ხუთშაბათი, 25.04.2024, 14:39
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 9 » ტუბერკულოზი – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნომერი1 პრობლემა.
19:37
ტუბერკულოზი – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნომერი1 პრობლემა.

XXI საუკუნის პირველი ათასწლეულისათვის მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ტუბერკულოზი არ არის ლიკვიდირებული და იგი კვლავ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნომერი 1 პრობლემაა. საქართველოში ამ დაავადების გავრცელება საოცრად მაღალია. ტუბერკულიოზის ახალი შემთხვევების 10 % რეზისტენტულია, რაც მედიკოსთა შეფასებით, შემაშფოთებელია. ტუბერკულიოზის პრობლემა მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემა არ გახლავთ, არამედ ეს ზოგადად ქვეყნისთვის უზარმაზარ თავსატეხს წარმოადგენს, რადგან გლობალურად თუ შევხედავთ ამ საკითხს, აშკარაა, რომ თუ დროულად ვერ მოვახერხებთ ტუბერკულიოზის ეფექტურ კონტროლს უმძიმესი შედეგების წინაშე აღმოვჩნდებით. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ტუბერკულიოზის სერვისები პაციენტებისთვის უფასოა, ხოლო ქვეყანას რეზისტენტული ფორმით დაავადებული პაციენტების განკურნება დაახლოებით 15-20 ათასი ლარი უჯდება.

ტუბერკულიოზის გამოვლენის ახალი ფაქტები საკმაოდ ხშირია. როგორც "პრესა.ჯი"-ს შ.პ.ს ¹2 ტუბსაწინააღმდეგო დისპანსერის ექიმმა-ფტიზიატრმა  დალი გორგოძემ განუცხადა, 2011 წელს მასთან უკვე დაავადების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გორგოძის განმარტებით, ბოლო პერიოდში ტუბერკულიოზის ფაქტები გახშირდა, რაც შეიძლება სოციალური ფონით იქნეს გამოწვეული, მაგრამ თუ პაციენტი თავის დროზე, სპეციალურ დაწესებულებებს მიაკითხავს ტუბერკულიოზი განკურნებადია.

,,პაციენტი თუ ყველაფერს დაიცავს რაც საჭიროა ყველა ვარიანტში ტუბერკულიოზი განკურნებადია’’, - აღნიშნა გორგოძემ.

პაციენტები ამ დაავადებისაგან იკურნებიან, თუმცა, ამაღელვებელი ტენდეციაა, რომ ზოგ შემთხვევაში პაციენტთა ნაწილი თვითნებურად მკურნალობს, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო დაავადების შესახებ ინფორმაცია დაფაროს, ხოლო ზოგ შემთხვევაში პაციენტები მკურნალობას გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ წყვეტენ.

როგორც "პრესა.ჯი"-ს აღნიშნული დისპანსერის დირექტორმა ზეინაბ სანდოძემ განუცხადა, პაციენტები რაღაც პერიოდში თავს უკეთ გრძნობენ და თვლიან, რომ მკურნალობა მათთვის უკვე ზედმეტია.

,,თუ პაციენტს არ სურს მკურნალობის გაგრძელება, ამ შემთხვევაში ჩვენ უძლურები ვართ, რადგან არანაირი კანონი არ არსებობს, რომ მათ უფლება არ მივცეთ მკურნალობის შეწყვეტის. მედდების მიერ მათთან მკურნალობის გააგრძელებასთან დაკავშირებით მუშაობა მიდის, თუმცა ამაოდ. ტუბერკულიოზთან დაკავშირებით არ გვაქვს უფლება, რომ ვაცნობოთ ვინმეს, კონფიდენციალობა უნდა დავიცვათ,  ამით ვიცავთ პაციენტის უფლებას, თუმცა ვარღვევთ ჯანმრთელი ადამიანის უფლებას’’, - დასძინა სანდოძემ.

დისპანსერის დირექტორი ამაღელვებელ ტენდეციად იმ ფაქტს მიიჩნევს, რომ ტუბერკულიოზის ახალი ფაქტების გამოვლენისას ბევრად უფრო მეტი წილი ულტირეზისტენტული ფორმებით ვლინდება.

,,ამაღელვებელი ტენდეცია, რომ ძალიან ბევრი პაციენტები გამოვლინდა ულტირეზისტენტული ფორმებით, ვიდრე ეს წინა წლებში იყო’’, აღნიშნა სანდოძემ.

ტუბერკულიოზის დაავადების პრევენციაზე საუბარი ძნელია, რადგან დაავადება ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება, შესაბამისად ჯანმრთელი მოქალაქეები პაციენტების კეთილნებაზე არიან დამოკიდებულები, ისინი თუ რამდენად კარგად დაიცავენ ნორმებს. თუმცა, არის ერთიც, რომ დაავადებული ადამიანები თავად საზოგადოებამაც არ უნდა გარიყოს, რომ მათ ეგოიზმი არ ჩამოუყალიბდეთ.

,,ადამიანმა უნდა იცოდეს როგორ დაახველოს, თვითონ უნდა ჰქონდეს კულტურა. დაავადება მიკობაქტერიაა, რომელიც ბუნებაში სულ არის. ყველა ჩავისუნთქავთ, თუმცა ჩვენი იმუნიტეტიდან გამომდინარე როგორმე ამას ვერევით, თუმცა როდესაც იმუნური სისტემა დაქვეითებულია, ასეთ პიროვნებას უფრო ერევა. ასევე, ტუბერკულიოზის განვითარების წინა პირობა ნერვული სტრესები, კვება და სოციალური ფონიც არის’’, - განაცხადა სანდოძემ.

გეტყვით იმასაც, ამ დისპანსერის 24 თანამშრომელს როგორი ინფრასტრუქტურის პირობებში უწევთ პაციენტების მიღება. კარებები ჭრიალებს, კედლები ჩამონგრეულია, იატაკი ლუარსაბ თათქარიძის სახლის იატაკს გაგახსენებთ, სადმე ფეხი, რომ არ ჩაგივარდეთ, ფანჯრები არის, თუმცა დანიშნულებას რამდენად ასრულებს ვერ გეტყვით, რადგან შენობაში ისე ცივა, როგორც გარეთ. ზოგიერთ ოთახში პირველადი განათების საშუალებაც კი არ არის, შესაბამისად შენობაში გამწოვების დამონტაჟებაზე ზედმეტია საუბარი.

,,მერიას მივმართეთ, მათ ძველი თბილისის გამგეობასთან გადაგვამისამრთეს, მათ კი წერილი მოგვწერეს, რომ საშუალება არ აქვთ, რომ დაგვეხმარონ. კედელი ჩამოგვენგრა, შემდეგ ჩვენ შევეკათეთ.  გამგეობიდან მოგვიანებით, რომ მოვიდნენ და ნახეს, ტელეფონზე დამირეკეს და მითხრეს თქვენ აშენებთ და რაღა გინდათო’’, - აღნიშნა სანდოძემ.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1034 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები