, ხოლო მასზე არსებული ბუსუსები გაუხეშებული. ამ დროს განვითარებული ცვლილებები შეუქცევადია. პროცესის შეჩერება შეიძლება, თუ მოწევას თავს დავანებებთ და მთელ რიგ რეაბილიტაციულ პროცედურებს ჩავატარებთ, მაგრამ პირვანდელი სახის კანის დაბრუნება შეუძლებელია.
 კოსმეტოლოგი თამარ ბექაია ურჩევს ახალგაზრდა გოგონებს, სანამ პირველ სიგარეტს ხელში აიღებენ, კარგად გაიაზრონ, ღირს თუ არა, სილამაზე ნაადრევად ანაცვალონ მავნე სიამოვნებას და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტონ ცხოვრების თანამგზავრად გაიხადონ თამბაქო. 

 გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე ასევე ახდენს გავლენას ჭარბი ალკოჰოლის მიღება, მზის აბაზანები (არის კანის ტიპი, რომელსაც მზის აბაზანები საერთოდ არ უხდება), სტრესის პირობებში ცხოვრება. მისი თავიდან აცილების საშუალებაა არსებუ ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 955 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დედამიწის მოსახლეობის 30 პროცენტს თავის კანზე ქერტლი აქვს, ხოლო 50 პროცენტს ეს სნეულება ერთხელ მაინც აწუხებდა. თანამედროვე მედიცინა ქერტლის გაჩენის ძირითად მიზეზად სოკოს ასახელებს, თუმცა, კანის სერიოზულმა დაავადებებმა (დერმატიტი, სებორეული ეგზემა, ფსორიაზი ან მიკროსპორია) ასევე შეიძლება ქერტლის წარმოქმნა გამოიწვიონ. ქერტლის წარმოქმნას ხელს უწყობს კანში ცხიმის გამომუშავების დარღვევა, რაც გვხვდება საჭმლის მომნელებელ ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემების, ჰორმონული ძვრების, სტრესების, ქრონიკული ინფექციების, იმუნიტეტის დაქვეითების, ვიტამინების ნაკლებობის დროს. მას ხელს უწყობს ორგანიზმის მემკვიდრეობითი თავისებურებები, თმის არასწორი მოვლა და თავად ამინდის ცვლილებაც კი. 
როგორ მოვიქცეთ, თუკი ქერტლმა შეგვაწუხა? 
არსებობს ქერტლის საწინააღმდეგოდ ხალხური საშუალებები. ქერტლთან ბრძოლის ზოგიერთი მეთოდი დღესაც აქტუალურია, მაგლითად, თავის კანზე ხახვის წვენს და არაყს ისვამენ, ხოლო თმას ჭინჭრის ნახარშით იბანენ. ეს ძალიან სასარგებლოა მაშინაც კი თუ ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნს იყენებთ. 

და მაინც, აუცილებელია ტრიქოლოგის (თმის სპეციალისტის) კონსულტაცია, რადგან ზუსტი დიაგნოზის დასმა მხოლოდ მას შეუძლია. თუ ქერტლის მიზეზი კანის სერიოზული დაავადებებია (დერმატიტი, სებორეული ეგზ ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1074 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

საკმარისია შეხედო ქალის თითებს და მაშინვე მიხვდები მის ხასიათს. არ გჯერა? სულ ტყუილად! მე არ ვისაუბრებ იმ პროფესიის ქალბატონებზე რომლებსაც არ შეუძლიათ ატარონ გრძელი ფრჩხილები (ექიმი, მზარეული) ეს სულ სხვა საკითხია, ვერაფერს ვერ შეცვლი.
   ძირში დაჭრილი ფრჩხილები გამჭვირვალე ლაქით ან ულაქოდ, პრაგმატული და პრაქტიკული ქალია, მკაცრი მოთხოვნებით, როგორც საკუთარი თავის მიმართ ასევე გარშემომყოფებისადმიც. გარეგნული სიმშვიდის მიღმა ხშირად იმალება გულცივობა, წყენა, და მძიმე ხასიათი. როგორც წესი ასეთ ქალბატონს ჯობია არ აწყენინოთ, ის ყოველთვის იპოვის გამოსავალს, რომ საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს. თქვენ კი გვარიანად დაზარალდებით.
  საშუალო ზომის ფრჩხილები, ზედ წასმული ღია ფერის ლაქით: ინტელიგენტი ქალი, კარგი გემოვნებით და დახვეწილი მანერებით. როგორც წესი ასეთი ტიპის ქალი საკუთარ თავს არ აძლევს უფლებას ხმა აიმაღლოს გარშემომყოფებზე და იბნევა როდესაც მას ეჩხუბებიან. მათ არ იზიდავთ ხალხმრავალი ფართები, აფასებენ ოჯახურ სიმყუდროვეს და იციან მიჩვევა საკუთარი ნივთების მიმართ. ასეთ ქალთან მამაკაცისთვის სასიამუვნოა საუბარი ხელოვნებაზე, შეუძლია მასთან ერთად წავიდეს თეატრში, მაგრამ მან შეიძლება მამაკაცის გულახდილი მინიშნება სექსის მიმართ სწორად ვერ აღიქვას. თვითონ ამ ტიპის ქალი არასდროს არ არის ინტიმურ საკითხებში ბოლომდე გულახდილი. მისი მეგობრების რაოდენობაც საკმაოდ შეზღუდულია და წლობით გამოცდ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 948 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

"თუ ადამიანის დანახვა და მის სულში ჩახედვა გინდათ, იმას კი არ უნდა დაუკვირდეთ, როგორ დუმს, ან როგორ საუბრობს, როგორ ტირის, ან როგორ ღელავს კეთილშობილი იდეებით აფორიაქებული; უნდა დააკვირდეთ მაშინ, როცა იცინის. თუ კარგად იცინის - კარგი ადამიანი ყოფილა.” (ფ. მ. დოსტოევსკი)

რას ნიშნავს ეს ”კარგი” სიცილი?

ისე ჩანს, თითქოს სიცილი ყველას ერთნაირი აქვს – ადამიანი სიხარულს, კმაყოფილებას – ერთი სიტყვით, თავსდატეხილ სასიამოვნო ემოციას გამოხატავს. მაგრამ, თუ დავწვრილმანდებით, ვნახავთ, რომ ზოგს ღია სიცილი აქვს, გადამდები, ისეთი, რომ უნებლიეთ მასთან ერთად იცინი. ხანდახან სიცილი მორიდებული, მორცხვი ხითხითია, გეჩვენება, რომ ადამიანი უხერხულად გრძნობს თავს და გარშემომყოფებიც იმასვე გრძნობენ. 

 

მოდით, დავაკვირდეთ, როგორ ვიცინით ჩვენ და ჩვენი ახლობლები, მერე კი მოვისმინოთ, რას ამბობენ ფსიქოლოგები:

  • სიცილი «უ»-ზე («ჰუ-ჰუ-ჰუ»). სიცილისგან აქ, გარეგნული იერის გარდა, აღარაფერი დარჩა.  ჩვეულებრივ, ცრუმორწმუნე, ოდნავ მშიშარა ადამიანებს ახასიათებთ;
  • სიცილი «ო»-ზე («ჰო-ჰო-ჰო»). ასე საკუთარ ძალაში დარწმუნებული ადამიანი იცინის.
  • სიცილი «ი»-ზე («ჰი-ჰი-ჰი»). ასეთ სიცილს ირონიისა და გულბოროტების გამომხატველად აღიქვამენ. აქ არ არის გრძნობისთვის "გამოსასვლელი ჩარაზულია", მხოლოდ შინაგანი ქვეტექსტი და რაღაც ფარული განზრახვაა. ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1104 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

 არსებობს, ერთი შეხედვით მარტივი ფორმულა, რომელსაც წარმატება მოაქვს სიმსუქნესთან ბრძოლაში: ნაკლები ჭამე და ბევრი იმოძრავე. მაგრამ, ეს ფორმულა მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ეყრდნობი მუდმივად და უპირობოდ.

ჭარბი წონის პრობლემა, ყველა განვითარებული ქვეყნის წინაშე დგას. XX-XXI საუკუნის მიჯნაზე, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, სიმსუქნე დახასიათებულია  როგორც არაინფექციური ეპიდემია. დღესდღეობით მსოფლიოში სიმსუქნით 100 მილიონამდე ადამიანია დაავადებული, მათ შორის მძიმე ფორმებით ე.წ. ”მორბიდული სიმსუქნით” მოსახლეობის 3-5%. საქართველოში ”მორბიდული სიმსუქნით”100000_მდე ადამიანია დაავადებული. 
მარტივად შეგიძლიათ განსაზღვროთ,გაქვთ თუ არა ჭარბი წონა. ამისთვის აუცილებელია  გამოითვალოთ სმი (სხეულის მასის ინდექსი) შემდეგი ფორმულით:  სმი = სხეულის მასა (კგ) : სიმაღლე (მ)2
სიმსუქნე დაავადებაა,რომელიც შეიძლება განვითარდეს ცხოვრების ნებისმიერ პერიოდში. ხშირად დაკავშირებულია სტრესთან_პროფესიის შეცვლა, სპორტული დატვირთვის შეწყვეტა, ორსულობა და მშობიარობა, კლიმაქსი, უმოძრაობა. საკვების მოხმარების ნებისმიერი გაზრდა და ამასთანავე ფიზიკური დატვირთვის შემცირება სიმსუქნის წინაპირობაა. 
სიმსუქნე იწვევს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიას, II ტიპის შაქრიანი დიაბეტს, უშვილობას...< ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1965 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

თუ იღბლიანობა ხშირადაა კვლევისა და განხილვის საგანი (ეს გასაგებიცაა – ყველას ეხალისება რჩევების დარიგება იმის შესახებ, თუ როგორ მიაღწიო წარმატებას ), უიღბლობას გაცილებით ნაკლები ყურადღება ეთმობა და, როგორც წესი,  გარემოებას ან ბედს, ანუ იმ ობიექტურ ფაქტორებს ბრალდება, რომელთაც ვერ შეებრძოლები.

ხანდახან ადამიანი ერთგვარი გამბედაობითა და თავმოწონებითაც კი აღიარებს ხოლმე, რომ ის უიღბლოა, "looser"–ია, მაგრამ არასოდეს იტყვის, რომ ყველაფერში თვითონაა დამნაშავე: როგორ აღიაროს თვითშემმეცნებელმა და თვითშემფასებელმა გონებამ თავი სუსტად? ის ხომ თვითონ არის საკუთარი თავის საზომი და მისით შეიმეცნებს სამყაროს?

 

1. წარუმატებელი ადამიანების პირველი, ყველაზე საინტერესო და „შხამიანი" სახეობა – ადამიანი, რომლის ინტელექტი (ასევე, გაგებისა და ანალიზის უნარი) რეალურად მისი გამოყენების შესაძლებლობაზე უფრო მაღალია - ბევრად მაღალი, ვიდრე ამავე ადამიანის შემოქმედებითი შესაძლებლობები. როგორც ერთი ოდესღაც არც თუ ისე ცუდი პოეტი, დღეს კი არყისა და ბილიარდის მოყვარული, იტყოდა: „მას ისე არ გამოსდის, როგორც უნდა და ისე არ უნდა, როგორც გამოსდის".

ასეთი ადამიანი დროთა განმავლობაში კრიტიკული და შურიანი ხდება. ის ბევრ სფეროშია გათვითცნობიერებული, მაგრამ შინაგანად ღრღნის ფაქტი, რომ ღირებულს ვერაფერს ქმნის. რაიმეს სერიოზულად გაკეთე ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 977 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

შემოდგომის დადგომასთან და ზამთრის მოახლოებასთან ერთად სურდოს წინააღმდეგ სხვადასხვა ღონისძიება სულ უფრო აქტუალური ხდება. ბრძოლის მეთოდი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით ხშირად განსხვავებულია, გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს:  

 

აბაზანა ქვედა კიდურებისათვის
-ძალიან პოპულარულია ჩრდილოეთ ევროპაში. წყლის ტემპერატურაა 37 გრადუსი. შემდეგ ამატებენ ცხელ წყალს მანამ, სანამ წყლის ტემპერატურა ”ასატანი” იქნება. ასეთი აბაზანის მიზანია ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება. ქვედა კიდურების გაცივება ზემო სასუნთქი გზების სისხლის მიმოქცევის გაუარესებას იწვევს, რაც თავის მხრივ, დასნებოვნების შანსს ზრდის. თბილი ფეხები კი, პირიქით, ააქტიურებს იმუნურ დაცვას.

ძველი რუსული რეცეპტია წინდებში მდოგვის ფხვნილის ჩაყრა, მათი ჩაცმა, შემდეგ ჩაცმული დაძინება. როგორც ამბობენ, ეს ამცირებს ცხვირის ლორწოვანის შეშუპებას. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი უბრალო და ეფექტური საშუალებების გამოყენებისას მაინც სიფრთხილეა საჭირო, განსაკუთრებით ტროფიკული დარღვევების და შაქრიანი დიაბეტის დროს.

მარილი და ლიმონი
-სურდოს საწინააღმდეგო ძირითად საშუალებად ითვლება რუმინეთში. ნახევარი ლიმონის წვენს ურევენ ერთ ჩაის კოვზ მარილში და ამატებენ 50 გრ. წყალს. იწვეთებენ ცხვირის ნესტოში პიპეტის საშუალებით. მართლია, საკმაოდ ძნელად ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1099 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

უკვე დარწმუნდით თქვენს გრძნობებში თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ: გიყვართ თუ არა? ქვემოჩამთვლილი ”სიმპტომების” არსებობა-არარსებობის დადგენით ამ საკითხის გარკვევაში თქვენს დახმარებას შევეცდებით. წაიკითხეთ თითოეული ”სიმპტომის” შესახებ, დაფიქრდით, გახასიათებთ რომელიმე, თუ - არა. დაითვალეთ, რამდენია თქვენთვის ნაცნობი და ”ტესტის” პასუხში ”ვერდიქტსაც” ამოიკითხავთ:

 

1. მის დანახვაზე მოუსვენრობა გიპყრობთ, დალაგებული ტექსტი გერევათ, იბნევით და არ იცით, რა თქვათ.

2. მის გარემოცვაში იბნევით და ინაზებით, თუმცა სხვა დროს თავდაჯერებული ბრძანდები და მიგაჩნია, რომ ეს ”ძველმოდური გრძნობა - სიყვარული” არ გემუქრება.

3. კითხვა ”ნეტავ, როგორ გამოვიყურები?” როცა მასთან შესახვედრად ემზადები და მაშინაც, როცა ერთად ხართ, სულ თავში გიტრიალებს

4. თითოეულ მის შეკითხვაზე იბნევი, არ იცი, როგორ უპასუხო. ძალის მოკრეფა გიწევს, რომ დალაგებულად გასცე პასუხი. ან ისეთ პასუხს სცემ, რომ შენ თვითონვე დამორცხვებული ეკითხები, ”გასაგებად აგიხსენი?..”

5. სხვა მამაკაცებთან თამამი ხარ, თავისუფლად ხუმრობ, არ გეშინია, რომ რამე ეწყინებათ. მასთან კი თითოეულ სიტყვას  სინჯავ, ფიქრობ:  ”ვთქვა თუ არა?”,  ”რომ ეწყინოს? ” და ა.შ.

6. წვეულებაზე მის დანახვაზე მოსვენებას ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 922 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

74 წლის ასაკში ცნობული რუსი პოეტი, რუსული ინტელიგენციის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი და საქართველოდ დიდი მეგობარი, ლეგენადრული პოეტი ბელა ახმადულინა გარდაიცვალა. გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო ბოლო პერიოდში იგი ხშირად ავადმყოფობდა. ჯერ კიდევ ივლისში პოეტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექიმებმა განაცხადეს, რომ მისი პრობლემები ასაკს უკავშირდება და ისინი უმწეონი არიან.

შეგახსენებთ, რომ ბელა ახმადულინა საქართველოზე შექმნილი არაერთი პოეტური შედევრის ავტორია.

„Ни о чем я не жалею, ничего я не хочу 
- в золотом Свети-Цховели ставлю бедную свечу".

სვეტიცხოველი ის ადგილია, სადაც ქრისტიანობას ეზიარა. „სიზმრები საქართველოზე" კი საქართველოს, ქართველი ხალხისა და ქართული ენისადმი განსაკუთრებული მოკრძალებისა და პატივისცემის დასტურია. რუს პოეტს საქართველო მუდამ ესიზმრებოდა და არც იმის თქმა უჭირდა: „საუკუნეა არ ვყოფილვარ თბილისში, რომელიც ისე მიყვარდა, როგორც არც ერთი ქალაქი დედამიწაზე."

კლასიკოსს ქართველ ტიტანთა მსგავსად მხოლოდ სახელით - „ბელა" - მოიხსენიებდენ. ამასთან დაკავშირებით, პოეტზე საუბრისას ერთ-ერთი რუსი ავტორი აღნიშნავს, რომ ისევე, როგორს მის საყვარელ საქართველოში, სახელებით მოიხსენიებენ უდიდეს ტიტანებს, შოთას, გალაკტიონს, ილიას, ვაჟას და სხვებს პირველად რუსეთის პოეზიის ისტორიაში გვარი სახელზე მსუბუქი გახდა.

სხვა რომ არაფერი ეთქვა დ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1095 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

სპორტსმენისთვის ოლიმპიურ ”ოქროზე” დიდი ჯილდო არ არსებობს, მეცნიერისა და მწერლისთვის ”ნობელის” პრემიაა ფასდაუდებელი, მუსიკოსისთვის - ”გრემი”, მსახიობისა და რეჟისორისთვის სამართლიანად დამსახურები ”ოსკარი”, ”პალმის რტო” თუ ”ოქროს დათვი”. თავიანთი ”ოსკარი” კულინარებსა და რესტორნებსაც აქვთ - მიშლენის ვარსკვლავები.

ერთადერთი ვარკვლავის მიღებაც კი დიდი პატივია. სამზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია! მიშლენის რესტორნის კრიტიკოსები ნამდვილი საიდუმლო აგენტები არიან. პოპულარულ დაწესებულებებს ფარულად სტუმრობენ და საგანგებო შკალით აფასებენ. მასში მხოლოდ სამზარეულოს ხარისხი კი არა, მომსახურების დონე, გარემო, ატმოსფერო და კომფორტი შედის. 

მიშლენის კულინარული რეიტინგის ისტორია ძალიან საინტერესოა:

 

თავდაპირველად კომპანიას კულინარიასთან და სარესტორნო ბიზნესთან საერთო არაფერი ჰქონდა. მიშლენის ოჯახი მეტალოკონსტრუქციების მწარმოებელ პატარა საამქროს ფლობდა. 1888 წლიდან ძმებმა ედუარდ და ანდრე მიშლენებმა ფსონი ველოსიპედების, შემდეგ კი მანქანის საბურავებს წარმოებაზე გააკეთეს.

ფირმის დევიზად იმპერატორ ავგუსტუსის ანტონიუსსა და კლეოპატრაზე გამარჯვებისადმი მიძღვნილი ჰორაციუსის ლათინური ოდის დასაწყისი შეარჩიეს.&n ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1198 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

იგი დაიბადა აპრილის თვეში, როცა ლურჯია გაზაფხული. თუმცა, იმ დღეს ბარდნიდა თელავში, თოვდა თეთრი სითეთრე აპრილის ციდან. ძველნი ამბობენ: თოვლიან აპრილს იშვიათნი იბადებიანო. იგიც გამორჩეული ქართველი იყო. მისი დათოვლილი ხედები კი –  მამულის ტფილი ხატები.

ელენე ცნობილი სამხედრო ექიმის, დიმიტრი ახვლედიანის ოჯახში დაიბადა. დიმიტრი წარმოშობით ლეჩხუმელი იყო. სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, იგი თელავში განაწესეს, როგორც სამხედრო ექიმი, სადაც შემდგომში დარჩა. სოფელ კურდღელაულში დიმიტრი ახვლედიანმა პატარა ლაზარეთი გახსნა და გაჭირვებულ ხალხს უფასოდ ემსახურებოდა.

ელენეს ბებია (დიმიტრის დედა) სამეგრელოს წარჩინებულ გვარეულობას, ჩიქოვანებს განეკუთვნებოდა. დიმიტრიმ ცოლად მოიყვანა ელისაბედ ერისთავი. ქართული ქირურგიის დამაარსებელი, კონსტანტინე ერისთავი – ელისაბედის უახლოესი ნათესავი გახლდათ.

ელენეს მშობლებს ჰყავდათ ხუთი შვილი. უფროსი ელენე დაიბადა 1898 წელს, ნინო – 1899 წელს, ალექსანდრე – 1901 წელს, შემდეგ კიდევ ერთი ვაჟი გიორგი და ყველაზე უმცროსი მაკო ახვლედიანი – 1911 წელს.

ელენემ თელავში მიიღო დაწყებითი განათლება წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელში. 1906-1907 წლებში დიმიტრის ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა, სადაც შემდეგ შეიძინეს ცნობილი ისტორიკოსის, თედო ჟორდანიას სახლი კლარა ცეტკინის ქუჩაზე. ელენე ქალთა მეორე გიმნაზიაში შეიყვანეს. იმდენად დიდი იყო მ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1187 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

ხალიჩის ამბავი
კონსტანტინეპოლში ერთი ხელოსანი, რომელიც პატიოსანი შრომით ცხოვრობდა, წმიდა ნიკოლოზისადმი საოცარი სიყვარულით იყო განმსჭვალული და ყოველწლიურად აღნიშნავდა მისი ხსენების დღეს. მოხუცებულობაში იგი ძალიან დაძაბუნდა და სიღატაკეში ჩავარდა. ერთხელაც წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს მოახლოებისას მოხუცმა უთხრა მეუღლეს:

- ახლოვდება ჩვენი საყვარელი წმინდანის ხსენების დღე. ჩვენ კი არაფერი გვაქვს ამის აღსანიშნავად.

- შვილებიც არა გვყავს. ამიტომ არც ეს ხალიჩა გვჭირდება. მოდი გავყიდოთ და ამაში აღებული თანხით აღვნიშნოთ ეს დღეო. - ურჩია ცოლმა.

მოხუცმაც ხალიჩა წაიღო გასაყიდად. გზაზე მას თავად წმიდა ნიკოლოზი შემოეგება დიდებული მოხუცის სახით და ჰკითხა:

- საით მიდიხარ, მეგობარო?

- სავაჭროდ მივიდვარ, ეს ხალიჩა უნდა გავყიდო.

- მაინც როგორ ყიდი? - დაინტერესდა მოხუცი.

- ადრე ეს 8 ოქრო მაინც ეღირებოდა. შენ კი რაც გინდა ის მიბოძეო. - უთხრა ხელოსანმა.

წმინდანმა ხელოსანს 6 ოქრო მისცა, გამოართვა ხალიჩა და წავიდა. ამასობაში ხალხი შემოეხვია ხელოსანს და დაცინვა დაუწყო:

- შენ რა მარტო დაიწყე ლაპარაკი?!

- რა მარტო, ვერ დაინახეთ, როგორ იყიდა იგი მოხუცმა?

არავინ დაუჯერა, რადგან მათ მართლაც არავინ დაუნახავთ.

ამასობაში კი წმინდა ნიკოლოზი მოხუცის ცოლთან მივიდა, დაუბრუნა ხალიჩა და უთხრა:

- შენს ქმარს მე დიდი ხან ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1014 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

იმის მიხედვით, თუ რას ჭამს თქვენი რჩეული მამაკაცი, რის მომზადებას გთხოვთ ხშირად, ტკბილს ამჯობინებს თუ ცხარეს, ჭამის როგორი მანერა აქვს, თქვენ შეძლებთ, მისი ხასიათი და მიდრეკილებები მიახლოებით მაინც ამოიცნოთ.

საინტერესოა, რომ ფრანგებმა შექმნეს თეორია, რომლის მიხედვითაც ადამიანის სექსუალურობას მისი ჭამის მანერის მიხედვით განსაზღვრავენ: კვლევების თანახმად, ადრეული ეაკულაციის მქონე მამაკაცთა 80% ნთქავს საკვებს, პრაქტიკულად არ გადაამუშავებს მას, ახასიათებს ე. წ. „სრული სვლით ჭამა". ფრანგი ქალების 85% უპირატესობას ანიჭებს მამაკაცებს, რომლებიც კარგად ამზადებენ საჭმელს.

სოციოლოგებმა შენიშნეს, რომ ადამიანებს, რომლებიც სიამოვნებით ჭამენ, სექსუალური ვნება მეტად გამოხატული აქვთ. დანაშაულის გრძნობა, რომელიც ახლავს ყოველ გადაყლაპულ ლუკმას და კალორიების სკურპულოზური თვლა ხელს უშლის საწოლში თავისუფალ ქცევას. გურმანებს ჩვეულებრივ მეტი ენერგია აქვთ, იშვითად ვარდებიან დეპრესიაში - ეს კი დადებითად მოქმედებს ლიბიდოზე.

გემრიელი საკვებისგან წამოსული იმპულსები, ისევე როგორც სექსუალური კმაყოფილების სიგნალები, წარმოიქმნება და მუშავდება თავის ტვინის ერთსა და იმავე ნაწილში, რომელიც ემოციებს განაპირობებს. ამასთან მდედრს სრულყოფილი შთამომავლობის მოსაცემად, ძალების შენარჩუნების და ნაყოფის გამოკვებისთვის ესაჭიროება არამარტო ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 961 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

ანალიტიკოსები დიდ ბრიტანეთში, 1958 წლის მარტში დაბადებულ 17 ათას ადამიანს აკვირდებოდნენ. გამუდმებით ადევნებენ თვალს მათ განვითარებას - აღნიშნავენ თავისბურებებს ადრეულ ბავშვობაში, სკოლის წლებში, მოზარდობისას და რეგულარულად ატარებენ სხვადასხვა ტესტს.

 

მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ლამაზ ადამიანებს ინტელექტუალური განვითარების (IQ) უფრო მაღალი კოეფიციენტი აქვთ, ვიდრე ნაკლებად სიმპათიურებს. მათ როგორც წესი, წარმატებები აქვთ სწავლაში, უფრო კარგად გამოხატავენ თავს პროფესიულ ასპარეზზე და ცხოვრებაშიც მეტს აღწევენ. კვლევის ავტორების შეფასებით, მომხიბვლელი ბრიტანელის IQ მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით იმავე მაჩვენებელს დაახლოებით 14 პროცენტით აღემატება. ქალების შემთხვევაში - 11 პროცენტით.

მსგავსი კვლევა აშშ-შიც მიმდინარეობს - მოზარდების ჯანმრთელობის შემსწავლელი ეროვნული ცენტრის სპეციალისტები 35 ათას ადამიანს აკვირდებიან.

მეცნიერები თვლიან, რომ სტერეოტიპი, თითქოს სილამაზე და გონება შეუთავსებელი იყოს, არარეალისტურია და გადახედვას მოითხოვს. განსაკუთრებით ლამაზ ქალებთან დაკავშირებით. რადგან ხშირად პირიქითაა, ფიზიკური მომხიბვლელობა სწორედ რომ მაღალ გონებრივ განვითა ... კითხვის გაგრძელება »

Category: გასართობი | Views: 965 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

1. შეიცოდეთ საკუთარი თავი.

2. იპოვეთ ეჭვიანობის ობიექტი.

3. დაჯექით სახლში მარტო და ჩამოაფარეთ ფარდები.

4. წაიკითხეთ, უყურეთ და დააკონსპექტეთ ახალი ამბები.

5. დაიწყეთ ყოველდღიური ბლოგის ”რა ძნელია ცხოვრება” წერა.

6. გამუდმებით იმეორეთ: "აუუ, როგორ უნდა ვიცხოვრო ამიერიდან?”

7. გადმოწერეთ ალბომები სამგლოვიარო მუსიკით და უსმინეთ ღამით.

8. მოძებნეთ თქვენს სხეულზე გამონაყარი და სულ მასზე იფიქრეთ. ივარჯიშეთ მეწვრილმანეობზე ყველაფერში. 

9. არცთუ ცხადი რჩევა - ყოველდღიურად ნახეთ იდიოტური კომედიები. რატომ? ერთი-ორი კვირის მერე თქვენი ცხოვრება აზრს დაკარგავს და თანდათან ჯოჯოხეთად გადაიქცევა.

10. მხოლოდ ის აკეთეთ, რაც გსურთ. მალე მიეჩვევით ყოველწუთიერ კმაყოფილებას და ცხოვრებისგან უკვე ვეღარაფერს დაელოდებით.

11. იგრძენით თავი დამნაშავედ. არ დაივიწყოთ, რამდენი რამ მოხდა ცხოვრებაში მხოლოდ თქვენ გამო.

12. დაიწყეთ დედის, ცოლის ან ქმრის თვალთვალი. არავის ენდოთ.

13. ყოველთვის მიეცით საშუალება თქვენს დღის რეჟიმს, გაგაოცოთ.

... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1032 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011


კაცობრიობა ტყეების ჩეხვას, მდინარეების დაშრობას და ბუნების დაბინძურებას განაგრძობს ისე არხეინად განაგრძობს, თითქოს არ იცოდეს, რომ გლობალურ დათბობასთან ერთად ეს ყველაფერი პლანეტის სახეს უარესობისკენ მნიშვნელოვნად ცვლის. შესაძლოა, საუკუნის დასასრულისთვის (ან შუა წლებისთვის) ადამიანმა უკვე ვეღარ ნახოს ბუნების ის სასწაულები, რომლებიც დღეს ჯერ კიდევ არსებობს.  

დიდი ბარიერული რიფი, ავსტრალია 
ლეგენდარული ავსტრალიური ეკოსისტემა, რომელიც თავისი ზომებით ამომავალი მზის ქვეყანას თუ სეედრება, 2030 წლისთვის გაქრება. ავსტრალიის მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ოკეანური წყლების სულ რაღაც 3-5 გრადუსით გათბობა მათი მჟავიანობის გაზრდასთან ერთად, ძალიან მალე გაანადგურებს რიფების 97%-ს მისი ბინადრებით. გარდა ამისა, რაიონში დღემდე ნებადართულია კომერციული თევზჭერა, რაც ასევე არ უწყობს ხელს ეკოლოგიურ წონასწორობას. ავსტრალიელი მკვლევრები გამოვიდნენ მოწოდებით ტურისტებისთვის, და ურჩიეს მათ, წყალქვეშა ფაუნა რესტორნის თეფშზე ლიმონისწვენმოსხმული კი არა, აკვალანგით წყალში ჩაყვინთვით შეისწავლონ. ძღვის პროდუქტების მოყვარულებისთვის კი ზედმეტი არ იქნებოდ იმის ცოდნა, რომ მაგიდაზე მოხვედრილი მიდიების თუ ხამანწკების ყოველი კილოგრამისთვის ერთიდან ათ კილოგრამამდე შენახვისა და ტრანსპორტირების პროცესში ლპობაშეპარული ზღვის ბი ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1524 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

სახის ყოველდღიური მოვლა დამატენიანებელი კრემის წასმასაც უნდა მოიცავდეს. მაგრამ თავად კოსმეტიკური საშუალების უნარის - გააუმჯობესოს კანის მდგომარეობა - გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია მისი სწორად წასმა.

მას შემდეგ, რაც საჭირო რაოდენობას წაისვამთ, აუცილებელია მისი კანში შეზელა, რომ კანმა შეიწოვოს და მასზე ნიღაბივით არ დარჩეს.  

პირველ რიგში, თქვენი ხელები აუცილებლად სუფთა უნდა იყოს. დაიდეთ დამატენიანებელი ხელზე და ოდნავ გაგლისეთ. ეს მასას გაათბობს (ყველა კრემს ხომ მაცივარში ვინახავთ). შემდეგ ხელის გულები ისე მიიდეთ ლოყებზე, რომ კრემი მათზე დარჩეს, შემდეგ კი თითის ბალიშების წრიული მოძრაობით შეიზილეთ ლოყებზე.  

კრემის მორიგი ულუფა ცხვირის ფუძიდან ქვევიდან-ზევით, ცხვირიდან-საფეთქლებისკენ ისეთივე მოძრაობებით შეიზილეთ.

უშუალოდ თვალის ქვეშ სახის დამატენიანებელი კრემის წასმა არ შეიძლება, ამისთვის საგანებო საშუალებები არსებობს.

საფეთქლებიდან გადადით შუბლზე. თითებით (ხელი გულები ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია) შუბლის შუიდან საფეთქლებამდე შეზილეთ კრემის ნაწილი.

შემდეგ გადადით პირის მიდამოებზე (ხელის გულები ვერტიკალურ მდგომარეობაშია) და თითის ბალიშებით ზედა და ქვედა ტუჩის გასწვრივ განაგრძეთ კრემის შეზელა.

გადადით ნიკაპზე. ხელის გულის ზურგის მხრიდან ნიკაპის სიგრძეზე მსუბუქი მოძრაობებით შეზილეთ კრემი.  ეს ერთგვარი მასაჟიციქნება.

არ დაგავიწყდეთ ... კითხვის გაგრძელება »

Category: გასართობი | Views: 1218 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

კოსმეტიკური საშუალებებისა და იმ მომსახურების მიმართ, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღ წესს უკავშირდება, ქალის დამოკიდებულების შესასწავლად მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს.

გამოკითხვაში დიდ ბრიტანეთში მცხოვრები 13-დან 65 წლამდე ასაკის ქალბატონები მონაწილეობდნენ.

აღმოჩნდა, რომ ქალები მეტი ხალისით ფულს იმ საშუალებებში იხდიან, რომელთა დახმარებით ახალგაზრდულად გამოიყურებიან. ნაკლებს იხდიან სამკურნალო პროცედურებსა და დიეტურ კვებაში, რომელიც თავისდათავად ახალნგრძლივებს ახალგაზრდობას.

 

გამოდის, უფრო მონდომებით იხარჯება ფული დეკორატიულ კოსმეტიკაში, თმის მოვლის საშუალებებში, ავტოგასარუჯსა და მაკიაჟში. მხოლოდ ნახევარზე ნაკლები ყიდულობს რეგულარულად დიეტურ პროდუქტს.

ზემოთქმული ციფრებით ასე გამოისახება: ინგლისელი ქალბატონი სილამაზისთვის საშუალოდ 340 ფუნტს ხარჯავს, ჯანმრთელობაში კი 230-ი ემეტება.

სპეციალისტები შეახსენებენ ქალბატონებს, რომ ახალგაზრდული იმიჯის დაცვა სულაც არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდა და ჯანმრთელი ხარ. კარგი აღნაგობა და მოვლილი გარეგნული იერი კი სულაც არ არის ჯანმრთელი ორგანიზმის უტყუარი ნიშანი.

Category: სტატიები | Views: 992 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

ჩრდილოეთ კავკასია მეტროპოლიის მისამართით მუქარას განაგრძობს. ჩეჩენი საველე მეთაური დოკუ უმაროვი ტერაქტზე პასუხისმგებლობის აღების შემდეგ, მორიგი განცხადებებით გამოდის და განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ ტერორისტულ აქტებს იძულებითს უწოდებს. ჩეჩენი მეამბოხეები ირწმუნებიან, რომ რუსეთის კავკასიელი მოქალაქეების სასტიკი ნაბიჯები მთლიანად კრემლის "ბინადრების” პროვოცირებულია, რომლებიც კავკასიელებს არა მხოლოდ საკუთარ მიწა წყალზე, არამედ რუსეთის მთელ ტერიტორიაზე დევნიან.

 

ტერაქტები კი, ჩრდილოკავკასიელების მტკიცებით, რუსი ხალხის გამოსაფხიზლებლადაა მიმართული, რომელიც ხელისუფლებას ჩადენილ ქმედებებზე პასუხს არ სთხოვს. უმაროვი იმასაც დაიმუქრა, რომ ასეთი ოპერაციების რაოდენობას მომავალში კიდევ უფრო გაზრდის. თუმცა, მშვიდობიანი, უდანაშაულო ადამიანების ხოცვა-ჟლეტა, ჩრდილო კავკასიელ ემისრებს ვერანაირი ლოგიკით ვერ ამართლებს. რუსების ნაწილი ყოველგვარი ტერაქტების გარეშეც დიდი ხანია ხედავს, რომ ჩრდილო კავკასია მათი სახელმწიფოსათვის "დენთის კასრია,” რომელიც როდის აფეთქდება და გადაიყოლებს დანარჩენ სახელმწიფოში არ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1013 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

XXI საუკუნის პირველი ათასწლეულისათვის მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ტუბერკულოზი არ არის ლიკვიდირებული და იგი კვლავ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნომერი 1 პრობლემაა. საქართველოში ამ დაავადების გავრცელება საოცრად მაღალია. ტუბერკულიოზის ახალი შემთხვევების 10 % რეზისტენტულია, რაც მედიკოსთა შეფასებით, შემაშფოთებელია. ტუბერკულიოზის პრობლემა მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემა არ გახლავთ, არამედ ეს ზოგადად ქვეყნისთვის უზარმაზარ თავსატეხს წარმოადგენს, რადგან გლობალურად თუ შევხედავთ ამ საკითხს, აშკარაა, რომ თუ დროულად ვერ მოვახერხებთ ტუბერკულიოზის ეფექტურ კონტროლს უმძიმესი შედეგების წინაშე აღმოვჩნდებით. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ტუბერკულიოზის სერვისები პაციენტებისთვის უფასოა, ხოლო ქვეყანას რეზისტენტული ფორმით დაავადებული პაციენტების განკურნება დაახლოებით 15-20 ათასი ლარი უჯდება.

ტუბერკულიოზის გამოვლენის ახალი ფაქტები საკმაოდ ხშირია. როგორც "პრესა.ჯი"-ს შ.პ.ს ¹2 ტუბსაწინააღმდეგო დისპანსერის ექიმმა-ფტიზიატრმა  დალი გორგოძემ განუცხადა, 2011 წელს მასთან უკვე დაავადების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გორგოძის განმარტებით, ბოლო პერიოდში ტუბერკულიოზის ფაქტები გახშირდა, რაც შეიძლება სოციალური ფონით იქნეს გამოწვეული, მაგრამ თუ პაციენტი თავის დროზე, სპეციალურ დაწესებულებებს მიაკითხავს ტუბერკულიოზი განკურნებადია.

,,პაციენტი თუ ყველაფერს დაიცავს რაც საჭიროა ყველა ვარიანტში ტუბერკულიოზი განკურნებად ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1027 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

აქსა გრუპის"  წარმომადგენლები თბილისში იმყოფებიან

რადიო "კომერსანტი", FM 95,5

საქართველოს ბაზრით უმსხვილესი ფრანგული სადაზღვევო კომპანია „აქსა გრუპი"  დაინტერესდა. ამის შესახებ რადიო „კომერსანტს" სადაზღვევო ასოციაციიდან აცნობეს. მათი ცნობით, კომპანიის წარმომადგენლები ქვეყანაში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის შესაფასებლად უკვე თბილისში იმყოფებიან.

ვიზიტის ფარგლებში ისინი ხვდებიან დაზღვევის ბაზრის ზედამხედველი ორგანოს - საქართველოს ეროვნული ბანკის, ასევე სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებს. „სადაზღვევო ასოციაციის" ცნობით, „აქსა გრუპი" დაზღვევის და აქტივების მართვის სფეროებში მსოფლიო ლიდერია. მის ჯგუფში დასაქმებული 216 ათასი დაქირავებული თანამშრომელი მსოფლიოს 57 ქვეყანაში 96 მილიონზე მეტ კლიენტს ემსახურება.

Category: ახალი ამბები | Views: 1005 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

მეოცე საუკუნე ავიაციის და კოსმონავტიკის ეპოქად ითვლება. გასული საუკუნის 70–იანი წლებს კი შეიძლება ეწოდოს თანამედროვე IT ინდუსტრიის ფორმირების ეპოქა. ამაში გადამწყვეტი როლი კომპანია  Apple – მა ითამაშა. 

კომპანიის ისტორია 30 წლის წინ იწყება, როდესაც აშშ–ში ორმა მეგობარმა, სტივ ჯობსმა და სტივ ვოზნიაკმა საკუთარი კომპანიის დაარსება გადაწყვიტეს, რომელიც კომპიუტერების შექმნა–გამოშვებაზე იქნებოდა ორიენტირებული. კომპანია ოფიციალურად 1976 წლის 1 აპრილს დაარსდა, ზუსტად მაშინ ბაზარზე გამოჩნდა კომპიუტერი  Apple Computer I. 10 თვის განმავლობაში გამოშვებულ და გაყიდულ იქნა 175 ცალი კომპიუტერი, რომელთა ფასი 666,66 დოლარს შეადგენდა.

1977 წლის თებერვალში  Apple – ის პრეზიდენტი მაიკლ სკოტი გახდა. წინგადადგმული ნაბიჯი გახდა იმავე წელს Apple Computer II – ის გამოშვება, ეს იყო პირველი პერსონალური კომპიუტერი ფერადი გრაფიკით. იმავე დროს გამოჩნდა დღეს მსოფლიოში ცნობილი ლოგოტიპი – ნაკბეჩი ვაშლი, რომელიც სარეკლამო სააგენტო  Regis McKenna – მა შექმნა.

1979 წელს კომპანიის თანამშრომელმა ჯეფ რასკინმა დაიწყო მუშაობა ახალ კომპიუტერზე „ყველაფერი ერთში," რომელიც ორიენტირებული იყო რიგით მომხმარებელზე. ზუსტად ამ პერიოდს შეიძლება დაერქვას პირველი Macintosh  - ის დაბადების დასაწყისი. 1983 წელს „Apple" – იმ გამოუშვა Lisa – პირველი პერსონალური კომპიუტერი გრაფიკული სამომხმარებლო ინტერფეისით, სახელი ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 992 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის ფინანსური მდგომარეობის სარკე, საფონდო და სავალუტო ბირჟებია. ამ ორი ფინანსური ინსტრუმენტის ფუნქციონირება ფულის დიდი ნაკადების მიზანშეწონილ მოძრაობას, ან ხარვეზებით განხორცილებულ გარიგებას ასახავს და ეს პროცესები ზოგადად გავლენას ახდენს ქვეყნის ფინანსურ მდგომარეობაზე. გასული ორი თვის საფონდო და სავალუტო ბირჟის მიმოხილვა ამბობს, რომ ეროვნულმა ბანკმა გამოიყენა ის ინსტრუმენტი, რომელმაც ქვეყნაში ინფლაციის შეჩერება უნდა უზრუნველყოს.

გასულ ორ თვეში საქართველოს საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში დაიდო 213 გარიგება, ჯამურმა ბრუნვამ 4.311.796 აქცია შეადგინა, ხოლო ფულადმა ბრუნვამ 644,124 ლარი შეადგინა. აქციების ბრუნვის აბსოლუტური უმრავლესობა (99%) სს "ლიბერტ ბანკ"-ზე მოდის - ფასი უცვლელია და 0,034 - 0,035 ლარს უდრის. ფულადი ბრუნვის მხრივ ლიდერობდა სს "საქართველოს ბანკი" (ბრუნვის 74%), რომლის ფასმა იმატა, თუმცა გასხვისებული აქციები ადგილობრივ ბაზარზე უმნიშვნელოა.

 

... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1090 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

ხვალ, 10 თებერვალს ბერლინის 61-ე კინოფესტივალს ძმები კოენების True Grit გახსნის. 

ბერლინალე, ანუ როგორც მას კიდევ პოლიტიკური კინოს ფესტივალს უწოდებენ, მაყურებელს წელს საკმაოდ საინტერესო პროგრამას შესთავაზებს. 

ფესტივალის პოლიტიკური დატვირთვა ჟიურის შემადგენლობის დასახელებასთან ერთად თვალნათელი გახდა. წელს ფესტივალის დირექტორმა ჟიურის შემადგენლობაში ირანელი რეჟისორი ჯაფარ პანახი მოიწვია, რომელიც რა თქმა უნდა ფესტივალს ვერ დაესწრება, მაგრამ მისი "სავარძელი" ცარიელი იქნება. 

"ირანელი რეჟისორისთვის განკუთვნილი ერთი სავარძელი ცარიელი იქნება," _ განაცხადა ფესტივალის დირექტორმა დიტერ კოსლიკმა. 

პანახის საპატივცემულოდ ფესტივალზე რეჟისორის მიერ გადაღებულ ფილმს "თამაშგარეს" აჩვენებენ, რომელმაც 5 წლის წინ ბერლინში ვერცხლის დათვი მოიპოვა. 

თუნდაც აღნიშნული დამოკიდებულება, არის ერთგვარი პროტესტი, რომელსაც ბერლინში შეკრებილი კინოხელოვანები ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ გამოხატავენ. 

კინოფესტივალს ჟიურის თავმჯდომარე იტალიელი მსახიობი და რეჟისორი იზაბელა როსელინი იქნება.
"იზაბელა როსელინი მრავალმხრივ ნიჭიერი მხატვარია, რომელსაც ევროპელ და ამერიკელ კინემატოგრაფისტებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს", _ განაცხადა კინოფესტივალის დირექტორმა დიტერ კოსლიკმა. 
იზაბელა საყოველთაოდ აღიარებული შვედი მსახიობის ინგრიდ ბერგმანისა და იტალიელი რეჟისორის რობერტო რო ... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 974 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს გუდიაშვილის კიდევ ერთი ნამუშევარი შეემატება.

როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში აცხადებენ, ლადო გუდიაშვილის ნამუშევარი დღემდე უცნობი იყო და მას, სავარაუდოდ, „დღესასწაული მდინარის პირას" ჰქვია. ნახატს ხელოვნების სასახლეს ნოდარ დუმბაძის სახელობის ცენტრალური საბავშო თეატრი გადასცემს. 

ეს დიდი ზომის უნიკალური ტილო (136X106) მხატვარმა 1946 წელს შეასრულა და თეატრმა 1950 წელს ლადო გუდიაშვილის გამოფენა-გაყიდვაზე შეიძინა. ნახატი ფართო საზოგადოებისთვის უცნობია. ის არ მოხვედრილა არც ერთ კატალოგსა და სამუზეუმო ცნობარში. 

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის შეფასებით, აღნიშნული ტილო მუზეუმის საგანძურისთვის უდიდესი შენაძენია, რადგან მის სიძველეთსაცავში გუდიაშვილის თეატრალური მხატვრობის ყველაზე დიდი ფონდია წარმოდგენილი. 

მუზეუმისთვის გადაცემული ნამუშევარი სასახლის სრული რეაბილიტაციის შემდეგ სხვადასხვა ექსპოზიციებსა და საერთაშორისო გამოფენებში მიიღებს მონაწილეობას. 

გარდა ამისა, საზოგადოებას წარედგინება ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრის ახალი, ყოველთვიური ჟურნალი „მოზART „-ი, რომელიც ქართულ თეატრალურ სივრცეში კონკრეტული თეატრის მიერ გამცემული პირველი თეატრალური ჟურნალია. გამოცემის მიზანია, ქართულ კულტურულ ცხოვრებაში საკუთარი წვლილის ... კითხვის გაგრძელება »
Category: ენციკლოპედია | Views: 1106 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

დღეს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსის საკონფერენციო დარბაზში გამომცემლობა „დიოგენე" პრესკონფერენციას გამართავს.

„დიოგენე" მეორედ აცხადებს კონკურსს პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელებისთვის და აწესებს ვახუშტი კოტეტიშვილის პრემიას თარგმანისათვის ნებისმიერი ენიდან ქართულ ენაზე. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 20-იდან 35 წლამდე მთარგმნელებს. 
შემოტანის ვადაა 2011 წლის 21 თებერვლიდან 21 მარტამდე. 

საკონკურსო მასალა არ უნდა აღემატებოდეს კომპიუტერზე აკრეფილ 10 გვერდს. 

კონკურსის მონაწილემ თარგმანი უნდა წარმოადგინოს, როგორც ელექტრონული ვერსიის სახით, ისე ამონაბეჭდი 3 ეგზემპლარად. თარგმანს თან უნდა ერთვოდეს დედანი (ქსეროასლი).

დაჯილდოება გაიმართება 2011 წლის 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს. 

წელს საპრიზო ფონდი გაიზარდა. პრემია გადაეცემა სამ საუკეთესო ახალგაზრდა მთარგმნელს (I ადგილი – 1500, II _ 1000, III _ 500 ლარი). ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილებამ დააწესა სპეციალური პრიზი (800 ლარი) საუკეთესო თარგმანისთვის სპარსულიდან ქართულ ენაზე.

დაიბეჭდება საუკეთესო თარგმანებისაგან შედგენილი კრებული.

ჟიურის შემადგენლობაში არიან გიორგი ეკიზაშვილი, გიორგი ლობჟანიძე, ზვიად რატიანი, ხათუნა ცხადაძე, ანა ჭაბაშვილი, თამარ ჯაფარიძე, ნიკა ჯორჯანელი. 

Category: სტატიები | Views: 1064 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

25 თებერვალს მადრიდიდან პეტერბურგში ძალიან მნიშვნელოვან ექსპონატებს ჩაიტანენ და ასე გაიხსნება ესპანეთის დღეები რუსეთში.

გახსნის საზეიმო ცერემონიას ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I და დედოფალი სოფია დაესწრებიან.

ზამთრის სასახლეში ფერწერის ყველა ძირითადი ჟანრის 66 ნახატს განათავსებენ, რომლებიც მადრიდის მუზეუმის კოლექციებში ინახება: ტიციანი, რაფაელი, ველასკესი, მენგსი და ფერდინანდი, გოია, ელ გრეკო, რუბენსი, მორო, ლუის მენდესი, პანტოხა დე ლა კრუსი, ვატტო, ჯოლი, ლონერი.

პრადოს მუზეუმის გამოფენა პეტერბურგში 2011 წლის 29 მაისამდე გაგრძელდება, ხოლო ერმიტაჟის შედევრების პრადოში ნახვა კი 2011 წლის 7 ნოემბრიდან 2012 წლის 26 მ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 953 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები