პარასკევი, 29.03.2024, 03:55
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 9 » 5 რეცეპტი სურდოს წინააღმდეგ.
20:40
5 რეცეპტი სურდოს წინააღმდეგ.

შემოდგომის დადგომასთან და ზამთრის მოახლოებასთან ერთად სურდოს წინააღმდეგ სხვადასხვა ღონისძიება სულ უფრო აქტუალური ხდება. ბრძოლის მეთოდი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით ხშირად განსხვავებულია, გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს:  

 

აბაზანა ქვედა კიდურებისათვის
-ძალიან პოპულარულია ჩრდილოეთ ევროპაში. წყლის ტემპერატურაა 37 გრადუსი. შემდეგ ამატებენ ცხელ წყალს მანამ, სანამ წყლის ტემპერატურა ”ასატანი” იქნება. ასეთი აბაზანის მიზანია ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება. ქვედა კიდურების გაცივება ზემო სასუნთქი გზების სისხლის მიმოქცევის გაუარესებას იწვევს, რაც თავის მხრივ, დასნებოვნების შანსს ზრდის. თბილი ფეხები კი, პირიქით, ააქტიურებს იმუნურ დაცვას.

ძველი რუსული რეცეპტია წინდებში მდოგვის ფხვნილის ჩაყრა, მათი ჩაცმა, შემდეგ ჩაცმული დაძინება. როგორც ამბობენ, ეს ამცირებს ცხვირის ლორწოვანის შეშუპებას. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი უბრალო და ეფექტური საშუალებების გამოყენებისას მაინც სიფრთხილეა საჭირო, განსაკუთრებით ტროფიკული დარღვევების და შაქრიანი დიაბეტის დროს.

მარილი და ლიმონი
-სურდოს საწინააღმდეგო ძირითად საშუალებად ითვლება რუმინეთში. ნახევარი ლიმონის წვენს ურევენ ერთ ჩაის კოვზ მარილში და ამატებენ 50 გრ. წყალს. იწვეთებენ ცხვირის ნესტოში პიპეტის საშუალებით. მართლია, საკმაოდ ძნელად ასატანი პროცედურაა, მაგრამ მისი სარგებლიანობა უეჭველია - ხსნარი ამცირებს შეშუპებას, С ვიტამინი კი იწვევს კაპილარების შევიწროებას.

ექიმები ამ რეცეპტთან მიმართებაშიც სიფრთხილეს გვირჩევენ, განსაკუთრებით ბავშვების შემთხვევაში, ვინაიდან ლორწოს სასმენ მილში მოხვედრის შემთხვევაში შეიძლება მწვავე ოტიტი განვითარდეს, ბავშვებში კი, როგორც ცნობილია, სასმენი მილი ფართო და მოკლეა, რაც აადვილებს ინფექციის ყურში მოხვედრას.

პირშუშხას წვენი
-მის ახლადგამოწურულ წვენს სურდოს სამკურნალოდ იყენებენ გერმანიაში შაქართან და ვაშლთან ერთად. თუკი მიირთმევთ ასეთი ნარევის რამდენიმე კოვზს დღეში, ცხვირით სუნთქვა გაგიიოლდებათ.

საქმე ისაა, რომ პირშუშხა შეიცავს განსაკუთრებულ ნივთიერებებს, რომლებიც ებრძვის ბაქტერიებს, ვირუსებს და სოკოს. ისინი კარგად გადაიტანება ორგანიზმის მიერ, ვინაიდან არ ირღვევა ნაწლავების მიკროფლორა. გარდა ამისა, პირშუშხა აძლიერებს იმუნიტეტს.

რუსეთშიც არსებობს მსგავსი რეცეპტი - ნივრის ახლადგამოწურული წვენით დასველებული ბამბის ტამპონების მოთავსება წინასწარ ვაზელინით დამუშავებულ ცხვირის ნესტოებში, მაგრამ მონაცვლეობით და არა ერთდროულად.

პირშუშხაც და ნიორიც - ორივე შეიცავს ფიტონციდებს - აქროლად ანტისეპტიკებს. მთავარია, ზედმეტი არ მოგვივიდეს, თორემ შეიძლება ადგილობრივად დამწვრობა განვითარდეს.

ინჰალაცია გვირილით 
ყველაზე გავრცელებული მეთოდია სურდოს წინააღმდეგ. მაგ. ნიდერლანდებში იყენებენ მენთოლით, ქაფურით ან გვირილით ინჰალაციას. ბევრი დარწმუნებულია, რომ ასეთი პროცედურა მდგომარეობას შეუმსუბუქებს. რაც შეეხება ექიმებს, ისევე როგორც ნიდერლანდებში, ასევე ჩვენთანაც ექიმები თვლიან, რომ ინჰალაცია უეფექტოა სურდოს დროს, მაგრამ ძალიან კარგია ქვედა სასუნთქი გზების დაავადებისას, მაგ. ტრაქეიტისა და ბრონქიტის დროს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ინჰალაციის ჩატარება სასურველი არ არის მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, განსაკუთრებით მენთოლით და ქაფურით.

 სამკურნალო ბალახები
 იმუნიტეტის ასამაღლებლად: ჩრდილო ამერიკელი ინდიელების საყვარელი მცენარე - Eupatorium perfoliatum. ის დიდი რაოდენობით შეიცავს ე.წ. ”ბუნებრივ ქსილანებს”, რომლებიც ააქტიურებს იმუნური სისტემას. დღეს ამ მცენარის შეძენა მწვანე აფთიაქებში შეიძლება.

 2 ჩაის კოვზ გამშრალ მცენარეს დაასხით ცივი ანადუღარი წყალი, დააყენეთ 4 სთ. გაფილტრეთ. მიიღეთ 100-100 მლ. 3-4 ჯერ დღეში ჭამამდე 10-15 წთ-ით ადრე.

ეს საშუალება სწრაფად მოგაცილებთ სურდოს ყველა ნიშანს. და რაც მთვარია, მისი მიღება შეუძლიათ ბავშვებსაც 6 თვის ასაკიდან.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1101 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები