ხუთშაბათი, 25.04.2024, 23:15
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 9 » ასუქებს თუ არა კარტოფილი?!
20:59
ასუქებს თუ არა კარტოფილი?!
ფართოდაა გავრცელებული აზრი, რომ, თუ გახდომა გსურთ, კარტოფილზე უარი უნდა თქვათ. თუმცაღა 100გრ. კარტოფილი სულ რაღაც 90 კალორიას შეიცავს, სწორედ იმდენს რამდენსაც იოგურტი.
  ახალი და ძველი კარტოფილი ორი განსხვავებული პროდუქტია, სხვადასხვა შემცველობით. თუ კარტოფილს სწორად მოამზადებთ ის თქვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იქნება და არც წონაში მოიმატებთ. კარტოფილის კანქვეშ თავმოყრილია ბევრი სასარგებლო ნივთიერება: კალიუმი, მაგნიუმი, რკინა და ნატრიუმი. ეს ნივთიერებები არეგულირებენ სისხლის წნევას. ბიოფლავონოიდები ახალნგრძლივებს ჯანმრთელობას და ახალგაზრდობას. ასე რომ კანის გაცლასთან ერთად ნაგავში უამრავ სასარგებლო ნივთიერებას ყრით. უმჯობესი იქნება კარტოფილი საგულდაგულოდ გარეცხოთ და ისე მოხარშოთ. მაგრამ, სამწუხაროდ ის სასარგებლო ნივთიერებებთან ერთად, საზიანოსაც შეიცავს,  ნიტრატებსა და სოლანინს. მათგან კი თავს იმ შემთხვევაში დაიცავთ, თუ ბოსტნეულს ორთქლზე მოამზადებთ. 
  კარტოფილი შეიცავს: B1, B6, C ვიტამინებს. ნატრიუმს, კალიუმს, მაგნიუმს და რკინას. კალიუმი ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს გამოდევნის და გულის მუშაობას აუმჯობესებს.  სამი ცალი კარტოფილი შეიცავს მთელი დღე ღამის სამყოფ C ვიტამინს. ასე რომ თუ წონაში დაკლება გსურთ არ არის აუცილებელი უარი თქვათ კარტოფილზე, მთავარია იცოდეთ როგორ და რასთან ერთად უნდა მიირთვათ. 
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1191 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები