ხუთშაბათი, 25.04.2024, 11:18
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 9 » წმინდა ვალენტინის დღე.
21:01
წმინდა ვალენტინის დღე.
 თითქმის ნახევარი მსოფლიო ბოლო ათწლეულის მანძილზე, ყოველ 14 თებერვალს ინტენსიურად აღნიშნავს ე.წ. წმინდა ვალენტინის დღეს - მონათლულს შეყვარებულთა დღედ.

   ამ დღესთან დაკავშირებით ყველას სხვადასხვა აზრი აქვს. ზოგი თვლის, რომ  ვალენტინობა კათოლიკური დღესასწაულია და ჩვენ მართლმადიდებლებმა არ უნდა ავღნიშნოთ. ზოგი აპროტესტებს- ”ვალენტინი” განკვეთილი ბერი იყო, რომელმაც 14 თებერვალს პირველად დაწერა ჰომოსექსუალისტებს ჯვარი და რატომ უნდა იზეიმოს ქართველმა ხალხმა ეს დღესასწაულიო?,  ზოგისთვის კი უბრალოდ ლამაზი ტრადიციაა და ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადება. 
   თითქმის ყველა შეყვარებულისათვის თებერვლის თვე იწყება იმაზე ფიქრით, თუ რა სასურველი საჩუქარი გავუკეთოთ საყვარელ ადამიანს, რით ვასიამუვნოთ იგი ამ მნიშვნელოვან დღეს?. თუ გაქვთ საშუალება არაჩვეულებრივი საჩუქარია 2 კაციანი საგზური პარიზში, ვენეციაში, ან აზიის რომელიმე ეგზოტიკურ ქალაქში, მაგრამ თუ თქვენი საფულე არც ისე სქელია მსგავსი საჩუქრისთვის, მაშინ შეგიძლიათ სუნამო ან სამკაული შეარჩიოთ. შეუკვეთოთ რომანტიული ვახშამი, რომელიმე რესტორანში ან ბარში, სანთლების შუქზე, ლამაზი თაიგულით და მშვიდი ჰარმონიული მუსიკის თანხლებით.
  ეცადეთ ამ დღეს დაამთხვიოთ სიყვარულის ახსნა ან ხელის თხოვნა, და თუ უკვე დაგვიანებული არ არის, პირველი კოცნაც კი. ამ დღის იდუმალება და სილამაზე თქვენს მოქმედებას მეტ რომანტიზმს და მომხიბვლელობას შესძენს. 
  რომელი ქალი არ ოცნებობს სიყვარულის დღეს მოისმინოს საყვარელი მამაკაცისგან ლამაზი და ვნებით აღსავსე სიტყვები? დაგვიჯერეთ, ძლიერი სქესის წარმომადგენლებიც ასეთ დროს რომანტიული და მგრძნობიარენი ხდებიან. დაივიწყეთ ყველა პრობლემა და უსიამუვნება, იფიქრეთ მხოლოდ იმაზე, რომ დღეს თქვენ შეყვარებული ხართ და სახლში მარტო არ ხვდებით 14 თებერვალს.

რამოდენიმე რჩევა: 
- აუცილებლად ჩაეწერეთ სილამაზის სალონში, დღეს ხომ თქვენ ისეთი ლამაზი უნდა იყოთ, როგორც არასდროს.
- საგულდაგულოდ შეარჩიეთ სამოსი, რომელსაც სიყვარულის დღეს ჩაიცმევთ.
- დილიდან შეიქმენით სასიამუვნო განწყობა, მოუსმინეთ საყვარელ მელოდიას და თუ სურვილი გაგიჩნდათ იმღერეთ კიდეც.
- ნუ მიაქცევთ ყურადღებას თქვენს გარშემო წარმოქმნილ უსიამოვნებებს.

მიენდეთ სიყვარულს და საღამო არაჩვეულებრივად მგრძნობიარე  გამოვა.


კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1085 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები