ხუთშაბათი, 25.04.2024, 12:34
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 9 » ლადო გუდიაშვილის უცნობი ნამუშევარი თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს გადაეცემა.
19:31
ლადო გუდიაშვილის უცნობი ნამუშევარი თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს გადაეცემა.
საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს გუდიაშვილის კიდევ ერთი ნამუშევარი შეემატება.

როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში აცხადებენ, ლადო გუდიაშვილის ნამუშევარი დღემდე უცნობი იყო და მას, სავარაუდოდ, „დღესასწაული მდინარის პირას" ჰქვია. ნახატს ხელოვნების სასახლეს ნოდარ დუმბაძის სახელობის ცენტრალური საბავშო თეატრი გადასცემს. 

ეს დიდი ზომის უნიკალური ტილო (136X106) მხატვარმა 1946 წელს შეასრულა და თეატრმა 1950 წელს ლადო გუდიაშვილის გამოფენა-გაყიდვაზე შეიძინა. ნახატი ფართო საზოგადოებისთვის უცნობია. ის არ მოხვედრილა არც ერთ კატალოგსა და სამუზეუმო ცნობარში. 

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის შეფასებით, აღნიშნული ტილო მუზეუმის საგანძურისთვის უდიდესი შენაძენია, რადგან მის სიძველეთსაცავში გუდიაშვილის თეატრალური მხატვრობის ყველაზე დიდი ფონდია წარმოდგენილი. 

მუზეუმისთვის გადაცემული ნამუშევარი სასახლის სრული რეაბილიტაციის შემდეგ სხვადასხვა ექსპოზიციებსა და საერთაშორისო გამოფენებში მიიღებს მონაწილეობას. 

გარდა ამისა, საზოგადოებას წარედგინება ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრის ახალი, ყოველთვიური ჟურნალი „მოზART „-ი, რომელიც ქართულ თეატრალურ სივრცეში კონკრეტული თეატრის მიერ გამცემული პირველი თეატრალური ჟურნალია. გამოცემის მიზანია, ქართულ კულტურულ ცხოვრებაში საკუთარი წვლილის შეტანა.

მუზეუმისთვის ლადო გუდიაშვილის ნამუშევრის გადაცემა დღეს, 13.00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება, რომელსაც მინისტრი ნიკოლოზ რურუა დაესწრება.
კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1112 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები