შაბათი, 20.04.2024, 03:30
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 9 » ქალის ფრჩხილები მის ხასიათს ავლენს
20:52
ქალის ფრჩხილები მის ხასიათს ავლენს

საკმარისია შეხედო ქალის თითებს და მაშინვე მიხვდები მის ხასიათს. არ გჯერა? სულ ტყუილად! მე არ ვისაუბრებ იმ პროფესიის ქალბატონებზე რომლებსაც არ შეუძლიათ ატარონ გრძელი ფრჩხილები (ექიმი, მზარეული) ეს სულ სხვა საკითხია, ვერაფერს ვერ შეცვლი.
   ძირში დაჭრილი ფრჩხილები გამჭვირვალე ლაქით ან ულაქოდ, პრაგმატული და პრაქტიკული ქალია, მკაცრი მოთხოვნებით, როგორც საკუთარი თავის მიმართ ასევე გარშემომყოფებისადმიც. გარეგნული სიმშვიდის მიღმა ხშირად იმალება გულცივობა, წყენა, და მძიმე ხასიათი. როგორც წესი ასეთ ქალბატონს ჯობია არ აწყენინოთ, ის ყოველთვის იპოვის გამოსავალს, რომ საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს. თქვენ კი გვარიანად დაზარალდებით.
  საშუალო ზომის ფრჩხილები, ზედ წასმული ღია ფერის ლაქით: ინტელიგენტი ქალი, კარგი გემოვნებით და დახვეწილი მანერებით. როგორც წესი ასეთი ტიპის ქალი საკუთარ თავს არ აძლევს უფლებას ხმა აიმაღლოს გარშემომყოფებზე და იბნევა როდესაც მას ეჩხუბებიან. მათ არ იზიდავთ ხალხმრავალი ფართები, აფასებენ ოჯახურ სიმყუდროვეს და იციან მიჩვევა საკუთარი ნივთების მიმართ. ასეთ ქალთან მამაკაცისთვის სასიამუვნოა საუბარი ხელოვნებაზე, შეუძლია მასთან ერთად წავიდეს თეატრში, მაგრამ მან შეიძლება მამაკაცის გულახდილი მინიშნება სექსის მიმართ სწორად ვერ აღიქვას. თვითონ ამ ტიპის ქალი არასდროს არ არის ინტიმურ საკითხებში ბოლომდე გულახდილი. მისი მეგობრების რაოდენობაც საკმაოდ შეზღუდულია და წლობით გამოცდილი. სამსახურშიც ნეიტრალურია, ცდილობს ერთნაირად მოექცეს თითოეულ თანამშრომელს და გამოირჩევა იდეალური სიმშვიდით. 
   საშუალო ზომის ფრჩხილები დაფარული მკვეთრი, ფერადი მანიკურით. ეს არის ქალი პრეტენზიული, აქვს ამბიცია საკუთარ გემოვნებაზე, გამოირჩევა ყოველთვის ორიგინალური და კაშკაშა ფერის სამოსით, ყოველთვის ცდილობს იყოს ყურადღების ცენტრში. მას არავისი არ ესმის საკუთარი თავის გარდა. ყველაზე კარგი ტაქტიკაა ასეთ ქალთან, უსმინო ყურადღებით, მაგრამ მოიქცე ისე როგორც შენ თვლი საჭიროდ. მათი ფეთქებადი ხასიათი გაუფუჭებს გუნებას ნებისმიერ ადამიანს. თუ ესეთი ქალი შენი უფროსია, ჯობია იშვიათად შეეფეთო, ის ყოველთვის იპოვის მიზეზს რომ გაგკიცხოს. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს ასეთი ქალი ოჯახში საკმაოდ მშვიდი და თბილია, რამდენადაც გარეთ მებრძოლი და დაუნდობელია, ქმართან ან რჩეულ მამაკაცთან მორჩილი და დამთმობია.
   გრძელი ფრჩხილები გამჭვირვალე ლაქით ან ულაქოდ, ”ჰაეროვანი” არამიწიერი არსება, ყოველთვის სადღაც დაფრინავს, ძირითადად ცხოვრობს თავის ფანტაზიებში, ისინი ნაზი და დაუცველი გვეჩვენება, რაც მათ ხელს უწყობთ დახლართონ ინტრიგები საკუთარი კონკურენტების წინააღმდეგ. მათგან არავინ არ ელის ცუდ საქციელს, სწორედ ამიტომ ყველაფერი ეპატიებათ ხოლმე. ასე რომ გახსოვდეთ გარეგნობა მაცდურია.
   გრძელი ფრჩხილები მუქი, კაშკაშა ლაქით, ამ ქალბატონმა საკუთარი თავის ფასი იცის. მას არ ეშინია სტანდარტების დარღვევის, არ აღელვებს, რომ მის ზურგს უკან ვიღაც მასზე ჭორაობს, ის ამაყად მიაბიჯებს ცხოვრების გზაზე და ხანდახან ვერც კი ამჩნევს ისე გადააბიჯებს (თუმცაღა შეუგნებლად) სხვა ადამიანს. საკმაოდ ამბიციურია, კარგად იცის რა სურს და ცდილობს სხვისი დახმარების გარეშე იცხოვროს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მას სიამუვნებს როდესაც სხვას ეხმარება, ის ყოველთვის გამოგიწვდით ხელს როცა გიჭირთ, მაგრამ ხშირად მხარდაჭერა უნდა თხოვოთ, თორემ შეიძლება ვერც კი შეამჩნიოს, რომ ის ვიღაცას სჭირდება. ასეთ ქალთან ურთიერთობაში საუკეთესოდ დაგეხმარებათ კომპლიმენტები, თანაც უფრო მეტად მისი განათლების და ერუდიციის მისამართით, ვიდრე გარეგნიობის. ხანდახან ის ძალზე სენტიმენტალურია და შეუძლია მისთვის უცხო ადამიანს გული გადაუშალოს. 
   ხელოვნურად გაზრდილი ფრჩხილები ღია ფერის ლაქით, ბიზნეს ლედი,  მოდური ქალი, ყოველთვის ძვირფასი სუნამო ასხია, აცვია მხოლოდ მაღალი მოდის დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსი და თვლის რომ საკუთარი პიროვნების ჩამოყალიბებაში ლომის წილი მას ეკუთვნის. ხშირად ეს ასე არ არის, მაგრამ ასე აწყობს რომ იფიქროს. როგორც წესი მის დასახმარებლად ბევრი ადამიანი იჩენს ინიციატივას და ისიც ამაყად იფერებს ამ ფაქტს. ხშირად იცვლის მამაკაცებს და სიამოვნებით იღებს ძვირფას საჩუქრებს. შეიძლება თქვენს ნათქვამზეც ატაროთ, მარგრამ თუ გონზე მოსვლა მოასწრო მაშინ ისე გაგირთულებთ საქმეს რომ უკან დასახევ გზას არ დაგიტოვებთ. 
    ხელოვნურად გაზრდილი ფრჩხილები მუქი კაშკაშა ფერის ლაქით, უყვარს ხალხმრავლობა, კომუნიკაბელურია, მაგრამ ხშირად ზედაპირულიც, შეუძლია დაუფიქრებლად აწყენინოს ადამიანს და მერე ვერც მიხვდეს რატომ აღარ სურს იმ პიროვნებას მასთან ურთიერთობა. ამიტომ ესეთი ადამიანის ნათქვამი ან ქმედება გულთან ახლოს არ უნდა მიიტანოთ, ის ყოველთვის არ ამბობს იმას რასაც ფიქრობს. მისი მონაროში უმეტესად იმპულსური უფროა ვიდრე ბოროტად ნათქვამი. ხშირად ბრაზდება ხუმრობებზე.  ერთი შეხედვით ძალიან მეგობრული და მხიარულია ამიტომ ყოველთვის ექცევა ყურადღების ცენტრში. კარგად ერკვევა მოდაში, გულისყურით ადევნებს თვალყურს სიახლეებს და ესწრება მოდის ჩვენებებს.

       ფრცხილის ფორმები:
        მომრგვალებული: არ არის კონფლიქტური, მშვიდია, მაგრამ ხშირად იდუმალი და საშიში.
        წაწვეტებული: მტაცებელი, მესაკუთრე. მისი დევიზია ”მიზანი ყველანაირ მეთოდს ამართლებს”. 
       მხატვრულად გაფორმებული მანიკური: ხელოვანი, სავსეა სიყვარულით, მას მთელი მსოფლიო უყვარს, ხასიათით ნარცისია და ოპტიმიზმით უყურებს მომავლს.
       გაცვეთილი მანიკური, სხვადასხვა ზომის ფრჩხილით: ან ძალიან ზარმაცი და ფეთხუმია, ან არ აქცევს ამას ყურადღებას. თვლის, რომ ის რასაც თვითონ აკეთებს ბე ვრად მნიშვნელობანია, ვიდრე კოსმეტიკა. ფრჩხილებს იკეთებს მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის (დაბადების დღე, წვეულება, სპექტაკლი...), ძირითადად მეცნიერის ნატურაა,  ესეთი ქალები იკვნეტენ კიდეც ფრჩხილებს.
    
        ეს მოკლე დახასიათებები ხშირად ამართლებს, თუმცაღა არსებობს გამონაკლისებიც, მაგალითად თუკი ქალს ერთ თითზე ფრჩხილი მოტყდა ის დაიმოკლებს ყველა ფრჩხილს და შეიძლება უფერო მკვებავი ლაქიც გადაისვას, მაშინ როცა ყოველდღიურად, ის ფერად კაშკაშა ლაქებს იყენებს. 

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 953 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები