შაბათი, 20.04.2024, 03:05
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 9 » ნორჩი ლეიბორისტების, ნაციონალების და ფორუმელების „ ღვაწლი“ დიდ პოლიტიკაში.
19:41
ნორჩი ლეიბორისტების, ნაციონალების და ფორუმელების „ ღვაწლი“ დიდ პოლიტიკაში.

ხშირად ჩნდება კითხვა:  რეალურად, რას აკეთებენ ახალგაზრდული ფრთების წარმომადგენლები პარტიაში? საიდან ფინანსდებიან, ან რამდენია მათი ბიუჯეტი? რა არის მათი საქმის მიზანი და აქვთ თუ არა საერთოდ რაიმე შედეგი?  ამ კითხვებზე პასუხის გაცემა პოტენციურ პოლიტიკოსებს ძალიან გაუჭირდათ.

ისინი სხვადასხვა მიზეზების გამო, კითხვებზე პასუხის გაცემას ერიდებოდნენ. ინტერვიუებისთვის არჩევანი სამი პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდულ ფრთებზე  გაკეთდა: „ნაციონალური მოძრაობა”, „ეროვნული ფორუმი” და „ლეიბორისტული პარტია”.

კითხვაზე რა როლს ასრულებთ პარტიაში? სამივე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა დაუფიქრებლად უპასუხა: ვზრუნავთ ახალგაზრდებზე. სამივე პარტიის წარმოამდგენლს ახალგაზრდებზე ზრუნვა სხვადასხვანაირად ესმის.

ლეიბორისტების ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე, თემურ წიკლაური მიიჩნევს, რომ ახალგაზრდებს ამ ეტაპზე საგანმანათლებო პროექტები არ სჭირდებათ, რადგან მათ გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემები აქვთ:

„ჩვენთან მოდიან ახალგაზრდები და გვიყვებიან თავანთი პრობლემების შესახებ. მათ აქვთ ყველა  ის პრობლემა, რომელიც  სააკაშვილის მმართველობამ მოუტანა ქართველ ხალხს.

ჩვენ ვცდილობთ  დავეხმაროთ და თითოეული ახალგაზრდის პრობლემა მივიტანოთ ხალხამდე, მოვაწყოთ დისკუსიები და განვიხილოთ ამ პრობლემების გადაჭრის გზები. ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის პოლიტიკა, სწორედ ამას ემსახურება – ახალგაზრდების პრობლემების გადაჭრას”.

„ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე, თორნიკე რევიშვილი კი პირიქით მიიჩნევს, ის ფიქრობს, რომ აქცენტი უნდა გაკეთდეს ინტელექტუალურ რესურსებზე და რაც შეიძლება მეტი საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიება მოეწყოს:

„ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად მოვახერხოთ ახალგაზრდების ჩართვა საზოგადოებრივ–პოლიტიკურ საკითხებში. უახლოეს პერიოდში განვახორციელებთ სასაწავლო ვიზიტებს სახელმწიფო ინსტიტუტებში.

ასევე ვაწყობთ აკადემიურ ღონისძიებებს” – ამბობს რევიშვილი.

რაც შეეხება „ეროვნულ ფორუმს”, ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე  შალვა კიკნაველიძე მიიჩნევს, რომ მათი პოლიტიკა გამომდინარეობს იმ საკითხების აქტუალობიდან, რომელიც მოცემულ მომენტში აქტუალურია ახალგაზრდობისთვის:

„ვცდილობთ განვსაზღვროთ სამიზნე ჯგუფები და შესაბამისად შევარჩიოთ საკონფერენციო თემები და მოვაწყოთ დისკუსიები.”

მეორე კითხვა ახალგაზრდა პოლიტიკოსებისთვის არც ისე ადვილი აღმოჩნდა.

კითხვამ, საიდან ფინანსდებით და რამდენია თქვენი ბიუჯეტი?

– არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ლეიბორისტების ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარემ ამ კითხვას ასე უპასუხა:

„ჩვენამდე მოსვლას ერთი ლარი სჭირდება და დანარჩენი რა დაფინანსებაზეა საუბარი? ერთი ლარი ყველას აქვს აქ, რომ მოვიდეს”. „ნაცონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარემ ამ კითხვაზე პასუხი ვერ გასცა და  პასუხისმგებლობა პარტიის პიარ–მენეჯერს გიორგი პატარაიას გადააბარა, რომელმაც  ამ თანმდებობაზე ახალდდანიშვნა მოიმიზეზა და პასუხი არ გაგვცა.

ერთი დღის  შემდეგ გიორგი პატარაიამ განაცხადა, რომ ახალგაზრდული ფრთა პარტიის სტრუქტურული ერთეულია და შესაბამისად ის ფინანსდება პარტიის ცენტრალური ბიუჯეტიდან. თუ რა თანხა  გამოიყოფა საშუალოდ ერთ ღონისძიებაზე ან კონფერენციაზე, როგორც გიორგი პატარაიამ განაცხადა  ეს მან ჯერ ზუსტად არ იცის:

„ბოლო კონფერენციები რაც ჩატარდა, არც ერთზე, არც ერთი თეთრი არ დახარჯულა, გარდა ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების ენერგიისა” – დასძინა მან.

„ეროვნული ფორუმის”  ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე, შალვა კიკნაველიძე კი მიიჩნევს, რომ  „ახალგაზრდული ფორუმი" არის ოფიციალურად იურიდიული პირი. მისი სამართლებრივი სტატუსი კი კავშირია, რაც მათ აძლევს უფლებას მიიღონ შემოწირულობები, რაც ძალიან მწირია:

კიკნაველიძე აცხადებს: „ფინანსურად გარკვეულწილად გვეხმარება დედა პარტია, რომელიც არის კვალიფიციური სუბიექტი და დაფინანსებას იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. დანარჩენი ღონისძიებების ჩატარებაში გვეხმარებიან საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, რომლებიც თვითონ აგვარებენ მესამე მხარესთან ურთიერთობას”.

როგორც ახალგაზრდული ფრთების თავმჯდომარეებთან საუბრისას გაირკვა, ხელფასი არც ერთ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრს არ აქვს.

და ბოლოს რა არის მათი მიზანი და აქვთ თუ არა შედეგი უზარმაზარი?

„ახალგაზრდული ფორუმი” მიიჩნევს, რომ პოლიტიკური თამაშები „რომელიც არის მათი და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ერთობლივი პროექტი, მნიშველოვანი წარმატებაა და რაც მთავარია, პასუხობს მათ მიზნებს.

რაც შეეხება ახალგაზრდა ლეიბორისტებს და ახალგაზრდა ნაციონალებს, ახალგაზრდა ლეიბორისტების თავმჯდომარეს არ ახსოვს ბოლო კონფერენცია როდის ჩაატარეს და არ ასახელებს წარმატებული პროექტებს, რომელიც მათი ინიციატივით განხორციელდა. ამბობს რომ,  აქცენტს აკეთებენ „ახალგაზრდების გაჭირვებაზე და არა ინტელექტუალურ, გასართობ, სულელურ ღონისძიებებზე”.

„ახალგაზრდა ნაციონალები” კი აცხადდებენ, რომ ისინი სულ 2 თვეა რაც ამ სტრუქტურაში არიან და ჯერ „გასაკეთებელი კიდევ ბევრი" აქვთ.


კატეგორია: სტატიები | ნანახია: 992 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები