სამშაბათი, 23.04.2024, 18:50
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 9 » ინფლაცია შეჩერდება, საპროცენტო განაკვეთი გაიზრდება
19:35
ინფლაცია შეჩერდება, საპროცენტო განაკვეთი გაიზრდება
ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის ფინანსური მდგომარეობის სარკე, საფონდო და სავალუტო ბირჟებია. ამ ორი ფინანსური ინსტრუმენტის ფუნქციონირება ფულის დიდი ნაკადების მიზანშეწონილ მოძრაობას, ან ხარვეზებით განხორცილებულ გარიგებას ასახავს და ეს პროცესები ზოგადად გავლენას ახდენს ქვეყნის ფინანსურ მდგომარეობაზე. გასული ორი თვის საფონდო და სავალუტო ბირჟის მიმოხილვა ამბობს, რომ ეროვნულმა ბანკმა გამოიყენა ის ინსტრუმენტი, რომელმაც ქვეყნაში ინფლაციის შეჩერება უნდა უზრუნველყოს.

გასულ ორ თვეში საქართველოს საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში დაიდო 213 გარიგება, ჯამურმა ბრუნვამ 4.311.796 აქცია შეადგინა, ხოლო ფულადმა ბრუნვამ 644,124 ლარი შეადგინა. აქციების ბრუნვის აბსოლუტური უმრავლესობა (99%) სს "ლიბერტ ბანკ"-ზე მოდის - ფასი უცვლელია და 0,034 - 0,035 ლარს უდრის. ფულადი ბრუნვის მხრივ ლიდერობდა სს "საქართველოს ბანკი" (ბრუნვის 74%), რომლის ფასმა იმატა, თუმცა გასხვისებული აქციები ადგილობრივ ბაზარზე უმნიშვნელოა.

 

გარესაბირჟო ვაჭრობით გასული პერიოდში დაიდო 50 გარიგება, გასხვისდა 631,365 აქცია, ხოლო თანხობრივმა ბრუნვამ 785,268 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია სს "საქატრანსპროექტი მწვანე ოფისი"-ს (თბილისი, აღმაშენებელის 154, ”პროკრედიტ ბანკის”  შენობა) 16,54% გასხვისება. გასხვისების ფასი - 315,764 ლარია. ”საქართველოს საინვესტიციო ჯგუფი+”-ის ექსპერტები შეფასებით,   სააქციოს მთავარი აქტივია 14 სართულიანი, შენობა, რომლის სავარაუდო (რეალური ღირებულება) 9 - 12 მლნ აშშ დოლარია. სულ მიმოქცევაშია 171,714 აქცია, ანუ აქციის რეალური (მიახლოებული) ღირებულება 50 - 70 აშშ დოლარის ტოლფასი უნდა იყოს (ანუ 90 - 130 ლარი თითო აქცია). გარიგების ფასით კი დაფიქსირებულია 10,8 ლარი თითო აქციაში, რაც მორიგი თვალნათელი შედეგია "ფსევდოლიბერალური" კანონებისა, რაც დაინერგა საფონდო ბაზარზე.

 

აქციებზე რაიმე მსხვილ გადანაწილებას ადგილი არ ჰქონია. ფასის საოცარი რხევადობა დაფიქსირდა სს "მაღლივმშენი"-ს აქციაზე. 2010 წლის დეკემბრის ბოლო გასხვისდა 34,619 აქცია, თითო 5,27 ლარში. საინტერესოა, რომ 2010 წლის იანვარში გასხვისდა 71,217 აქცია, თუმცა მაშინ ფასი იყო 0,01 ლარი თითო აქციაში. წინა წლებშიც სააქციო მსგავსი "გასაოცარი" ფასწარმოქმნით ხასიათდებოდა. რა თქმა უნდა, დანერგილი ვაჭრობითა და არსებული კანონმდებლობით შეუძლებელია რაიმე გონივრული აზრის გამოტანა ამ სიტუაციის გასარკვევად.

 

საქართველოს სავალუტო ბაზარზე გასულ ორ თვეში, ლარის გაცვლითმა კურსმა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში გარკვეული რყევები განიცადა- აშშ დოლარისა და ევროს მიმართ რამდენიმე ერთეულით გაიზარდა, თუმცა გამყარდა თურქული ლირისა და სხვა ვალუტების მიმართ. ეს პროცესი გამოწვეულია ლარის მასის ზრდით მიმოქცევაში, რაც წლის ბოლოს დარიგებული ხელფასების, პრემიებისა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მოკლევადიანი ზეგავლენის შედეგია. ეროვნულმა ბანკმა, 45 მლნ აშშ დოლარი გაყიდა ნოემბრის თვეში, თუმცა იანვარში 10 მლნ დოლარი შეიძინა, რაც 2010 წლის ივნისის თვიდან მოყოლებული პირველი შემთხვევაა. 2010 წლის ივნისიდან ეროვნულმა ბანკმა 126 მლნ აშშ დოლარი გაყიდა და 10 მლნ დოლარი შეიძინა 2011 წლის იანვარში.

 

გასულ ორ თვეში 81 მლნ ლარის სახაზინო ვალდებულების ემისია მოხდა. ამით სახაზინო ვალდებულებათა ჯამური დავალიანება 456 მლნ ლარს გაუტოლდა. 2011 წლის 1 კვარტალში დაგეგმილია 80 მლნ ლარის მოზიდვა, თუმცა ამავე პერიოდში იფარება 65 მლნ. ლარის სახაზინო ვალდებულება, ანუ წმინდა მატება 15 მლნ ლარის იქნება. სადეპოზიტო აუქციონის მოცულობამ 335 მლნ ლარი შეადგინა. ამის შედეგად, ამ ინსტრუმენტით 415 მლნ ლარია მიმოქცევიდან ამოღებული.

 

აქტიურად ხორციელდებოდა რეფინანსირების 1 და 7 დღიანი აუქციონების ჩატარება. მისმა მოცულობამ 1 329 600 000 ლარი შეადგინა, ხოლო ჯამური არსებული ვალი 155 მლნ ლარის ტოლფასია, რასაც ემატება 38 მლნ ლარი მუდმივი რეფინანსირებისსესხი.

 

მზარდი ინფლაციის შესაჩერებლად ეროვნულმა ბანკმა გაზარდა უცხოურ ვალუტაში მოზიდული რესურსის რეზერვირების მაჩვენებელი 5 დან 15 პროცენტამდე, რაც მოახდენს ბანკების საკრედიტო პოლიტიკის შემცირებას და საპროცენტო განაკვეთის ზრდას. თუმცა, იკლებს ფულის მასა და სავარაუდოა, რომ ინფლაცია იქნება შეჩერებული .

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1095 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები