შაბათი, 20.04.2024, 16:07
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 9 » როგორ წავისვათ კრემი სწორად (პატარა ხრიკები).
20:28
როგორ წავისვათ კრემი სწორად (პატარა ხრიკები).

სახის ყოველდღიური მოვლა დამატენიანებელი კრემის წასმასაც უნდა მოიცავდეს. მაგრამ თავად კოსმეტიკური საშუალების უნარის - გააუმჯობესოს კანის მდგომარეობა - გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია მისი სწორად წასმა.

მას შემდეგ, რაც საჭირო რაოდენობას წაისვამთ, აუცილებელია მისი კანში შეზელა, რომ კანმა შეიწოვოს და მასზე ნიღაბივით არ დარჩეს.  

პირველ რიგში, თქვენი ხელები აუცილებლად სუფთა უნდა იყოს. დაიდეთ დამატენიანებელი ხელზე და ოდნავ გაგლისეთ. ეს მასას გაათბობს (ყველა კრემს ხომ მაცივარში ვინახავთ). შემდეგ ხელის გულები ისე მიიდეთ ლოყებზე, რომ კრემი მათზე დარჩეს, შემდეგ კი თითის ბალიშების წრიული მოძრაობით შეიზილეთ ლოყებზე.  

კრემის მორიგი ულუფა ცხვირის ფუძიდან ქვევიდან-ზევით, ცხვირიდან-საფეთქლებისკენ ისეთივე მოძრაობებით შეიზილეთ.

უშუალოდ თვალის ქვეშ სახის დამატენიანებელი კრემის წასმა არ შეიძლება, ამისთვის საგანებო საშუალებები არსებობს.

საფეთქლებიდან გადადით შუბლზე. თითებით (ხელი გულები ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია) შუბლის შუიდან საფეთქლებამდე შეზილეთ კრემის ნაწილი.

შემდეგ გადადით პირის მიდამოებზე (ხელის გულები ვერტიკალურ მდგომარეობაშია) და თითის ბალიშებით ზედა და ქვედა ტუჩის გასწვრივ განაგრძეთ კრემის შეზელა.

გადადით ნიკაპზე. ხელის გულის ზურგის მხრიდან ნიკაპის სიგრძეზე მსუბუქი მოძრაობებით შეზილეთ კრემი.  ეს ერთგვარი მასაჟიციქნება.

არ დაგავიწყდეთ კრენის ყელზე და დეკოლტეს მიდამოებში წასმა! დაიმახსოვრეთ, რომ პროფესიონალი კოსმეტოლოგის როლში შედიხართ და თქვენი ხელები არ უნდა გაჩერდეს, სანამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანთ. 

კრემის წასმის ასეთი მეთოდი ხელს შეუწყობს არა მარტო მის კარგად შეზელას კანში, არამედ გააუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას და გააძლიერებს მის მოდინებას ზედაპირული ფენებისკენ. თუკი ასეთი პროცედურის ჩატარების დრო ყოველდღიურად არ გაქვთ, წესისამებრ კრემის წასმა კვირაში 1-2-ჯერ მაინც მოახერხეთ.

კატეგორია: გასართობი | ნანახია: 1222 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები