ოთხშაბათი, 24.04.2024, 01:56
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 9 » ქართული ბაზრით უმსხვილეს ფრანგული სადაზღვევო კომპანია დაინტერესდა.
19:36
ქართული ბაზრით უმსხვილეს ფრანგული სადაზღვევო კომპანია დაინტერესდა.

აქსა გრუპის"  წარმომადგენლები თბილისში იმყოფებიან

რადიო "კომერსანტი", FM 95,5

საქართველოს ბაზრით უმსხვილესი ფრანგული სადაზღვევო კომპანია „აქსა გრუპი"  დაინტერესდა. ამის შესახებ რადიო „კომერსანტს" სადაზღვევო ასოციაციიდან აცნობეს. მათი ცნობით, კომპანიის წარმომადგენლები ქვეყანაში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის შესაფასებლად უკვე თბილისში იმყოფებიან.

ვიზიტის ფარგლებში ისინი ხვდებიან დაზღვევის ბაზრის ზედამხედველი ორგანოს - საქართველოს ეროვნული ბანკის, ასევე სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებს. „სადაზღვევო ასოციაციის" ცნობით, „აქსა გრუპი" დაზღვევის და აქტივების მართვის სფეროებში მსოფლიო ლიდერია. მის ჯგუფში დასაქმებული 216 ათასი დაქირავებული თანამშრომელი მსოფლიოს 57 ქვეყანაში 96 მილიონზე მეტ კლიენტს ემსახურება.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1010 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები