შაბათი, 20.04.2024, 12:38
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 9 » სილამაზე ქალებისთვის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანია.
20:27
სილამაზე ქალებისთვის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანია.

კოსმეტიკური საშუალებებისა და იმ მომსახურების მიმართ, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღ წესს უკავშირდება, ქალის დამოკიდებულების შესასწავლად მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს.

გამოკითხვაში დიდ ბრიტანეთში მცხოვრები 13-დან 65 წლამდე ასაკის ქალბატონები მონაწილეობდნენ.

აღმოჩნდა, რომ ქალები მეტი ხალისით ფულს იმ საშუალებებში იხდიან, რომელთა დახმარებით ახალგაზრდულად გამოიყურებიან. ნაკლებს იხდიან სამკურნალო პროცედურებსა და დიეტურ კვებაში, რომელიც თავისდათავად ახალნგრძლივებს ახალგაზრდობას.

 

გამოდის, უფრო მონდომებით იხარჯება ფული დეკორატიულ კოსმეტიკაში, თმის მოვლის საშუალებებში, ავტოგასარუჯსა და მაკიაჟში. მხოლოდ ნახევარზე ნაკლები ყიდულობს რეგულარულად დიეტურ პროდუქტს.

ზემოთქმული ციფრებით ასე გამოისახება: ინგლისელი ქალბატონი სილამაზისთვის საშუალოდ 340 ფუნტს ხარჯავს, ჯანმრთელობაში კი 230-ი ემეტება.

სპეციალისტები შეახსენებენ ქალბატონებს, რომ ახალგაზრდული იმიჯის დაცვა სულაც არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდა და ჯანმრთელი ხარ. კარგი აღნაგობა და მოვლილი გარეგნული იერი კი სულაც არ არის ჯანმრთელი ორგანიზმის უტყუარი ნიშანი.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 998 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები