პარასკევი, 19.04.2024, 20:40
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 9 » რას გვიამბობს ჰალსტუხი?!
20:58
რას გვიამბობს ჰალსტუხი?!
ჰალსტუხი ყვავილებით

ძლიერი სქესის ყველაზე მომხიბვლელი წარმომადგენლები. ეს მამაკაცები კეთილები, ზომიერად რომანტიკულები, ჭკვიანები, უშუალონი არიან და უარს დახმარებაზე არავის ეუბნებიან. ხშირად საზოგადოების სული და გული ხდებიან, განსაკუთრებით, ქალთა საზოგადოების, რადგან საკმაოდ გალანტურები არიან და იუმორის გრძნობაც არ ღალატობთ.

როგორც წესი, შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლები არიან, ან ჰობი აქვთ. ასეთი პიროვნებები ადვილად ხუჭავენ თვალს უსიამოვნებებზე და, მიისწრაფიან რა ჰარმონიისაკენ, არც ისე იშვიათად ფანტაზიის სამყაროში გადადიან. სასურველია, ასეთი მამაკაცზე არჩევანი ისეთმა ქალმა გააკეთოს, რომელიც დამოუკიდებელია და მყარად დგას (ფინანსური თვალსაზრისითაც) მიწაზე.

ჰალსტუხი სხვადასხვა ქარგით

მამაკაცები, რომლებიც პატარაფიგურებიან, რომბებიან ან ორნამენტიან ჰალსტუხს ირჩევენ, ჩვეულებრივ, შეუმჩნეველნი და თავმდაბლები არიან. სხვების თანდასწრებით იშვიათად მრისხანებენ, სისულელეებსაც თითქმის არასდროს ჩადიან, არასდროს კარგავენ თავს, ყოველთვის მშვიდად და გააზრებულად მოქმედებენ.

პარადოქსია, მაგრამ სწორედ ეს თვისება – სრული უშფოთველობა –აღიზიანებთ ყველაზე მეტად მათი ცხოვრების თანამგზავრებს. ქალს სურს, სხვადასხვა ცხორებისეულ მოვლენაზე მამაკაცის უფრო ემოციური რეაქცია დაინახოს, მაგრამ იმპროვიზაციისა და ავანტიურიზმის უნარი ასეთ კაცებს არ აქვთ.

ჰალსტუხი ერთ ფერში

სიფრთხილე გმართებთ, განსაკუთრებით იმათთან, ვისაც ნაცრისფერი, შავი ან კრემისფერი ჰალსტუხი ურჩევნია. ისინი თავიანთ ქცევაში იმდენად პედანტურები, სწორხაზოვანი და კანონმორჩილები არიან, რომ შეუძლიათ, ნებისმიერი ადამიანი წონასწორობიდან გამოიყვანონ. სწორედ ასეთებზეა ნათქვამი: "უფრო ადვილია, მას დანებდე; ვიდრე გააგებინო, რატომ არ გსურს ამის გაკეთება”.

თუმცა, ცხოვრებაში ისეთი მომენტებიცაა, როცა მათთან ურთიერთობა შეიძლება სასარგებლოც კი გამოდგეს. მაგალითად, მამაკაცის შეურაცხმყოფელი ღალატის შემდეგ ქალისთვის აუცილებელია სულის მოთქმა. ასეთ დროს სწორედ ისეთი ადამიანია საჭირო გვერდით, რომელიც აბსოლუტურად თანმიმდევრულია პირად ურთიერთობებში. ყოველ შემთხვევაში, ქალს შეუძლია, დარწმუნებული იყოს, რომ ზურგში დანას არავინ ჩასცემს. თქვენი ურთიერთობა მისთვის განსჯის საგანი წინასწარ, უზომოდ დიდხანსაა. მთავარია, ქალს ამ ყველაფრის მოსმენის მოთმინება ეყოს.

 

ბურთულებიანი და წინწკლებიანი ჰალსტუხი

დასახული მიზნისკენ მტკიცედ მიილტვის. ეს მამაკაცი "შრომისთვის და თავდაცვისთვის” ყოველთვის მზადაა, ძალიან შრომისმოყვარე და თავმოყვარეა. ერთ ადგილას მუშაობა შეუძლია მხოლოდ მაშინ, როცა დაკავებულია ისეთი საქმით, რომელზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა. ის სრულ დამოუკიდებლობას ნატრობს, როცა ყველა გადაწყვეტილების მიღებას თვითონ შეძლებს. მხიარულია, სოცოცხლისმოყვარე და უშუალო, ამიტომ მის ირგვლივ ყოველთვის ბევრი მანდილოსანია. თუმცა, თუ თავისი ოცნების ქალს იპოვის, მთელი ცხოვრება, ყველა გარემოებაში მას უერთგულებს.


ზოლებიანი ჰალსტუხი

კონსერვატორები. მზრუნველი, კორექტული და ერთგული მამაკაცები. მათი პრიორიტეტების სისტემაში, პირველ ადგილზე ყოველთვის სამსახური იქნება. წარმატებული კარიერის გარეშე, არსებობაც კი ვერ წარმოუდგენიათ.

როგორც ჩანს, საქმიან წამოწყებებსა და პროფესიულ პრობლემებში, სერიოზული საკითხების განხილვის დროს, ჰალსტუხების მკაცრი ხაზები და ნახატები მათი ყურადღების კონცენტრაციას მაგიური ძალით უწყობენ ხელს.

შემთხვევითი არაა, რომ მთელ მსოფლიოში, საქმიან წრეებში ზოლიანი ჰალსტუხები წარმატებული ბიზნესმენის სიმბოლოდ და აუცილებელ ატრიბუტად ითვლება.

რა თქმა უნდა, ეს ფსიქოლოგიური სურათი  მაშინ უნდა გაითვალისწინოთ, თუ თქვენი საყვარელი მამაკაცი, რომელიმე ბანკის თანამშრომელი არ არის, სადაც ის უბრალოდ ვალდებულია ატაროს ჰალსტუხი ბანკის ფერში.

 

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 994 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები