შაბათი, 20.04.2024, 11:43
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 9 » როგორ მოვიქცეთ, თუკი ქერტლმა შეგვაწუხა?.
20:54
როგორ მოვიქცეთ, თუკი ქერტლმა შეგვაწუხა?.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დედამიწის მოსახლეობის 30 პროცენტს თავის კანზე ქერტლი აქვს, ხოლო 50 პროცენტს ეს სნეულება ერთხელ მაინც აწუხებდა. თანამედროვე მედიცინა ქერტლის გაჩენის ძირითად მიზეზად სოკოს ასახელებს, თუმცა, კანის სერიოზულმა დაავადებებმა (დერმატიტი, სებორეული ეგზემა, ფსორიაზი ან მიკროსპორია) ასევე შეიძლება ქერტლის წარმოქმნა გამოიწვიონ. ქერტლის წარმოქმნას ხელს უწყობს კანში ცხიმის გამომუშავების დარღვევა, რაც გვხვდება საჭმლის მომნელებელ ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემების, ჰორმონული ძვრების, სტრესების, ქრონიკული ინფექციების, იმუნიტეტის დაქვეითების, ვიტამინების ნაკლებობის დროს. მას ხელს უწყობს ორგანიზმის მემკვიდრეობითი თავისებურებები, თმის არასწორი მოვლა და თავად ამინდის ცვლილებაც კი. 
როგორ მოვიქცეთ, თუკი ქერტლმა შეგვაწუხა? 
არსებობს ქერტლის საწინააღმდეგოდ ხალხური საშუალებები. ქერტლთან ბრძოლის ზოგიერთი მეთოდი დღესაც აქტუალურია, მაგლითად, თავის კანზე ხახვის წვენს და არაყს ისვამენ, ხოლო თმას ჭინჭრის ნახარშით იბანენ. ეს ძალიან სასარგებლოა მაშინაც კი თუ ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნს იყენებთ. 

და მაინც, აუცილებელია ტრიქოლოგის (თმის სპეციალისტის) კონსულტაცია, რადგან ზუსტი დიაგნოზის დასმა მხოლოდ მას შეუძლია. თუ ქერტლის მიზეზი კანის სერიოზული დაავადებებია (დერმატიტი, სებორეული ეგზემა, ფსორიაზი ან მიკროსპორია), მაშინ ისინი საგანგებო მკურნალობას საჭიროებენ. თუ თავის კანი ძალიან მშრალია, მაშინ დამატენიანებელი შამპუნები და ბალზამები დაგეხმარებათ. თუ ქერტლის გამომწვევი სოკოა, მაშინ ტრიქოლოგი დაავადების მიზეზს თავის კანის ცხიმოვან უჯრედებში იპოვის, ამის შემდეგ კი აბებსა და ვიტამინებს გამოგიწერთ და ასევე შეგირჩევთ შესაფერის ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნს. 

   ოპტიმალურ შამპუნს სამმაგი მოქმედება უნდა ახასიათებდეს: უნდა ანადგურებდეს სოკოს, აფერხებდეს უჯრედების ზრდას და აშორებდეს ქერტლის ფანტელებს. შამპუნები განსხვავდება შემადგენლობის მიხედვით: მაგ. შამპუნი "ნიზორალი” შეიცავს კლიმბაზოლსა და კეტოკონოზოლს, რაც ხელს უშლის სოკოს გამრავლებას, მაგრამ ამ სამკურნალო ნივთიერებებს წყალი ადვილად ჩამორეცხავს, ამიტომ თმაზე შამპუნი რამდენიმე წუთი უნდა გავაჩეროთ. 
"ჰედ ენდ შოულდერსი" და "ფრიდერმ ცინკი" - ცინკის პირიტიონს შეიცავს, რომელიც მართალია, სოკოსსაწინააღმდეგო ეფექტურობით არ გამორჩევა, მაგრამ თმაში დიდხანს რჩება და ამით სამკურნალო კომპონენტის ხანგრძლივ ზემოქმედებას უზრუნველყოფს. "ფრიდერმ კუპრი" (შეიცავს ოქტოპიროქსს, კუპრსა და სელენიუმის დისულფიდს) უჯრედების დაჩქარებულ დაყოფას ანელებს, ამცირებს კანის მიერ ცხიმის გამოყოფას. კუპრი, გოგირდი და სალიცილის მჟავა იწვევს კანის აქერცვლას, შლის ქერტლის ფანტელებს და ხელს უშლის უჯრედების ერთმანეთთან მიწებებას. 

უნდა გვახსოვდეს, რომ ქერტლისგან სწრაფი განთავისუფლება მხოლოდ რეკლამებშია შესაძლებელი, ამიტომ ქერტლის საწინააღმდეგო საშუალებები რეგულარულად უნდა გამოვიყენოთ. მკურნალობის ეფექტი მხოლოდ ერთ-ორ თვეში ვლინდება.
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1079 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები