პარასკევი, 29.03.2024, 10:41
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 9 » 74 წლის ასაკში ლეგენადრული რუსი პოეტი ბელა ახმადულინა გარდაიცვალა
20:39
74 წლის ასაკში ლეგენადრული რუსი პოეტი ბელა ახმადულინა გარდაიცვალა

74 წლის ასაკში ცნობული რუსი პოეტი, რუსული ინტელიგენციის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი და საქართველოდ დიდი მეგობარი, ლეგენადრული პოეტი ბელა ახმადულინა გარდაიცვალა. გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო ბოლო პერიოდში იგი ხშირად ავადმყოფობდა. ჯერ კიდევ ივლისში პოეტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექიმებმა განაცხადეს, რომ მისი პრობლემები ასაკს უკავშირდება და ისინი უმწეონი არიან.

შეგახსენებთ, რომ ბელა ახმადულინა საქართველოზე შექმნილი არაერთი პოეტური შედევრის ავტორია.

„Ни о чем я не жалею, ничего я не хочу 
- в золотом Свети-Цховели ставлю бедную свечу".

სვეტიცხოველი ის ადგილია, სადაც ქრისტიანობას ეზიარა. „სიზმრები საქართველოზე" კი საქართველოს, ქართველი ხალხისა და ქართული ენისადმი განსაკუთრებული მოკრძალებისა და პატივისცემის დასტურია. რუს პოეტს საქართველო მუდამ ესიზმრებოდა და არც იმის თქმა უჭირდა: „საუკუნეა არ ვყოფილვარ თბილისში, რომელიც ისე მიყვარდა, როგორც არც ერთი ქალაქი დედამიწაზე."

კლასიკოსს ქართველ ტიტანთა მსგავსად მხოლოდ სახელით - „ბელა" - მოიხსენიებდენ. ამასთან დაკავშირებით, პოეტზე საუბრისას ერთ-ერთი რუსი ავტორი აღნიშნავს, რომ ისევე, როგორს მის საყვარელ საქართველოში, სახელებით მოიხსენიებენ უდიდეს ტიტანებს, შოთას, გალაკტიონს, ილიას, ვაჟას და სხვებს პირველად რუსეთის პოეზიის ისტორიაში გვარი სახელზე მსუბუქი გახდა.

სხვა რომ არაფერი ეთქვა და დაეწერა საქართველოსა და ქართველებზე, სხვაგვარად რომ არ მოფერებოდა მის თითოეულ კენჭსა თუ მის თავზე საოცრად მოხატულ ვარსკვალავებს, სრულიდ საკმარისი იყო მისი ანთებული თვალები, როდესაც თუნდაც ერთ სიტყვას გაიგებდა: საქართველო - Грузия!

სამი წლის წინ პოეტმა „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აღნიშნა, რომ ძალიან გაეხარდა, როცა საქართველოს პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტის დროს ქართველებმა არ დაივიწყეს და საელჩოში გამართულ მიღებაზე მიიწვიეს.

„მიხეილ სააკაშვილმა პირადად ჩემი სადღეგრძელოც შესვა, თავაზიანდ და მოწიწებით. მან პატივად მიიჩნია, რომ ჩემთან ერთად იმყოფებოდა მაგიდასთან. გამეხარდა პრეზიდენტის ნათქვამი - ჩემთვის დიდი პატივია ახმადულინასთან ერთად სუფრასთან ყოფნაო",- გაიხსენა ახმადულინამ.

სვეტიცხოველში მონათლული კლასიკოსისთვის ქართული ენისადმი გამორჩეული დამოკიდებულება არაერთხელ დადასტურებულა მის თარგმანებში.

„ბელამ ქართული პოეზიის ტიტანები თარგმნა. ძნელია წარმოიდგინო, როგორ ელოლიავებოდა თითოეულს სიტყვას, რომ მათთვის ქართული სული შეენარჩუნებინა", - იხსენებს პოეტი რეზო ამაშუკელი.

თავად პოეტი კი ქართული ენისადმი დამოკიდებულებისას აღნიშნავდა, რომ არც ერთ სხავა ენასთან არ ჰქონია ისეთი ახლო ურთიერთობა როგორიც ქართულთან - „მითარგმნია გალაკტიონი, ტიციან ტაბიძე, სომონ ჩიქოვანი, ირაკლი აბაშიძე, ანა კალანდაძე და სხვები".

„სამწუხაროა, რომ ბოლო წლების განმავლობაში მან ვერ შესძლო მის საყვარელ თბილისში ჩამოსვლა. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა უყვარდეს მას საქართველო და თბილისი, რომ ისიც კი თქვა, როცა მოვკვდები საქართველოში დამასაფლავეთო", - ამბობს რეზო ამაშუკელი.

პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი იხსენებს: "მახსოვს მოსკოვშისაღამოობით ერთ-ერთ რესტორანში მიღებებს ვაწყობდით. სუფრის მასპინძლობა გავინაწილეთ. ერთ დღეს ჩემი რიგი დადგა. სუფრას ვუსხედვართ ძმები ჭილაძები, რეზო ამაშუკელი, ნოდარ დუმბაძე, ევგენი ევტუშენკო, რიმა კაზაკოვა, ბელა ახმადულინა და სხვები. დაახლოებით ოცამდე შევიკრიბეთ. რესტორანში ჩვენს გარდა ქართველი სხვაც ბევრია. ქართველები ჩვენ გვცნობდნენ, რუსები - იმათ. ქეიფი გაჩაღდა. თადარიგი დავიჭირე და, როგორც იმ დღის მასპინძელმა ანგარიშის გასწორება გადავწყვიტე. ოფიციანტს ფული გავუწოდე. მან ფული არ გამომართვა და მითხრა: - თქვენი დაგახდილიაო. დარბაზის თვალიერება დავიწყე. მაინტერესებს, მადლობა მაინც ვის უნდა ვითხრა. ოფიციანტი მომიბრუნდა და ბელაზე მიმანიშნა. გავოგნდი. შემდეგ ბელას ვკითხე, ასე რატომ გააკეთა. მან კი მიპასუხა: მეც ხომ შეიძლება რუს პოეტებს ვუმასპინძლო, თუნდაც მაშინ, როდესაც გვერდს ქართველები მიმშვენებენო... მერწმუნეთ, ბელა მრავალ ქართველზე უფრო დიდი ქართველია. იგი ქართველობაში ქართველებსაც ეჯიბრებიდა", - აცხადებს ჯანსუღ ჩარკვიანი.

ბელა ახმადულინა ამბობდა, რომ საქართველო მისთვის არასოდეს ყოფილა „Моя Грузия", და მისთვის მუდამ „Чемо Грузия" იყო.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1098 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები