ხუთშაბათი, 25.04.2024, 06:30
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 9 » Apple - კომპიუტერული ინდუსტრიის ეპოქის ფუძემდებელი.
19:35
Apple - კომპიუტერული ინდუსტრიის ეპოქის ფუძემდებელი.

მეოცე საუკუნე ავიაციის და კოსმონავტიკის ეპოქად ითვლება. გასული საუკუნის 70–იანი წლებს კი შეიძლება ეწოდოს თანამედროვე IT ინდუსტრიის ფორმირების ეპოქა. ამაში გადამწყვეტი როლი კომპანია  Apple – მა ითამაშა. 

კომპანიის ისტორია 30 წლის წინ იწყება, როდესაც აშშ–ში ორმა მეგობარმა, სტივ ჯობსმა და სტივ ვოზნიაკმა საკუთარი კომპანიის დაარსება გადაწყვიტეს, რომელიც კომპიუტერების შექმნა–გამოშვებაზე იქნებოდა ორიენტირებული. კომპანია ოფიციალურად 1976 წლის 1 აპრილს დაარსდა, ზუსტად მაშინ ბაზარზე გამოჩნდა კომპიუტერი  Apple Computer I. 10 თვის განმავლობაში გამოშვებულ და გაყიდულ იქნა 175 ცალი კომპიუტერი, რომელთა ფასი 666,66 დოლარს შეადგენდა.

1977 წლის თებერვალში  Apple – ის პრეზიდენტი მაიკლ სკოტი გახდა. წინგადადგმული ნაბიჯი გახდა იმავე წელს Apple Computer II – ის გამოშვება, ეს იყო პირველი პერსონალური კომპიუტერი ფერადი გრაფიკით. იმავე დროს გამოჩნდა დღეს მსოფლიოში ცნობილი ლოგოტიპი – ნაკბეჩი ვაშლი, რომელიც სარეკლამო სააგენტო  Regis McKenna – მა შექმნა.

1979 წელს კომპანიის თანამშრომელმა ჯეფ რასკინმა დაიწყო მუშაობა ახალ კომპიუტერზე „ყველაფერი ერთში," რომელიც ორიენტირებული იყო რიგით მომხმარებელზე. ზუსტად ამ პერიოდს შეიძლება დაერქვას პირველი Macintosh  - ის დაბადების დასაწყისი. 1983 წელს „Apple" – იმ გამოუშვა Lisa – პირველი პერსონალური კომპიუტერი გრაფიკული სამომხმარებლო ინტერფეისით, სახელი კი ჯობსის ქალიშვილის საპატივსაცემოდ დაარქვეს. სოლიდური ფასის და შეზღუდული რაოდენობის გამო ეს მოდელი გამოყენებაში ფართოდ არ გავრცელებულა. კომერციული თვალსაზრისით, „ლიზა" სრული ჩავარდნა იყო. 

პირველი Macintosh  კომპანია „Apple" – მა 1984 წლის 22 იანვარს წარმოადგინა სარეკლამო როლიკით „1984", რომელიც დაფუძნებული იყო ორუელის ცნობილი წიგნის სიუჟეტზე. ეს კლიპი ათწლეულის სარეკლამო კლიპად აღიარეს, მიიღო გრან–პრი კანის ფესტივალზე და დღემდე ითვლება რეკლამის ისტორიაში ერთ–ერთ ყველაზე ორიგინალურად. ეს მოვლენა გახდა ბიძგი პერსონალური კომპიუტერების ეპოქის აღმავლობისა. მან ადამიანებს კომპიუტერებზე წარმოდგენა შეუცვალა, გამოიკვეთა ის საფუძვლებიც, რომელსაც შემდეგ ყველა კომპიუტერული ფირმა იყენებს.

ამავე წლის სექტემბერში „Apple" – მა დაიწო კომპიუტერ  Macintosh 512K  – ის გაყიდვა 2495 დოლარად. გადიოდა წლები, კომპიუტერული გავითარება ერთ ადგილზე არ გაჩერებულა. გამოჩნდა ახალი შესაძლებლობები, შეიცვალა რიგი ელემენტები და ჩამოყალიბდა ახალი ტექნოლოგიები.

დღეს „Apple" კომპანიაა, რომელიც უშვებს პეროსონალურ კომპიუტერებს, აუდიოპლეერებს, ტელეფონებს... ესთეტიური გემოვნების და ინოვაციური ტექნოლოგიების წყალობით კომპანიამ უნიკალური რეპუტაცია შეიქმნა და უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში. მისი შტაბ–ბინა კალიფორნიის შტატში, კუპერტინოშია.

2007 წლის 9 იანვრამდე კორპორაციის ოფიციალური სახელმწოდება 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო Apple Computer. 2007 წლიდან კი  გახდა, უბრალოდ, „Apple." „Apple" – ის მარკეტინგული საქმიანობა აქტიური და აგრესიულია. მისი მომხმარებლები სისტემატურად იღებენ შეტყობინებებს კომპანიის სიახლეების თაობაზე, კომპანია ხშირად წყობს გამოფენებს და ავრცელებს ინფორმაციას დანერგილი ახალი ტექნოლოგიების შესახებ.  

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 999 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები