ხუთშაბათი, 28.03.2024, 13:15
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 9 » ბუნების 10 საოცრება - გაქრობის გზაზე
20:29
ბუნების 10 საოცრება - გაქრობის გზაზე


კაცობრიობა ტყეების ჩეხვას, მდინარეების დაშრობას და ბუნების დაბინძურებას განაგრძობს ისე არხეინად განაგრძობს, თითქოს არ იცოდეს, რომ გლობალურ დათბობასთან ერთად ეს ყველაფერი პლანეტის სახეს უარესობისკენ მნიშვნელოვნად ცვლის. შესაძლოა, საუკუნის დასასრულისთვის (ან შუა წლებისთვის) ადამიანმა უკვე ვეღარ ნახოს ბუნების ის სასწაულები, რომლებიც დღეს ჯერ კიდევ არსებობს.  

დიდი ბარიერული რიფი, ავსტრალია 
ლეგენდარული ავსტრალიური ეკოსისტემა, რომელიც თავისი ზომებით ამომავალი მზის ქვეყანას თუ სეედრება, 2030 წლისთვის გაქრება. ავსტრალიის მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ოკეანური წყლების სულ რაღაც 3-5 გრადუსით გათბობა მათი მჟავიანობის გაზრდასთან ერთად, ძალიან მალე გაანადგურებს რიფების 97%-ს მისი ბინადრებით. გარდა ამისა, რაიონში დღემდე ნებადართულია კომერციული თევზჭერა, რაც ასევე არ უწყობს ხელს ეკოლოგიურ წონასწორობას. ავსტრალიელი მკვლევრები გამოვიდნენ მოწოდებით ტურისტებისთვის, და ურჩიეს მათ, წყალქვეშა ფაუნა რესტორნის თეფშზე ლიმონისწვენმოსხმული კი არა, აკვალანგით წყალში ჩაყვინთვით შეისწავლონ. ძღვის პროდუქტების მოყვარულებისთვის კი ზედმეტი არ იქნებოდ იმის ცოდნა, რომ მაგიდაზე მოხვედრილი მიდიების თუ ხამანწკების ყოველი კილოგრამისთვის ერთიდან ათ კილოგრამამდე შენახვისა და ტრანსპორტირების პროცესში ლპობაშეპარული ზღვის ბინადარი მოდის.

გლეიშერის ეროვნული პარკი, მონტანის შტატი, აშშ
1850 წელს ახლანდელი პარკის ტერიტორიაზე 150 მყინვარი იყო, ახლა სულ 26 დარჩა. მეცნიერები ამბობენ, რომ ასეთი ტემპით უნიკალური ნაკრძალი 2025 წელს უკვე შეწყვეტს არსებობას. ბოროტი ხმები იმასაც ამბობენ, რომ უკვე დროა პარკს ”გლეიშერის მემორიალური პარკი ეწოდოს”. მყინვარების დნობის გარდა დათბობა ფლორასა და ფაუნასაც უქმნის საფრთხეს. ამიტომ, სანამ გვიანი არაა, ტურისტები ლეგენდარულ ”გზაზე მზისკენ” ველოსიპედით და მდინარე ფლეტედზე დაშვებას ასწრებენ.

მალდივები
მალდივები დედამიწის ყველაზე ”ქვევით განლაგებული” სახელმწიფოა: 1192 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგის ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან სულ რაღაც 2,4 მეტრზეა, ამიტომ ქვეყნისთვის გლობალური დათბობა განსაკუთრებით სახიფათოა. თუ მსოფლიო ოკეანის დონე სულ 1 მეტრით აიწევს, ის აღარ იარსებებს. მეცნიერების ვარაუდით, საუკუნის დასასრულისთვის წყლის დონე 59 სმ-ით აიწევს, რაც ბევრი მალდივური კუნძულისთვის უკვე ფატალურია. იმისთვის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ეკოლოგიურ ლტოლვილად არ იქცეს, ქვეყნის პრეზიდენტმა მოჰამედ ნაშიდმა გადაწყვიტა, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ნაწილი ინდოეთში, შრი-ლანკაზე და ავსტრალიაში მიწების შესყიდვის პროექტისკენ მიემართა, რომ ჩაძირვის შემთხვევაში ქვეყნის მოსახლეობა მალდიველთა კუთვნილ ტერიტორიაზე გაიხიზნოს.

 

 

 

 

 

 

კილიმანჯაროს მყინვარი, ტანზანია 
აფრიკის უმაღლესი მწვერვალის ”თოვლიანი ქუდი” თანდათან დნება. მას შემდეგ, რაც 1936 წელს ჰემინგუეიმ ცნობილი ”კილიმანჯაროს თოვლი” დაწერა, მყინვარი 80%-ით დაპატარავდა. მთის მეორე დიდი პრობლემა ტურისტების დიდი რაოდენობაა. წლიდან წლამდე მათი სტუმრობა სულ უფრო აბინძურებს გარემოს. საკმაოდ მაღალი ”ეკოლოგიური გადასახადის” მიუხედავად (1000 დოლ. ერთკვირიანი ექსპედიციისთვის), ნაგავი ფერდობებზე ყველგანაა. ამიტომ თუ მყინვარის დაპყრობაზე ოცნებობთ, უნდა იჩქაროთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინდონეზიური არქიპელაგი
ჯაკარტელი მეტეოროლოგი, არმუ სუსანდი, მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად, ასკვნის, რომ 2080 წელს არქიპელაგი დაახლოებით 2000 კუნძულს და 60 000 კვადრატულ კილომეტრ მიწას დაკარგავს. ამასთანავე კუნძული პაპუა დაპატარავდება 10%-ით, იავა და სუმატრა კი - 5%-ით თითოეული. ინდონეზიელი მეტეოროლოგი ასევე წინასწარმეტყველებს, რომ 2050 წელს წყლის ქვეშ ჯაკარტის მეოთხედი მოექცევა მისი საერთაშორისო აეროპორტის ჩათვლით. ასეთი უსიამოვნო მოვლენების მიზეზი მხოლოდ გლობალური დათბობა არაა. არ კონტროლდება სასარგებლო წიაღისეულისა და ქვიშის მოპოვება, რომლებიც სამშენებლო ბუმის პირობებში სულ უფრო მეტია საჭირო. დღეისათვის მონდომებულმა მშენებლებმა დაახლოებით 20 კუნძული უბრალოდ ამოთხარეს.

 

 

 

 

 

 

ანტარქტიკის ნახევარკუძნული
ანტარქტიკის ნახევარკუძნულის მყინვარი სწრაფი ტემპით ქრება, ბოლო წლებში  40%-ით შემცირდა. ზოგი მეცნიერი თვლის, რომ პროცესი, რომელიც 2002 წელს დაიწყო მყინვარიდან როდ აილენდის შტატის ზომის უზარმაზარი ნაწილის მოწყვეტით, უკვე შეუჩერებელია. დიდია იმის ალბათობა, რომ 2040 წლის შემდეგ ნახევარკუნძულზე საერთოდ არ იქნება ყინულოვანი საფარი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შვეიცარიული ალპები
ზაფხულში ალპებში უკვე ვეღარ ნახავ ზამთრის თოვლის ნარჩნებს, რომლებიც აუცილებელი იყო მყინვარების გაზრდისა თუ გამყარებისთვის. ასე რომ, რონის მყინვარის შენარჩუნების შანსი პრაქტიკულად არაა. ის ამავე დროს კვებავს იმავე სახელწოდების მდინარეს, რომელიც ჟენევის ტბაში ჩაედინება. თუ ადრე თავინათი სასტუმროების კარიდან გამოსული ტურისტებს პირდაპირ მყინვარზე მოხვედრა და მათი შესწავლა შეეძლოთ, ახლა ამისთვის მრავალი კილომეტრის გავლა გახდა საჭირო. ასე რომ, დროა ჟენევაში ჩახვიდეთ და მისი ტბის სილამაზით დატკბეთ.

 

 

 

 

 

 

მანგრის შამბნარი, ინდოეთი, ბანგლადეში  
სუნდარბანები - ათასობით კილომეტრზე გადაჭიმულ ჭაობისა და ლერწმის ლაბირინთში  განგის, ბრახმაპუტრისა და მეხნას შეერთების ადგილას უამრავი ცხოველი, ფრინველი და თევზი ბინადრობს. აქ ჯერ კიდევ წააწყდებით ინდურ ვეფხვს და ისეთ უცნაურ არსებობს, როგორიცაა ხეზე მცოცავი თევზი. სამწუხაროდ, დაახლოებით 2 მილიონი ადამიანიც აქვე ცხოვრობს, რომელთა სამეურნეო საქმიანობის წყალობით საუკუნის დასასრულს ზემოხსენებული ლაბირინთი საერთოდ აღარ იარსებებს.

 

 

 

 

 

მკვდარი ზღვა, ისრაელი, იორდანია 
იმის ალბათობა, რომ მკვდარი ზღვა არალის ზღვის ბედს გაიზიარებს, მატულობს. ებრაელი ეკოლოგების მონაცემებით, ბოლო 400 წლის მანძილზე ზღვის დონემ 25 მეტრით დაიკლო, მისი ფართობი კი მესამედით შემცირდა. ასეთი შედეგი სამი ქვეყნის (ისრაელი, სირია და იორდანია) ერთობლივმა ძალისხმევამ გამოიღო. ისინი ზღვაში ჩამდინარე მდინარეებს აქტიურად იყენებენ მორწყვისთვის და ყოფითი საჭიროებისთვის. შედეგად, 80-იან წლებში წყლის ნაპირას აგებული სასტუმროები ახლა დაახლოებით 1 კილომეტრითაა ნაპირისგან დაშორებული.

 

 

 

 

 

 

არქტიკა
დედამიწის სამხრეთის მსგავსად, ჩრდილოეთის ”ქუდიც” ჩქარი ტემპით დნება. ზოგიერთი მეცნიერი ირწმუნება, რომ 2070 წელს ზაფხულის პერიოდში არქტიკის  საფარის დიდი ნაწილი თავისუფალი იქნება ყინულისგან. კვლევების თანახმად, წლის მანძილზე საშუალო ტემპერატურა 2-ჯერ სწრაფად მატულობს, ვიდრე დანარჩენ პლანეტაზე. ამიტომაა, რომ კანადა, აშშ, დანია, ნორვეგია და რუსეთი უკვე ცდილობენ ამ ტერიტორიაზე გავლენის სფეროების მოპოვებას. იციან, რომ რამდენიმე წელიწადში ახალი ტურისტული პროდუქტი გაჩნდება, სახელწოდებით ”ჩრდილოეთ პოლუსისკენ წყლის თხილამურებით ”. 


 

 

 

 

 

კარგი იქნება, თუ ამ საოცრებების ნახვას ჩვენც მოვასწრებთ.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1526 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 3.0/1
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები